ღია წერილი საერთაშორისო საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ შეტევების შესახებ.
ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოების წევრებო,
მ.წ. 27 აგვისტოს ჩვენ პრესის საშუალებით შევიტყვეთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას გაუგზავნა წერილი, რომლითაც მოითხოვს, რომ ორი ქართველი ბიზნესმენის, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, "სავარაუდო ფულის გათეთრების" საფუძველზე.
როგორც ალბათ მოგეხსენებათ, ხსენებული ბატონების წინააღმდეგ ეს ცილისმწამებლური კამპანია წარმართული და ორკესტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ, იმ ოლიგარქის მიერ, რომელიც კულისებიდან მართავს საქართველოს და რომელმაც, წლების განმავლობაში, თავისი პირადი გარემოცვიდან დანიშნა მინისტრები და სხვა მაღალი სამთავრობო პირები; მან, ასევე, გენერალურ პროკურორად დანიშნა თავისი პირადი ადვოკატი. და ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება სერიოზულად კორუმპირებულია და იმყოფება მისი პირადი გავლენისა და ბრძანებების ქვეშ.
ბ-ნ ხაზარაძეს და ბ-ნ ჯაფარიძეს, ორივეს, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ, უმწიკვლო რეპუტაცია გააჩნიათ. ისინი არიან საქართველოს საზოგადოების პატივცემული წევრები, და, გარდა რამდენიმე წარმატებული ბიზნესისა, რომლებსაც ისინი უძღვებიან, მათ დააფუძნეს თბს-ბანკი, საქართველოს უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე სხვა ქართულ კომპანიასთან ერთად ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის კვოტირებული.