1. სამართლიანი კონკურენცია
ქართულ ბაზარზე ცემენტის ყველა მწარმოებლისთვის სამართლიანი კონკურენციის ადვოკატირება
2. თაღლითობის აღმოფხვრა
პროდუქტის ხარისხსა და ფასს შორის ადეკვატური კორელაცია
3. საფრთხეები
მომხმარებლის ინფორმირება მშენებლობაში ფალსიფიცირებული დაბალი ხარისხის ცემენტის გამოყენების საშიშროების შესახებ
4. სრული გამომჟღავნება/გამჭვირვალობა
ტესტირების შედეგების შესახებ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმირება
აკ: ახლა, როგორც ჩანს, შესაფერისი მომენტია, ვისაუბროთ იმაზე, თუ რას აკეთებს GCA ფალსიფიცირებული ცემენტის პრობლემის მოგვარებისთვის. მსმენია თქვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების შესახებ. სხვათა შორის, მაქვს ინფორმაცია, რომ ხართ მეღვინე. ფარული ტესტირების იდეა გაჩნდა თქვენი მეღვინეობის გამოცდილების წყალობით? უბრალოდ, ვხუმრობ ...
ცემენტის საგანგაშო რაოდენობამ - 63%-მა ვერ დააკმაყოფილა ევროპული სტანდარტები
პრ: ჩვენ, ამ მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ. მას შემდეგ, რაც საჯაროდ განვაცხადეთ, რომ არსებობს დაბალი ხარისხის შეფუთული ცემენტი, სამთავრობო სტრუქტურებმა მოითხოვეს ყველა ძირითადი ინფორმაცია (პროდუქტი, მწარმოებელი, სად არის შეძენილი და ა.შ.), რომელიც ეხება ჩვენი ტესტირების შედეგებს. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან, როგორც ჩანს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (მათი რეგლამენტი ამოქმედდა 2019 წლის იანვარში), ფინანსური პოლიციის, გენერალური პროკურატურისა და შემოსავლების სამსახურის ოფიცრები ახლა უკვე გაეცნენ პრობლემას და მიიღებენ შესაბამის ზომებს. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მიღებაში. მედია, მაგალითად ისეთი, როგორიც ხართ თქვენ, ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს საზოგადოების, სამშენებლო სექტორისა და მთავრობის ცნობიერების ამაღლებაში, რომელიც ცემენტის პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებას ეხება. გარდა ამისა, საქართველოს სჭირდება ძლიერი ინსტრუმენტი მომავალში მეზობელი ქვეყნებიდან დემპინგური ფასების წინააღმდეგ საბრძოლველად. ანტიდემპინგური კანონპროექტი შარშან მიიღეს პარლამენტში და ვიმედოვნებ, ძალაში შევა 2021 წლის ივნისში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანონი ამოქმედდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი მიადგება რომელიმე ადგილობრივ ინდუსტრიას არასამართლიანი საერთაშორისო კონკურენციის შედეგად. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია, ყველა მისი მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ქვეყანაში სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი ბიზნესის არსებობა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და საჭირო პროდუქტებს და დაიცვას ის უსამართლო კონკურენციისგან, როგორც ადგილობივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
აკ: დაბოლოს, იმედი მაქვს, მაპატიებთ კითხვას ინტერესების შესაძლო კონფლიქტის შესახებ. თქვენს ორგანიზაციას ქმნიან ცემენტის მწარმოებლები, რომლებიც აშკარად დაინტერესებულნი არიან ფასების დონის შენარჩუნებით და პოტენციური კონკურენტების მოცილებით. რას იტყვით იმისათვის, რომ უარყოთ ბრალდებები?
