30.06.2021 (Caucasian Journal). დღეს კავკასიური ჟურნალის სტუმარია, შვედეთის ინოვაციური სააგენტოს Vinnova – ს ინოვაციური კომპანიების ეკოსისტემების დირექტორი, ენ ლიდგარდი.
▶ In English: ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.
▶ In English: ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.
ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით კავკასიურ ჟურნალში! პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიზანია მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე რეფორმების გამოცდილების გავრცელება და საუკეთესო პრაქტიკის შემოტანა ჩვენს რეგიონში. რადგან შვედეთს ხშირად უწოდებენ ევროპის „სილიკონ ველის“, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ დავინტერესდით თქვენი ქვეყნის მიღწევებით სტარტაპებისა და სხვადასხვა ინოვაციების სფეროში. მართალია, რომ ყველაფერი დაიწყო სტოკჰოლმის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1980-იან წლებში ხალხისთვის სახლის კომპიუტერების სუბსიდირებით? საკმაოდ შორსმჭვრეტელი და განსაკუთრებული გადაწყვეტილებაა, არა?
ენ ლიდგარდი: დიახ, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი, მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მობილური ტელეფონი ძალიან ადრე მივიღეთ Ericsson – ის წყალობით, რომელიც ამ სფეროში მსოფლიო ლიდერი იყო და აღსანიშნავია, მისი თანამშრომლობა „Telia“– სთან. ასევე, დიდი როლი შეასრულა ადრეულმა და ფართო მასშტაბის ქსელის დანერგვამ, რომელიც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ინგლისური ენის ცოდნის წყალობით, ადამიანებმა დაიწყეს ინტერაქცია ინტერნეტში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის მოთამაშეებმა, რომლებიც მოგვიანებით ინოვატორები გახდნენ.
აკ: თუ არ ვცდები, მოგვიანებით, დაახლოებით 20 წლის წინ დაარსდა თქვენი სააგენტო - Vinnova. იყო თუ არა ეს კიდევ ერთი ნაწილი მთავრობის ხედვისა და სტრატეგიისა, რომელიც 1980-იანი წლებიდან იწყება და რომელიც მიზნად ისახავდა ტექნიკური ინოვაციების სტიმულირებას? თუ ეს უკვე იყო რეაქცია 21 საუკუნის მზარდ მოთხოვნაზე კომპანიებისა და ინდივიდების მხრიდან? იქნებ შეგიძლიათ ჩვენს მკითხველს წარუდგინოთ Vinnova- ს კონცეფცია და მაჩვენებლები?
ელ: Vinnova-ს იდეა მოვიდა ადრეული ტექნიკური განვითარების სააგენტოებიდან, როგორიცაა STU და NUTEK და დაფუძნდა „სამმაგი სპირალის“ საკმაოდ ახალ კონცეფციაზე, ანუ მაგალითად, როგორიცაა თანამშრომლობა ბიზნეს / ინდუსტრიას, მთავრობასა და აკადემიურ სექტორს შორის. სინამდვილეში, ერთ-ერთი ყველაზე ადრეული - და ჯერ კიდევ არსებული პროგრამები, Vinnväxt, სწორედ ამის ილუსტრაციაა, რომლის თანახმად, ამ სამი აქტორის ერთობლივი დაფინანსება გაერთიანებულია 7-10 წლიანი ვალდებულებით, რეგიონში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების კონკრეტულ, თემატურ სფეროში. ერთი მხრივ, Vinnova ახლა აწარმოებს პროგრამებს, რომლებშიც აუცილებელია თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორებს შორის, ხოლო მეორე მხრივ, Vinnova ასევე მიზნად ისახავს ინდივიდუალურად, ინოვაციური - მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობას. Vinnova მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთლიანი ეკოსისტემის განვითარებაში, მაგალითად: სამრეწველო ინოვაციების ცენტრები, ინკუბატორები და ა.შ.
ყველა თქვენს ახალბედა მეწარმეს: იყავით გაბედული, იყავით სწრაფი და ნუ დაკარგავთ დროს!
აკ: რა ტიპის მხარდაჭერას ელოდება დამწყები სტარტაპი Vinnova-სგან და რა პროცედურების გავლა უწევთ მათ?
ელ: ჩვენ მხარს ვუჭერთ სტარტაპებს ინოვაციური სტარტაპების პროგრამის საშუალებით, რომელშიც თქვენ შეიძლება მიიღოთ გრანტი 30 000 ევროს ოდენობით პირველ და 90 000 ევროს ოდენობით მეორე ეტაპზე. ჩვენ ასევე ვაფინანსებთ სტარტაპებს ინკუბატორის პროგრამისა და უნივერსიტეტების ინოვაციური ოფისების საშუალებით, რაც 10-30 ათას ევრომდე ოდენობით მცირე გრანტების გაცემის საშუალებას იძლევა.
