ენ ლიდგარდი: „ჩვენ დაინტერესებული ვართ ტალანტების მოზიდვით და შეგვიძლია შემოგთავაზოთ ძალიან ნათელი სტარტაპ-სისტემა“

30.06.2021 (Caucasian Journal). დღეს კავკასიური ჟურნალის სტუმარია, შვედეთის ინოვაციური სააგენტოს Vinnova – ს ინოვაციური კომპანიების ეკოსისტემების დირექტორი, ენ ლიდგარდი.

In English: ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.

ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით კავკასიურ ჟურნალში! პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიზანია მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე რეფორმების გამოცდილების გავრცელება და საუკეთესო პრაქტიკის შემოტანა ჩვენს რეგიონში. რადგან შვედეთს ხშირად უწოდებენ ევროპის „სილიკონ ველის“, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ დავინტერესდით თქვენი ქვეყნის მიღწევებით სტარტაპებისა და სხვადასხვა ინოვაციების სფეროში. მართალია, რომ ყველაფერი დაიწყო სტოკჰოლმის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1980-იან წლებში ხალხისთვის სახლის კომპიუტერების სუბსიდირებით? საკმაოდ შორსმჭვრეტელი და განსაკუთრებული გადაწყვეტილებაა, არა?

ენ ლიდგარდი: დიახ, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი, მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მობილური ტელეფონი ძალიან ადრე მივიღეთ Ericsson – ის წყალობით, რომელიც ამ სფეროში მსოფლიო ლიდერი იყო და აღსანიშნავია, მისი თანამშრომლობა „Telia“– სთან. ასევე, დიდი როლი შეასრულა ადრეულმა და ფართო მასშტაბის ქსელის დანერგვამ, რომელიც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ინგლისური ენის ცოდნის წყალობით, ადამიანებმა დაიწყეს ინტერაქცია ინტერნეტში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის მოთამაშეებმა, რომლებიც მოგვიანებით ინოვატორები გახდნენ. 

ელჩი ელენ სენდ ანდრესენი: „ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია”

18.06.2021 (Caucasian Journal). დღეს კავკასიური ჟურნალის რესპოდენტია ნორვეგიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და ნორვეგიის დანიშნული ელჩი სომხეთში -მისი აღმატებულება, ელენ სენდ ანდრესენი.

▶ In English: 
ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.

ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ნება მომეცით დავიწყო ერთ-ერთი მთავარი საკითხით. თქვენ ხართ ნორვეგიის სამეფოს საელჩოს პირველი ხელმძღვანელი თბილისში. სანამ ჩამობრძანდებოდით, ნორვეგიას არ ჰქონდა საელჩო ამ ქვეყანაში. როგორ იგრძენით თავი ასეთ სიტუაციაში, როდესაც თქვენ საელჩოს შენობაც არ ჰქონდა და ფაქტობრივად, ყველაფერი ნულიდან უნდა დაგეწყოთ?

ელენ სენდ ანდრესენი: ასეთ სიტუაციაში ყოფნა საინტერესო გამოწვევაა და ცოტა საშიშიც. ახალი საელჩოს შექმნა იშვიათი შესაძლებლობაა, ამიტომ საპატიოა ასეთი დავალების შესრულება. სრულიად ახალი გუნდის შექმნა კი - დიდი პრივილეგია. ახალი მისიის შექმნისთვის საჭიროა ხედვა, მამოძრავებელი ძალა, თანაც მოქნილობა და მოთმინება. ეს შესანიშნავი სასწავლო პროცესია. ალბათ, ყველაზე რთული რამ არის ერთის მხრივ -  პრაქტიკულ ამოცანებსა და ადმინისტრაციულ საკითხებს შორის სწორი ბალანსის დაცვა და, მეორეს მხრივ - ჩვენი ქსელის შექმნა. მაცდურია, რაც შეიძლება მეტ ადამიანთან შეხვედრა და სწორი კონტაქტების დამყარება, მაგრამ ზოგჯერ ადმინისტრაციასა და ლოჯისტიკას უნდა მიენიჭოს უპირატესობა. და რა თქმა უნდა, ამ გზაზე ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვქონდა ოსლოდან, ისევე როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რისთვისაც მადლობელი ვარ.

კავკასიური ჟურნალის პირველი საჯარო დისკუსია საგზაო უსაფრთხოების საკითხზე

08.06.2021 (
Caucasian Journal).  აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პირველი საჯარო დისკუსიის სრული ჩანაწერი საგზაო უსაფრთხოების შესახებ, ქართულ ენაზე, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს უახლეს სტატიაზე.
თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.