პირეტ ჰირვი: "ჩემს ყოველდღიურ ამოცანას წარმოადგენს ჯანდაცვისა და ზრუნვის სექტორში ინოვაციებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა"

21.03.2022 (Caucasian Journal). ჯანმრთელობა და ტექნოლოგია ჩვენი დღევანდელი საუბრის ყურადღების ცენტრშია, რადგან ის ჯერ კიდევ მრავალი ადამიანის გონებაშია მსოფლიოს მასშტაბით. ეს ჯერ კიდევ არ დასრულებული პანდემიის ერთ-ერთი გარდაუვალი ეფექტია.  

რას წარმოადგენს ჯანდაცვის სტარტაპები და როგორ შეუძლიათ მათ დაგვეხმარონ? როგორ უნდა დაეხმაროს მათ სახელმწიფო? ესტონეთი ერთ-ერთი ყველაზე ციფრულად მოწინავე ქვეყანაა და ასევე მსოფლიო ლიდერია ერთ სულ მოსახლეზე წარმატებულ სტარტაპებში. აქედან გამომდინარე სასაუბროდ და მისი პასუხებისა და კომენტარების მისაღებად მოვიწვიეთ ქალბატონი პირეტ ჰირვი, ტეჰნოპოლის სამეცნიეროს პარკის  Connected Health Cluster-ს მენეჯერი და ტექნოლოგიის განყოფილების უფროსი.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

 
ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ ჟურნალში! უპირველეს ყოვლისა, თუ შეიძლება რომ გაგვაცნოთ თქვენი ორგანიზაცია და მისი ფუნქციები? 

პირეტ ჰირვი: ტეჰნოპოლის მეცნიერებისა და ბიზნესის პარკის მიერ მართული The Connected Health Cluster წარმოადენს პლატფორმას ჯანდაცვის ტექნოლოგიების  ერთობლივად შექმნისა და ბაზარზე განთავსებისათვის. კლასტერი ერთმანეთთან აკავშირებს  სტარტაპებს, ჯანდაცვის IT კომპანიებს, ფარმაცევტულ კომპანიებს,  ჯანდაცვის მომმარაგებლებს, უნივერსიტეტებს, მოქალაქეებს, პაციენტებსა და სხვა მომხმარებელთა ჯგუფებს, ასევე ესტონეთის სახელმწიფო სტრუქტურებს ესტონეთში ჯანდაცვისა და ზრუნვის სერვისების მიწოდების ინოვიაციისათვის, როგორც ესტონეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. 

ტალინის სამეცნიერო პარკი ტეჰნოპოლი წარმოადგენს ბალტიისპირეთში ყველაზე დიდ თვითმდგრად მეცნიერებისა და ბიზნეს პარკს, რომელიც ფასილიტირებას უწევს 350-ზე მეტ ტექნოლოგიურ კომპანიას. მისი ბიზნესის განვითარებისა და ინკუბაციური სერვისები ზრდაზე ორიენტირებული კომპანიებისათვის ბრენდირებულია როგორც სტარტაპ ინკუბატორი, რომელიც ოპერირებს 2003 წლიდან და უკვე 240 კომპანიასთან ერთად იმუშავა სასურველი საინვესტიციო ფაზის მისაღწევად. კამპუსი ფასილიტაციას უწევს ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსისტეტს (TalTech) და IT კოლეჯს, 14 000-ზე მეტი სტუდენტითა და 3000 მკვლევრით, რაც უზრუნველყოფს შესაბამის გარემოს ბიზნეს იდეების გასაცოცხლებლად.