აკ: თქვენ მუშაობდით კალიფორნიის „სილიკონ ველიში“ Vinnova-ს წარმომადგენლად. რატომ სჭირდება სააგენტოს ასეთი "საელჩოები" საზღვარგარეთ?
ელ: საქმიანობა, რომელიც წამოვიწყე „სილიკონ ველიში“ პირველ რიგში ემსახურებოდა შვედეთის მეწარმეებისთვის უკიდურესად მდიდარი ინოვაციური ეკოსისტემიდან, რომელიც ჯერ კიდევ შეუდარებელი და განახლებადია, სარგებლის მოტანას. როგორც პატარა ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ვამაყობთ იმით, რასაც აქამდე მივაღწიეთ, ამ ქსელების ქონა „სილიკონ ველიში“, მცხოვრები ხალხის შეხედულებებსა და ცოდნაზე ხელმისაწვდომობა, აუცილებელია კონკურენციის შესანარჩუნებლად.
აკ: როგორ შეაჯამებთ „სილიკონ ველიში“ მუშაობის გამოცდილებას?
ელ: მივიღე მნიშვნელოვანი პერსპექტივა და უკეთესი საფუძველი იმის განხილვისთვის, თუ რა შეგვიძლია ვისწავლოთ SV-იდან და პირიქით, რა უნდა მოვიტოვოთ უკან. შვედეთი, თუნდაც SV-ში, გაცილებით წინ უსწრებს მდგრადობის ინტერნაციონალიზაციასა და მის ოპერაციების ნაწილად ქცევას, ვიდრე აშშ-ში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ სტარტაპებს ინოვაციური სტარტაპების პროგრამის საშუალებით, რომელშიც თქვენ შეიძლება მიიღოთ გრანტი 30 000 ევროს ოდენობით პირველ და 90 000 ევროს ოდენობით მეორე ეტაპზე
აკ: რა შედარებითი უპირატესობები აქვს შვედეთს ახლა - რას სთავაზობს ის ინოვაციურ კომპანიებსა და მეწარმეებს? დაინტერესებული ხართ პერსპექტიული უცხოელების მოზიდვით, თუ მხოლოდ ქვეყნის შიგნით წარმოებული ინდუსტრიის "საზრდოობით"?
ელ: ჩვენ ყოველთვის დაინტერესებული ვართ ტალანტების მოზიდვით და შეგვიძლია შემოგთავაზოთ ძალიან ნათელი სტარტაპ-სისტემა, მდგრადობის უფრო მკაფიო ხედვასთან ერთად. გარდა ამისა, შვედეთში ცხოვრება საკმაოდ კომფორტულია, ბუნება ადვილად ხელმისაწვდომი, ხალხი საკმაოდ მეგობრული და სტოკჰოლმის მსგავსი ადგილები ძალიან კოსმოპოლიტურია. ყველა საუბრობს ინგლისურად, ასე რომ არ არსებობს ენის ბარიერი.
აკ: როგორ ნაწილდება ინოვაციების მხარდაჭერა სხვადასხვა სექტორებში? რა როლები აქვთ სამთავრობო უწყებებს, ქალაქის ხელისუფლებას, ბიზნეს ასოციაციებს, ფონდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს?
ელ: სამთავრობო სააგენტოები, როგორიცაა Vinnova, ზრდისა და რეგიონული განვითარების სააგენტო და შვედეთის ენერგეტიკის სააგენტო, არიან მსხვილი დამფინანსებელი სააგენტოები. ასევე არსებობს რეგიონული მთავრობების დაფინანსების სხვადასხვა სქემა. ასევე, არსებობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო საშუალებები, როგორებიცაა Almi Invest და Industrifonden, დიდი რაოდენობით კერძო საწარმოებისა და „ანგელოზი“ ინვესტორების გვერდით. და ბოლოს, არსებობს დიდი რაოდენობით სტარტაპების დამხმარე ორგანიზაციები, როგორებიცაა ინკუბატორები, თანამშრომლობის სივრცეები, აქსელერატორული პროგრამები და ა.შ, რომლებიც უფრო ახლოსაა რეალურ სტარტაპებთან ან მეწარმეებთან, ვიდრე სახელმწიფო დაფინანსების სააგენტოები.
აკ: თქვენი ამჟამინდელი თანამდებობა არის ინოვაციური კომპანიების ეკოსისტემების დირექტორი. ეს ეკოსისტემების მნიშვნელოვან თემამდე მიმიყვანს - შეგიძლიათ უფრო მეტი გვითხრათ მათი და თქვენი ამჟამინდელი პასუხისმგებლობის არეალის შესახებ?
