ბიორნ ბრანდზეგი: „საქართველო რაც უფრო მეტად ვითარდება, მით მეტი ელექტროენერგია სჭირდება“
პოლ როძიანკო: “ბრძოლა ყალბი ცემენტისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინააღმდეგ გრძელდება“
ანიტა ლინდალ ტროსდალი: “მოქალაქეებს შეუძლიათ „დაჩქარებულ ვადებში“ ნებისმიერი საკითხის განხილვა ოსლოს მთავრობასთან, მერის ჩათვლით“
რაიმონდ იოჰანსენი - ევროპის მწვანე დედაქალაქი 2019-ის - ოსლოს მმართველი მერი, დაგვთანხმდა ინტერვიუზე, მაგრამ COVID-ის კრიზისის გამო, ეს ინტერვიუ გადაიდო. მადლობელი ვართ ანიტა ლინდალ ტროსდალის, რომელიც არის ოსლოს, როგორც ევროპის მწვანე დედაქალაქის 2019 წლის პროექტის მენეჯერი მერიაში, რომელმაც შემოგვთავაზა პასუხი ჩვენს კითხვებზე.
ანიტა ლინდალ ტროსდალი: მე ძალიან ვამაყობ ოსლოს ყველაზე ევროპული მწვანე დედაქალაქის ტიტულით. ეს არის მოქალაქეების, კომპანიებისა და საჯარო სექტორის გრძელვადიანი ძალისხმევის შედეგი. მე მჯერა, რომ ოსლოში პოლიტიკოსებმა ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში ბევრი კარგი გადაწყვეტილება მიიღეს. დროთა განმავლობაში ჩვენ ვხედავთ კარგ შედეგებს გარემოს დაცვის მიმართულებით. ავტობუსები უფრო ხშირად მოძრაობენ, მანქანების მოძრაობა მცირდება და ჰაერიც უფრო სუფთაა. სათბურის გაზების ემისიების კლება შეინიშნება და ინვესტიცია ხორციელდება სწორედ იმის უზრუნველსაყოფად, რომ კიდევ უფრო შემცირდეს. მწვანე პოლიტიკის გარდა, მე ძალიან ვამაყობ, რომ ოსლო არის ნორვეგიაში შექმნილი ყოველი მეოთხე ახალი მწვანე სამუშაოს სამშობლო . ნამდვილი მდგრადი ქალაქი უნდა იყოს მწვანე, სოციალურად გამჭვირვალე და ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი.