ენდრიუ ჯუველ: "ჩვენ სსფ-ს პროგრამის გზაზე დაბრუნება გვსურს“

Andrew Jewell19.01.2024 (Caucasian Journal)  დღეს ჩვენი სტუმარია ენდრიუ ჯუველ (Andrew JEWELL) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ/IMF) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ. 

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბატონო ენდრიუ, გილოცავთ ახალ წელს და მოგესალმებით კავკასიის ჟურნალის სახელით.  მადლობა, რომ თქვენი დატვირთული განრიგის მიუხედავად ჩვენს მკითხველთან სასაუბროთ დრო მონახეთ. თქვენ სსფს მდმივ წარმომადგენლად საქართველოში გასული წლის აგვისტოში დაინიშნეთ. თქვენი წინა სამსახური - ბოსნია და ჰერცოგოვინა ასევე ახლოა ჩვენ რეგიონთან. საქართველოში თავს ისევ „ახლად“ გრძნობთ?  

ნდრიუ ჯუველ: მართალია ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ბევრი რამ მოხდა, დიახ, თავს ისევ „ახლად“ ვგრძნობ. საქართველოს ეკონომიკის საკითხების გარდა, ვეცნობი საქართველოს ისტორიას, ქვეყნის პოლიტიკურ დინამიკას, და გეოპოლიტიკურ კონტექტს. ვცდილობ ქართული ენის შესწავლას, რაც საოცრად საინტერესო და რთული აღმოჩნდა. 

ა.კ.: დიახ, ქართული ენის შესახებ გეთანხმებით... თქვენ დამთავრებული გაქვთ ჯონ ჰობკინსის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და ასევე სორბონის უნივერსიტეტი, ასევე მრავალი წელი გიმუშავიათ საერთაშორისო სავალუტო ფონდში. თქვენი ცოდნა და გამოცდილება: კომპიუტერული მეცნიერებიდან პოლიტიკურ მეცნიერებამდე და გლობალურ ფინანსებამდე, ფაქტიურად უნიკალურია. თუ შეიძლება მოკლედ მოგვიყევით პირადად თქვენს და თქვენი პროფესიული ინტერესების შესახებ? ასევე, როგორ დაინტერესდით საქართველოთი?