16.05.2024 (Caucasian Journal). დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ მეღვინეობის დარგის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, დოქტორ მილოშ მიხლოვსკი. ის ამჟამად სტუმრობს საქართველოს და ინტერვიუზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა. იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ქვემოთ, ან წაიკითხეთ სტატია:
▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.
თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი
იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ან წაიკითხეთ სტატია.
მილოშ მიხლოვსკი: "თუ ქართველ მეღვინეებს სურთ იყვნენ კონკურენტუნარიანები ევროპულ ბაზარზე, მათ უნდა მოახდინონ დივერსიფიკაცია"
ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიური ჟურნალის ვიდეო ინტერვიუებში! დიდი სიამოვნებით მივესალმებით მეღვინეობის დარგის ერთ-ერთ წამყვან ჩეხ ექსპერტს, დოქტორ მილოშ მიხლოვსკის. ის ამჟამად სტუმრობს საქართველოს და ინტერვიუზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა. ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ჩეხეთის საელჩოს თბილისში ამ შესაძლებლობისა და თარგმანის პროცესში დახმარებისათვის. დოქტორ მიხლოვსკი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია საქართვლოში? რამ ჩამოგიყვანათ აქ?
მილოშ მიხლოვსკი: მსურს მოგესალმოთ მორავიული მისალმებით „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვენახში!“ საქართველოში პირველად არ ვიმყოფები. ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში იყო 1970-იან წლებში სწავლის და დოქტორანტურის პერიოდში. ხშირად ჩამოვდიოდი, რადგან აქ ბევრი მეგობარი მყავდა. გასულ წლებში ჩვენ გვქონდა ორმხრივი თანამშრომლობითი პროექტები ჩეხეთსა და საქართველოს შორის, ვინაიდან ვცდილობთ გავაზიაროთ როგორც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილება, ასევე ყველა ნასწავლი გაკვეთილი.








