სეთ ჩარ: "საქართველოში ბიზნესის წამოწყება მარტივია, მაგრამ მისი ამუშავება რთულია"

26.07.2020 (Caucasian Journal)  დღეს Caucasian Journal-ის სტუმარია, ბატონი სეთ ბლაი-ჩარი,  ამერიკელი ინვესტორების მფლობელობაში მყოფი, თბილისში დაფუძნებული უძრავი ქონების დეველოპმენტ კომპანიის Iconia Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ალექსანდრე კაფკა, Caucasian Journal-ის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო სეთ, მადლობას გიხდით ჩვენს ჟურნალთან თანამშრომლობისთვის. ჩვენი სტუმრები ხშირად საუბრობენ უცხოური ინვესტიციების შესახებ საქართველოში, „საინვესტიციო კლიმატზე“, „ბიზნესის კეთების სიმარტივეზე“ და სხვა აბსტრაქტულ ცნებებზე. დღეს ჩვენ გვაქვს შანსი, ხელით შევეხოთ ამ საგნების პრაქტიკულ მხარეს: ამერიკელი ინვესტორის პრაქტიკული გამოცდილება საქართველოში. ის ფაქტი, რომ თქვენი გამოცდილება არის „შერეული“, კიდევ უფრო ფასეულია მკითხველებისთვის. დასაწყისისთვის, თუ შეგიძლიათ მოკლედ მიპასუხოთ: ნანობთ თუ არა საქართველოში ფულის დაბანდებას? თუ შეძლებდით 2015-ში დაბრუნებას, გააკეთებდით თუ არა ინვესტირებას სხვაგან?

სეთ ჩარ: ბატონო კაფკა, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ პრესტიჟულ პუბლიკაციაში მოწვევისთვის. თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოში ჩვენი საინვესტიციო გამოცდილება არის „შერეული“, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი გამოცდილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ნეგატიური იყო. ჩემი გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა კომფორტული გარემო, ცხოვრება და კარიერა ჰავაიზე, გამეყიდა ბიზნესები და ჩამოვსულიყავი საქართველოში, ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ჩემთვის ამერიკიდან საქართველოში ემიგრაციამ, პიროვნულ დონეზე საინტერესოდ დადებითი გამოცდილება შემძინა, რასაც საერთოდ არ ვნანობ. მქონდა ცხოვრებისეული გამოცდილება, პიროვნული განვითარება და საოცარი ურთიერთობები საქართველოში, რაც შეუძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მე დავრჩებოდი აშშ-ში ან წავიდოდი სხვა ქვეყანაში. რომ შემეძლოს 2015-ში დაბრუნება, ისევ ჩამოვიდოდი საქართველოში, რადგან ეს არის საოცარი ქვეყანა, მაგრამ არა როგორც ბიზნესმენი და ინვესტორი. 

მენი ბენიში, საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი: "ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ფინანსური მხარდაჭერა ნებისმიერი ზომის საწარმოსთვის“

21.07.2020 (Caucasian Journalისრაელი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და სანდო ბიზნესპარტნიორად გვევლინება. ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობებისთვის აუცილებელ დამხმარე მექანიზმს წარმოადგენს ორმხრივი სავაჭრო პალატა, რომელიც, როგორც წესი, უნდა შეიქმნას ორივე ქვეყანაში.

უახლესი ცნობებით, ასეთი ორმხრივი პალატა, რეგისტრაციებისა და დამტკიცების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ საბოლოოდ ისრაელსა და საქართველოში დაინერგა. დღეს “Caucasian Journal” გაესაუბრა ახლად დაფუძნებულ საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის (IGCC) ხელმძღვანელს, მენი ბენიშს.

ალექსანდრე კაფკა, Caucasian Journal-ის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო ბენიშ, მადლობას გიხდით ჩვენს ჟურნალთან თანამშრომლობისთვის. როდესაც გავიგე თქვენი სავაჭრო პალატის დაარსების შესახებ, ვიფიქრე რომ ჩვენ უნდა გაგვევრცელებინა ეს სიახლე, რადგან ისრაელი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის და ასევე იმიტომ, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ, როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს უწყობენ ბიზნესის ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოებაში. ნება მომეცით დავიწყო პრაქტიკული შეკითხვით: რა შეიცვლება საქართველოში ბიზნესმენებისთვის, თქვენი პალატის დაფუძნებით? რა ახალი შესაძლებლობები გაიხსნება რიგითი მეწარმეებისათვის და როდის?

მენი ბენიში: პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ კეთილი სურვილებისთვის. შეიძლება იცოდეთ კიდეც, რომ მე დავიბადე ფოთში და ასევე ვარ საქართველოს მოქალაქე. ქართველი ხალხი ჩემთვის ძალიან ძვირფასია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო საინვესტიციო პროექტების პოპულარიზაციის მიზნით, ევრაზიის პირველ საინვესტიციო არხს ქმნის



საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო საინვესტიციო პროექტების პოპულარიზაციის მიზნით, ევრაზიის პირველ საინვესტიციო არხს ქმნის

EURICA (Eurasia Investment Channel and Analytics) ICC Georgia, Caucasian Journal და Channel Georgia Consulting-ის ერთობლივი პროექტია.

EURICA-ს მეშვეობით, ICC Georgia შეარჩევს და ხელს შეუწყობს რეგიონის საუკეთესო საინვესტიციო პროექტების გლობალურად გავრცელებას საერთაშორისო სავაჭრო პალატის გლობალური ქსელის გამოყენებით, YouTube, LinkedIn, ბეჭდური მასობრივი მედიისა და ტელევიზის მეშვეობით, ასევე და.

EURICA შეარჩევს საუკეთესო საინვესტიციო პროექტებს და სპეციალურად მათთვის შექმნის სარეკლამო ვიდეო რგოლებს, მაქსიმალური მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისათვის საერთაშორისო ახალი ამბების არხების მეშვეობით.

„მსოფლიო განსხვავებულია პოსტ-კოვიდ პერიოდში და გამარჯვებულებიც ისინი იქნებიან, ვინც პირველნი შეძლებენ მიიღონ ახალი რეალობა და ადაპტირდნენ. კონკურენცია იზრდება, რადგან უფრო და უფრო მეტი კომპანია ეძებს ინვესტიციებს. ამავდროულად, რამდენიმე თვიანი ვარდნის შემდეგ, ინვესტორებს ესაჭირეობათ ახალი და მომგებიანი შესაძლებლობები. ონლაინ და დისტანციური მუშაობა ჩვენი ახალი სტანდარტია, რის შედეგადაც ხდება სწრაფი კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიღება. წარმოგიდგენთ EURICA-ს და გთავაზოთ ინვესტიციის ხელშეწყობის უნიკალურ ინსტრუმენტს არა მხოლოდ ICC Georgia წევრებისთვის, არამედ ყველა იმ კომპანიისათვის, რომელსაც აქვს საიმედო, კარგად მომზადებული საინვესტიციო პროექტი, ”- განაცხადა ფადი ასლიმ, ICC Georgia-ს თავმჯდომარემ.