“ჩვენი ხედვის მთავარი საყრდენი არის ეთიკური ასპექტი”: გურო რენესი და იან იოჰანსენი განმარტავენ, თუ რატომ არის გზები ნორვეგიაში მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო

04.05.2021 (კავკასიური ჟურნალი)  დღეს გვინდა ჩვენს მკითხველებს წარვუდგინოთ, ფაქტობრივად, სასიცოცხლო სტატისტიკური მონაცემები. საქართველოში, 2020 წელს, COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი იყო 2,528. მაგრამ, ამავე წლის განმავლობაში, კომენდანტის საათისა თუ სხვა მობილობასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად - 6,640 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად და 450 ადამიანი დაიღუპა. 

სამწუხაროდ, საგზაო უსაფრთხოების საკითხებს კოვიდ-19-ის პანდემიისგან განსხვავებით, მედია ნაკლებ ყურადღებას უთმობს მაშინ, როდესაც ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა დაახლოებით 6500 ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზების სიაში აყენებს - იხილეთ ქვემოთ მოცემული გრაფები ორი დამოუკიდებელი წყაროს WHO და OECD-ის მონაცემების მიხედვით.

იგივე გრაფის მიხედვით, ევროპის მასშტაბით, ნორვეგიაში ყველაზე დაბალია საგზაო შემთხვევებით სიკვდილიანობის დონე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვესაუბრეთ გურო რენესს, ნორვეგიის საზოგადოებრივი გზების ადმინისტრაციის საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების დირექტორს ("Vegvesen") და იან იოჰანსენს, ნორვეგიის საგზაო უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ დირექტორს ("Trygg Trafikk").

  Read the original interview in English here.

ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა თქვენი ინტერვიუ, რადგან საგზაო უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ჩვენს რეგიონში. და თუ რატომ, ამას დაინახავთ გრაფების საფუძველზე...