18.04.2021 (კავკასიური ჟურნალი) რამდენად კარგია ჩვილების სახლში დარჩენა მამებთან? რა სარგებელი მოაქვს გენდერულ თანასწორობას? რამდენად კეთილშობილურია მთავრობის მიერ შვედი მშობლებისთვის შეღავათების გადახდა? რა არის კერძო კომპანიების მოტივაცია, რომ წვლილი შეიტანონ ამ ყველაფერში?
კავკასიური ჟურნალის “საუკეთესო ნორდიკული და ბალტიური პრაქტიკის” პროგრამის ფარგლებში, კავკასიური ჟურნალის სტუმრები დღეს არიან შვედეთის სოციალური დაზღვევის სააგენტოს (Försäkringskassan) ოჯახის ეკონომიკის სპიკერი ნიკლას ლოფგრენი და ტიინა ბრუნო, უფროსი მრჩეველი და გენდერული თანასწორობის გაზრდის, სოციალური მდგრადობის და კომპანიებსა და საზოგადოებებში ჩართულობის ლექტორი, საკონსულტაციო ფირმის Föräldrasmart Sverige- ის აღმასრულებელი დირექტორი და კონცეფციის - Parentsmart Employers - დამფუძნებელი.
ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი:
შვედეთი იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც შემოიტანა დეკრეტული შვებულება, რაც ორივე მშობელს აძლევს ბავშვთან დროის გატარების თანაბარ შესაძლებლობას. როგორც მახსოვს, რომ ეს მოხდა 1974 წელს, მართალია? რამდენიმე წელიწადში თქვენ აღნიშნეთ ამ რეფორმის 50 წლისთავი, რომელიც რევოლუციური ჩანს, დღევანდელი სტანდარტებისთვისაც კი. რამდენად ეფექტური იყო ეს წლების განმავლობაში?
ნიკლას
ლოფგრენი:
1974 წლის რეფორმის შემდეგ,
თავდაპირველად მამაკაცები
შვედეთში თავს არიდებდნენ
დეკრეტული შვებულების
გამოყენებას, მიუხედავად
იმისა, რომ ჰქონდათ მისი
გამოყენების შესაძლებლობა.
უფლებები თანასწორია, მაგრამ
მიუხედავად ამისა, შეგეძლო
ეს უფლება მეორე მშობლისთვის
გადაგეცა, რისი გაკეთებაც
მამაკაცებს ხშირად სურდათ.
პირველ წელს შვებულების
ყოველი დღის 99,5% აუნაზღაურდათ
ქალებს და მხოლოდ, 0,5% - მამაკაცებს.
ამ შესაძლებლობის თანაბრად
გამოყენების პროცესი ძალიან
ნელა მიმდინარეობდა და 20 წლის
შემდეგაც განაწილება იყო
90/10-ზე. სწორედ ამიტომ, მთავრობამ
შემოიღო 30 დღე, რომელიც უნდა
გამოიყენოთ საკუთარი თავისთვის,
როგორც მშობელმა. ეს იყო
"გამოიყენეთ ან დაკარგეთ“
30 დღე. რეფორმისთვის ეს იყო
მცირე ბიძგი, რამაც უფლებების
თანაბარი გამოყენებისკენ
პროცესი უფრო დააჩქარა. წლიდან
წლამდე, უფრო მეტი ბავშვი
ატარებდა მამასთან დროს და
უფრო დიდი ხნით.