ლორა თორნტონი: „ქართველებს უფრო მეტად სჯერათ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება"

 ინტერვიუ

ქართველებს დანაზოგი აქვთ? კმაყოფილი არიან ჯანდაცვის ხარისხით?  როგორ აფასებს საქართველოს მოსახლეობა მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობას? მხარდაჭერა ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მიმართ ისეთივე ძლიერია, როგორც ადრე იყო?

09.05.2019 (კავკასიური ურნალი) ტრადიციულად, მთავარ სოციალურ და პოლიტიკურ კითხვებზე უახლესი ინფორმაციის მისაღებად კავკასიური ჟურნალი ესაუბრა ლორა თორნტონს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს. NDI-იმ ახლახანს გამოაქვეყნა ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები და შესაბამისად, ლორა თორნტონი და მისი გუნდი ყველაზე ობიექტურ სტატისტიკურ მონაცემებს ფლობს. დღეს ლორა დაგვთანხმდა, ექსკლუზიურად კავკასიის ჟურნალის მკითხველებისთვის NDI-ის უახლესი მიგნებების შესახებ დამატებითი კომენტარები გაეკეთებინა.   Read the original interview in English here.

ალექსანდრე კაფკა, კავკასიის ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო ლორა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება კავკასიის ჟურნალში! საქართველოში ბევრი რამ მოხდა ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ, რომელიც 6 თვის წინ შედგა (ინტერვიუს გაეცანით აქ). როგორც ყოველთვის, თქვენი ორგანიზაცია ფლობს უახლეს ინფორმაციას საზოგადოების სენტიმენტების შესახებ, რომელიც აქტუალურ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს შეეხება. დიდი ინტერესით გავეცანი NDI-ის ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს და ჩვენ მკითხველებს ვურჩევ, გაეცნონ ორიგინალურ ცხრილებსა და გრაფიკებს (https://www.ndi.org/georgia-polls). თუმცა, როგორც ყოველთვის, სტატისტიკური მონაცემების ინტერპრეტაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რა არის თქვენი ზოგადი შთაბეჭდილება საქართველოში საზოგადოების უახლესი დამოკიდებულებების შესახებ, შეგიძლიათ შეაჯამოთ?