პრ: თქვენი კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, GCA (საქართველოს ცემენტის ასოციაცია) შეიქმნა ორი მწარმოებლის მიერ, რომლებმაც გააცნობიერეს, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ამ სექტორში არსებული არაკეთილსინდისიერი შიდა და საერთაშორისო კონკურენცია, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს და აგრეთვე, ატყუებდა მომხმარებელს. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? თუ გაიხსენებთ გამონათქვამს "კეისრის ცოლივით", რომელიც გამომდინარეობს მისივე ნათქვამიდან, რომ "კეისრის ცოლი ეჭვგარეშე უნდა იყოს", მაშინ მიხვდებით, რატომ მივიღეთ შეფუთული ცემენტის ნიმუშების ღია ბაზარზე ანონიმური შესყიდვისა და მათი ფარული ტესტირების გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ჩვენი წესები ძალიან მარტივია: GCA– ში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ასეთი ფარული ტესტირების შედეგად დაადგენს, რომ აწარმოებს მხოლოდ ხარისხიან პროდუქტს. ამ მიდგომამ უნდა შექმნას თანაბარი პირობები ყველა მწარმოებლისთვის და ხელი შეუწყოს ცემენტის მდგრადი შიდა ბაზრის შექმნას. თქვენ მიერ ფორმულირებულ წინადადებას, რომ "დაინტერესებულები ვართ ფასების დონის შენარჩუნებით", მსუბუქი გამონაკლისის სახით მივიღებ. როგორც ამ ინტერვიუს დასაწყისში აღვნიშნეთ, ცემენტი სასაქონლო პროდუქტია. მისი ღირებულების სტრუქტურა სრულიად გასაგებია. ცემენტის წარმოება არა მხოლოდ კაპიტალინტენსიურია, არამედ მას ახასიათებს ციკლური ბაზარი, რომელიც მეტწილად მშენებლობით არის განპირობებული. კონკურენციის გამო, როგორც ცემენტის კეთილსინდისიერი იმპორტიორის მხრივ, ასევე ადგილობრივ მწარმოებლებს შორის, საქართველოს აქვს ისტორია, როგორც რეგიონალურ ბაზარს ყველაზე დაბალი ფასებით. ეს არის სამუშაო ბაზრის ძალები და საბოლოო გარანტია იმისა, რომ შიდა ცემენტის მომხმარებელი აღარ იქნება იმედგაცრუებული, თუ ვინმე არ შეატყუებს დაბალი ხარისხის პროდუქციას ახალი როლს-როისის ეტიკეტირებით, რომელიც რეალურად დაშლილი შევროლეა… ვიმედოვნებ, რომ ეს პასუხი წარმატებით უარყოფს თქვენ მიერ აღნიშნულ სავარაუდო ბრალდებებს.
აკ: დიდი მადლობა. თუ რაიმეს დამატება გსურთ, გისმენთ.
პრ: ერთი თემა, რომელიც ჩვენ არ განგვიხილავს, არის ის, თუ რატომ უნდათ მწარმოებლებს, აწარმოონ დაბალი ხარისხის პროდუქტები, რომლის გასაღებასაც შემდეგ ბაზარზე ხარისხიანი პროდუქტის ფასად ცდილობენ. პასუხი ძალიან მარტივია: ეს არის შესაძლებლობა, მივიღოთ გაცილებით მეტი მოგება, ვიდრე ჩვეულებრივ შეიძლებოდა მიგვეღო ისეთი სასაქონლო პროდუქტიდან, როგორიც არის ცემენტი. ერთი სიტყვით კი - სიხარბე. კლინკერი ცემენტის ყველაზე ძვირადღირებული და მთავარი კომპონენტია საერთაშორისო სტანდარტების მისაღწევად, ცემენტის თითოეული კლასი (მაგალითად, 32.5/400 ან 42.5/500) უნდა შეიცავდეს კლინკერის სპეციფიკურ მინიმალურ რაოდენობას მისი სიმტკიცის მისაღწევად. თუ მწარმოებელი იშურებს კლინკერის რაოდენობას, მისი ხარისხი და ამავდროულად, ხარჯებიც მკვეთრად მცირდება. მოდით, ყველამ ვითანამშრომლოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ცემენტის ქართული ბაზარი წარმოადგენდეს თანაბარ პირობებს ყველა ადგილობრივი მწარმოებლისთვის. ჩვენი მიზანია, ცემენტის ყველა ქართველ მწარმოებელს ჰქონდეს კვალიფიკაცია GCA-ის წევრობისთვის!