19.01.2024 (Caucasian Journal) დღეს ჩვენი სტუმარია ენდრიუ ჯუველ (Andrew JEWELL) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ/IMF) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.
ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბატონო ენდრიუ, გილოცავთ ახალ წელს და მოგესალმებით კავკასიის ჟურნალის სახელით. მადლობა, რომ თქვენი დატვირთული განრიგის მიუხედავად ჩვენს მკითხველთან სასაუბროთ დრო მონახეთ. თქვენ სსფს მდმივ წარმომადგენლად საქართველოში გასული წლის აგვისტოში დაინიშნეთ. თქვენი წინა სამსახური - ბოსნია და ჰერცოგოვინა ასევე ახლოა ჩვენ რეგიონთან. საქართველოში თავს ისევ „ახლად“ გრძნობთ?
ენდრიუ ჯუველ: მართალია ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ბევრი რამ მოხდა, დიახ, თავს ისევ „ახლად“ ვგრძნობ. საქართველოს ეკონომიკის საკითხების გარდა, ვეცნობი საქართველოს ისტორიას, ქვეყნის პოლიტიკურ დინამიკას, და გეოპოლიტიკურ კონტექტს. ვცდილობ ქართული ენის შესწავლას, რაც საოცრად საინტერესო და რთული აღმოჩნდა.
ა.კ.: დიახ, ქართული ენის შესახებ გეთანხმებით... თქვენ დამთავრებული გაქვთ ჯონ ჰობკინსის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და ასევე სორბონის უნივერსიტეტი, ასევე მრავალი წელი გიმუშავიათ საერთაშორისო სავალუტო ფონდში. თქვენი ცოდნა და გამოცდილება: კომპიუტერული მეცნიერებიდან პოლიტიკურ მეცნიერებამდე და გლობალურ ფინანსებამდე, ფაქტიურად უნიკალურია. თუ შეიძლება მოკლედ მოგვიყევით პირადად თქვენს და თქვენი პროფესიული ინტერესების შესახებ? ასევე, როგორ დაინტერესდით საქართველოთი?
ე.ჯ.: შეიძლება ითქვას, რომ ის გზა, რომლითაც მე სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი გავხდი საქართველოში, არასტანდარტულია. ჩემი კარიერა ვაშინგტონში დავიწყე, პროგრამისტი ვიყავი. მაგრამ ძალიან სწრაფად დავკარგე ინტერესი და საცხოვრებლად პარიზში გადავედი, სადაც ძიძად ვმუშაობდი. დღემდე მიკვირს, რომ ჩემი მშობლები ჩემს ამ გადაწყვეტილებას არ შეეწინააღმდეგნენ. სამი წელი ვისწავლე ფრანგული ენა, შემდეგ დავბრუნდი ვაშინგტონში და მივიღე მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეკონომიკაში. სწავლის დამთავრების შემდგე ჩემი პირველი სამსახური ნიუ ორკის ფედერალური სარეზერვო ბანკი (ამერიკის ცენტრალური ბანკის ფილიალი) იყო. ჩემს საქმიანობას წარმოადგენდა გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და ანალიზი. ამ პერიოდში მოხდა აზიის ფინანური ბაზრების კრიზისი და ევროს დაბადება. ნიუ ორკის შემდეგ ისევ ვაშინგტონში დავბრუნდი და 10 წელი აშშ-ს ხაზინაში (აშშ-ს ფინანსთა სამინისტროში) ვიმუშავე. ხაზინაში სამუშაოდ დარჩენას პენსიამდე ვაპირებდი, მაგრამ 2010 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სამსახური შემომთავაზა. დავთანხმდი. 2010 წლიდან საერთაშრისო სავალუტო ფონდში ვმუშაობ. საქართველოში ჩამოსვლამდე გახლდით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ბოსნია-ჰერცოგოვინაში. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის შთამბეჭდავი გამოცდილება იყო. მუდმივ წარმომადგენლად შეზღუდული ვადით ვინიშნებით. ჩემი ვადა შარშან ამოიწურა და მსურდა სხვა, საერთაშორისო მივლინება. ამავე პერიოდში საქართველოში მუდმივი წარმომადგენლის ადგილი გათავისუფლდა. დიდ ბედნიერებად მიმაჩნია, რომ ეს ფუნქცია მე მერგო წილად.
ა.კ.: შეგიძლიათ სამი რამ დაგვისახელოთ რაც საქართველოსა და სამხრეთ ბალკანეთში ერთმანეთის მსგავსია? თუ ეს ქვეყნები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან? ან კითხვა რომ გავაფართოვოთ: თქვენს დღევანდელ საქმიანობაში რამდენად გეხმარებათ ყოფილი იუგოსლავიის ქვეყანაში მიღებული გამოცდილება?
ე.ჯ.: საქართველო, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნის მსგავსად ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ამ ქვეყნებს მსგავსი გამოწვევების დაძლევა უწევს, ისეთების როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირება. გეოგრაფიული მსგავსებაც არის: ერთი დღეს სანაპიროზე და მეორე დღეს მთებში შეიძლება აღმოჩნდე. ენობრივი თვალსაზრისით, რთულია ბრუნვები (მაგ.: მიცემითი, ვითარებითი, წოდებითი) რომელიც არის როგორც ბოსნიურ ასევე ქართულ ენაში.
ყოფილ იუგოსლავიაში საქმიანობისას დავრწმუნდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ეკონომიკის კარგად ცოდნა. თეორიაში აღიარებულ „საუკეთესო ეკონომიკურ პოლიტიკას“ და ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე პოლიტიკურად დასაშვებ გადაწყვეტილებას შორის, ყოველთვის არის სხვაობა/ნაპრალი. ბოსნიაში ხანდახან პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება უფრო მიწევდა, ვიდრე ეკონომიკის თეორიის. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება საქართველოშიც გამომადგება.
ბოსნიაში კორუფცია საერთაშორისო საზოგადოებისთვის დიდი გამოწვევაა. იქ ყოფნისას ვფიქრობდი, რომ კორუფციის აღმოფხვრას თაობები სჭირდება. საქართველოში გავოცდი, რომ ქვეყანამ საჯარო სექტორში კორუფციის მნიშვნელოვანი შემცირება შეძლო. აქამდე არ მეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო.
ა.კ.: თუმცა დიდი ხანი არაა საქართველოში ხართ, გარკვეულ მოვლენებს უკვე ქონდა ადგილი. პირველი რაც მახსენდება არის აშშ-ს სანქციები და საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიცია. სექტემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოსცა ,გამოცალკევების წესი’, რომელის მიხედვითაც საერთაშორისო ფინანსური სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ საქართველოს სასამართლოს დადგენილების საფუძველზე შეიძლება შეეხოს. მაშინ სსფ ამ ვითარებას სწავლობდა. შეგიძლიათ თქვენი შეხედულება გაგვიზიაროთ?
სებ-ის გადაწყვეტილებამ, რომლითაც სანქციების მიმართ მიდგომა შეიცვალა განაპირობა სსფ-ს პროგრამის მიმოხილვის შემდგომი შეფერხება. ხელისუფლებას ჩვენი შეშფოთება ვაცნობეთ და გამოსასწორებელი ზომების მიღება ვთხოვეთ.
ე.ჯ.: საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიმართ, რომელმაც სანქციებზე რეაგირების წესი შეასწორა, 3 საკითხი წამოიჭრა. პირველი: ჩვენთან (სავალუტო ფონდთან) კონსულტაცია არ გაუვლიათ. საქართველოში მიმდინარე სსფ-ს პროგრამის წესების მიხედვით, ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია სსფ წინასწარ ჩააყენოს საქმის კურსში ისეთ გადაწყველებებზე, რაც ამ პროგრამის მიზნებს უკავშირდება. მეორე: მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაუგებრობა შემოიტანა საფინანსო სექტორში. მესამე: მიდგომის უეცარმა ცვლილებამ დააზიანა ეროვნული ბანკის, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი, და კითხვის ქვეშ დააყენა ბანკის დამოუკიდებლობა. ჩვენ ვაგრძლებთ განხილვას ეროვნულ ბანკთან თუ როგორ უნდა იქნას დაძლეული ეს გამოწვევები.