ელ: ინოვაციური კომპანიების ეკოსისტემებზე ფოკუსირება დაიწყო იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ დაფინანსება არის ძალიან რთული, სტარტაპების სრული პოტენციალის განვითარების დამხმარე სისტემის (ან ეკოსისტემის) მხოლოდ ერთი ნაწილი. ამიტომ, აუცილებელია, რომ ჩვენ დავუთმოთ ენერგია იმაზე ფიქრს, თუ როგორ შეიძლება ამის განვითარება შვედეთში, გლობალური კონკურენციის მისაღწევად. მე ვარ ამ სფეროში, მენეჯმენტის ჯგუფის წევრი.
აკ: არსებობს შვედეთში ინოვაციების განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტული მიმართულებები?
ელ: ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მათ შეუძლიათ ჩვენი ზოგიერთი სოციალური გამოწვევის გადაჭრა და ასევე, არსებულ ინდუსტრიებში ცვლილებების შეტანა. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ Deep Tech სტარტაპებზე, სკალერებზე (scaler) და ამ ურთიერთქმედებაზე შვედეთის მრავალეროვან კორპორაციებთან, რომლებიც ხშირად უფრო ტრადიციულ ინდუსტრიებში ოპერირებენ. [Deep tech არის სტარტაპი, რომელიც მნიშვნელოვან სამეცნიერო ან საინჟინრო კვლევებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას ეყრდნობა. სკალერი (scaler) გულისხმობს მასშტაბურობას - სტარტაპის ზრდის შესაძლებლობას. - CJ].
სტარტაპების უმეტესობა წარმატებას ვერ აღწევს და ამის უამრავი მიზეზი არსებობს. ხშირად ეს ხდება დამფუძნებელთა არასწორი განწყობის გამო
აკ: თქვენი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, თავს დავდებ, რომ წარმატებული სტარტაპების მრავალი გამორჩეული მაგალითი შეგიძლიათ გაგვიზიაროთ. ან, შესაძლოა, მნიშვნელოვანი წარუმატებელი ისტორიებიც - როდესაც იდეა არ განხორციელებულა. თუ თქვენ შეძლებთ რამდენიმე ასეთი ისტორიის მოწოდებას, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მკითხველები ამას ძალიან დააფასებენ.
ელ: დიახ, არსებობს ასეთი უამრავი ისტორია. რომ ვისაუბრო ისეთებზე, რომლებიც Vinnova-სთან არიან კავშირში, ერთ-ერთი მათგანია Soundtrap, რომელიც დაარსეს მუსიკოსებმა და რომელიც წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მუსიკის ერთად შექმნა. მათ მიიღეს ადრეული გრანტი ჩვენგან და გადაწყვიტეს პროექტის ჩაშვება აშშ-ში, სკანდინავიის ინოვაციების სახლში - პალო ალტოში, გრანდიოზული წვეულებით, შეძლეს თავიანთი პროდუქტის მიღება როგორც ადგილობრივ პროგრამა Google Chromebook- ში, რომელიც აშშ-სა და ევროპის მრავალ სკოლაში გავრცელდა, ასევე მათი პროგრამა საბოლოოდ Spotify- მ შეიძინა 2018 წელს. ასევე არის Graphmatech, რომელიც მუშაობს graphene-თან, მართლაც საინტერესო და deep tech სტარტაპი, რომლის დამფუძნებელიც არის აკადემიური კვლევების სფეროს წარმომადგენელი და რომელიც აერთიანებს ორ ძალიან მნიშვნელოვან რამეს - ბიზნესის სწორად კეთებისა და მომხმარებლებზე ფოკუსირების უნარს. მათ ახლახანს დახურეს 8 მილიონ ევროიანი ტური. მაგრამ გახსოვდეთ: სტარტაპების უმეტესობა წარმატებას ვერ აღწევს და ამის უამრავი მიზეზი არსებობს. ხშირად ეს ხდება დამფუძნებელთა არასწორი განწყობის გამო. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადრეულ სტადიაზე არ ირკვევა.
აკ: არსებობს ინოვაციების სფეროში Vinnova-ს ან შვედეთის სხვა ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული უცხოური თანამშრომლობის პროგრამები, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს ჩვენი რეგიონისთვის?
ელ: სამწუხაროდ, მსგავსი არ გვაქვს Vinnova-ში, მაგრამ შესაძლოა ევროკავშირის დონეზე არსებობს ამგვარი შესაძლებლობები.
აკ: თუ არის რაიმე, რისი დამატება და თქმაც გსურთ ჩვენი მკითხველებისთვის, გისმენთ.
ელ: ყველა თქვენს ახალბედა მეწარმეს: იყავით გაბედული, იყავით სწრაფი და ნუ დაკარგავთ დროს იმ ინტელექტუალურ პრობლემებზე, რომლებიც არ არის მნიშვნელოვანი!
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე: