საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ თვითნებურ გადაწყვეტილებას, სანქციები დააკისროს საქართველოს, საქართველოსთან ფრენების გაუქმებისა და ქართული ღვინის კომპანიების ღვინის იმპორტის შეჩერებით რუსეთში.

იმისდა მიუხედავად, რომ ზემოთ აღნიშნულ სანქციებს საქართველოს ეკონომიკაზე ექნება შეზღუდული გავლენა, ის მაინც მიაყენებს ზარალს ბიზნესებს, რომლებიც დამოკიდებული იყვნენ ექსკლუზიურად რუს ტურისტებსა და რუსულ ბაზარზე.