ა.კ.: ამჟამად რა მდგომარეობაა სსფ-ს ფინანური დახმარების პროგრამის ირგვლივ საქართველოში? იგი გასულ შემოდგომაზე ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეჩერდა? თუ სწორად მახსოვს, ეს იყო 3 წლიანი 280 მილიონ დოლარიანი პროგრამა, რომელიც 2020 წლის ივნისში დაიწყო - ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თანხაა.
ე.ჯ.: დიახ. 3 წლიანი, $280 მილიონ დოლარიანი ‘მხარდამჭერი პროგრამა’ (Stand-By Arrangement) 2020 წლის ივნისში დამტკიცდა. თუმცა, ხელისუფლებას პროგრამის თანხა არ აუღია, მათ მხოლოდ პროგრამის „სასიგნალო ფუნქცია“ აინტერესებდათ, რაც ასე მუშაობს: პროგრამის არსებობა ქვეყანაში ადასტურებს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა საიმედოა. ამ პროგრამის პირველი მიმოხილვა 2022 წლის დეკემბერში დასრულდა. მეორე მიმოხილვა კი მაშინ გადაიდო, როდესაც საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესწორება დაამტკიცა და ეროვნულ ბანკში პირველი მოადგილის პოზიცია შემოიტანა. ჩვენი რწმენით ამ ნაბიჯმა შეასუსტა ეროვნული ბანკის მმართველობის სტრუქტურა და ჩრდილი მიაყენა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ, რომლითაც სანქციების მიმართ მიდგომა შეიცვალა განაპირობა სსფ-ს პროგრამის მიმოხილვის შემდგომი შეფერხება. ხელისუფლებას ჩვენი შეშფოთება ვაცნობეთ და გამოსასწორებელი ზომების მიღება ვთხოვეთ. მარტის თვეში საქართველოში ჩამოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია და ე.წ. „მეოთხე მუხლის კონსულტაციებს“ (Article IV consultation) ჩავატარებთ ხელისუფლებასთან. ეს არ იქნება პროგრამის მიმოხილვა, არამედ ზოგადად ეკონომიკის ვითარების შეფასება. ასეთი ზოგად შეფასებს სსფ-ს წევრ ყველა ქვეყანაში ვატარებთ.
ა.კ.: შეგიძლიათ გვითხრათ რომელი პროექტები დაზარალდენ სსფს პროგრამის შეჩერებით საქართველოში?
ე.ჯ.: სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, რომელიც საქართველოში საქმიანობენ, ისეთებისა როგორიცაა: მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ჩვენ, ანუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, პროექტებს არ ვაფინანსებთ. ჩვენ თანხას ვაწვდით ეროვნულ ბანკს, რაც ზრდის ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ქვეყნის ხელისუფლებას ჩვენი თანხა არ აუღია.
ა.კ.: თუ შეიძლება მითხარით რა პერსპექტივაა საქართველოს ფინანსური დახმარების განახლების? როგორი დასასრული უჩანს, რა არის წინასწარი მოთხოვნები, და სავარაუდო ვადა?
ე.ჯ.: როგორც მოგახსენეთ, ხელისუფლებისთვის ცნობილია ჩვენი შეშფოთების მიზეზები ეროვნული ბანკის მმართველობის და დამოუკიდებლობის საკითხზე და ჩვენ ვთხოვეთ მათ გამომსწორებელი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გვინდა ვიხილოთ პროგრესი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმის მიმართულებით, როგორც ეს პროგრამის დოკუმენტებში იყო ჩამოყალიბებული. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამასთან შესაბამისობის შესახებ საბოლოო შეფასებას სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭი ახდენს. პოზიტიურია, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა კარგია: ეკონომიკის ზრდის ტემპი მაღალია, ინფლაციამ მკვეთრად დაიკლო, ფისკალური დეფიციტი შემცირდა და საბანკო სისტემა ჯანმრთელია.
ა.კ.: სსფ-ს საქმიანობიდან რას გამოყოფდით?
ე.ჯ.: როგორც მოგახსენეთ, სსფ თანხას არ აწვდის საქართველოს, მაგრამ, სსფ-ს პროგრამის მიზნების მისაღწევად აწვდის მნიშვნელოვან ტექნიკურ დახმარებას, ცოდნას, ისეთ საკითხებში როგორიცაა საგადასახადო პოლიტიკა, სახელმწიფო ფინანსების მართვა, ცენტრალური ბანკის ოპერაციები, და სტატისტიკის წარმოების პრაქტიკა.
ე.კ.: 2024 წლისგან რას ელით? რა გინდათ რომ მოხდეს? რა პროფესიული რჩევა გაქვთ?
ე.ჯ.: რა თქმა უნდა, გვსურს რომ პროგრამა თავის გზას დაუბრუნდეს. მოხდება თუ არა ეს, წინასწარ არ ვიცი. ეს დამოკიდებულია ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ხელისუფლების სურვილზე გაატაროს რეფომები.
როდესაც ვაშინგტონში, სავალუტო ფონდში შეიტყვეს, რომ საქართველოში მოვდიოდი, კოლეგამ მომწერა და მომილოცა „სავალუტო ფონდში საუკეთესო თანამდებობაზე დანიშვნა“.
ა.კ.: და ბოლო კითხვა შეეხება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რომელიც საქართველომ მიიღო. თუ მომავალ პერიოდს ახალი შესაძლებლობების დროდ მივიჩნევთ, რა უნდა გაკეთდეს მათი საუკეთესოდ გამოსაყენებლად?
ე.ჯ.: პირველ რიგში, მინდა მივულოცო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება! აქ მცირე დროში გაოცებული ვარ იმით, თუ რამდენად პროევროპულია ეს ქვეყანა. ბევრმა ქართველმა მითხრა, რომ მათ სჯერათ, რომ მათი მომავალი ევროპაშია. იგივე განწყობას ვხედავთ საჯარო გამოკითხვის მონაცემებშიც. რაც შეეხება ეკონომიკურ რეფორმებს, სავალუტო ფონდი რეგულარულ დიალოგს აწარმოებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან. ჩემი გამოცდილებით, საკმაოდ დიდია თანხვედრა იმას შორის, რასაც ჩვენ გირჩევთ და რასაც ევროკავშირი გირჩევთ. ამიტომ, ევროკავშირის გზაზე პროგრესი, როგორც წესი, გულისხმობს რეფორმებს, რომლებსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება.
ა.კ.: კიდევ რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს. გისმენთ:
ე.ჯ.: მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის პატივია ვიყო სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში. როდესაც ვაშინგტონში, სავალუტო ფონდში შეიტყვეს, რომ საქართველოში მოვდიოდი, კოლეგამ მომწერა და მომილოცა „სავალუტო ფონდში საუკეთესო თანამდებობაზე დანიშვნა“. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში ქვეყნის ისტორიის გადამწყვეტ მომენტში და ვიმედოვნებ, რომ ვითამაშებ როლს მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში. და ბოლოს, მსურს მოვუწოდო თქვენს მკითხველს, მიმართონ ჩემს ოფისს, თუ მათ აქვთ რაიმე შეკითხვა სსფ-ის შესახებ, ან თუ აქვთ რაიმე შეშფოთება, რომლის წამოწევაც სურთ.
ა.კ.: დიდი მადლობა. ჩვენ დიდ წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში საქართველოში.
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:
კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: