გუნდა ტირე: „ესტონელებს სწამთ განათლების და უკვე საუკუნეებია ეს რწმენა არსებით მნიშვნელობას ატარებს“

28.03.2021 (კავკასიური ჟურნალი). ახლა უკვე ქართულად! ჩვენი ინტერვიუ გუნდა ტირესთან სკოლის რეფორმის შესახებ, ახლა უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე. 

სხვა მიმართულებით პროგრესის მისაღწევად, აუცილებელია სასკოლო განათლება. რამდენად დიდია მსგავსება სამხრეთ კავკასიელ სტუდენტებსა და  მათ თანატოლებს შორის? რამდენად კარგად შეუძლიათ მათ კითხვა?

ჩვენ სიამოვნებით წარმოგიდგენთ, ქალბატონ გურანდა ტირეს, რომელიც PISA-ს ეროვნული პროექტ-მენეჯერია Foundation Innove- ში. PISA არის OECD- ის საერთაშორისო სტუდენტური შეფასების პროგრამა, ხოლო Innove არის განათლების ცენტრი ესტონეთში. მიზეზი იმისა, რატომ მოვიწვიეთ ესტონეთიდან ექსპერტი, მარტივია: იმიტომ, რომ ესტონელი სტუდენტები ევროპაში საუკეთესოები არიან.

Read the original interview in English here.
 
ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მართლაც, მსოფლიოში PISA – ს სტუდენტების ბოლოდროინდელი შეფასების შედეგების თანახმად, ესტონელ 15 წლის ახალგაზრდებს აქვთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ქულები ყველა საგანში. პირველ რიგში, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვები ესტონელი მეგობრებისთვის ამ შესანიშნავ მიღწევასთან დაკავშირებით! მე ვიცი, რომ ეს არ იყო მოულოდნელი, რადგან ესტონეთის შედეგები დროთა განმავლობაში უმჯობესდებოდა, მაგრამ მაინც როგორ აღიქვეს უბრალო ხალხმა და პროფესიონალებმა - საუკეთესო მიღწევა?

გუნდა ტირე: დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის და ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ თქვენს მოწვევას, რომ ესტონეთის PISA გამოცდილება გავაცნოთ თქვენს მკითხველს!

თინა ხიდაშელი და კრისტინ კრონ დევოლდი (ვიდეო): ქალი თავდაცვის მინისტრები საქართველოდან და ნორვეგიიდან, განიხილავენ ნატოს, გენდერულ და სამოქალაქო საზოგადოების საკითხებს

08.03.2021 (Caucasian Journal).  ქალთა საერთაშორისო დღისთვის, კავკასიურმა ჟურნალმა ჩაწერა ინტერვიუ თავდაცვის ორ ქალ მინისტრთან - თინა ხიდაშელთან (საქართველო) და კრისტინ კრონ დევოლდთან (ნორვეგია). ისინი განიხილავენ თემების ფართო სპექტრს, როგორიცაა გენდერული და ნატო-სთან დაკავშირებული საკითხები.

ჩვენი ორმაგი ინტერვიუს ნახვა ან წაკითხვა შესაძლებელია ორ ენაზე. კავკასიური ჟურნალი, ქვემოთ წარმოგიდგენთ ვიდეო ინტერვიუს.

▶ In English: ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.

თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი.


თინა ხიდაშელი და კრისტინ კრონ დევოლდი: ქალი თავდაცვის მინისტრები საქართველოდან და ნორვეგიიდან, განიხილავენ ნატოს, გენდერულ და სამოქალაქო საზოგადოების საკითხებს

07.03.2021 (Caucasian Journal). ქალთა საერთაშორისო დღისთვის, კავკასიურმა ჟურნალმა ჩაწერა ინტერვიუ თავდაცვის ორ ქალ მინისტრთან - თინა ხიდაშელთან (საქართველო) და კრისტინ კრონ დევოლდთან (ნორვეგია). ისინი განიხილავენ თემების ფართო სპექტრს, როგორიცაა გენდერული და ნატო-სთან დაკავშირებული საკითხები.

ჩვენი ორმაგი ინტერვიუს ნახვა ან წაკითხვა შესაძლებელია ორ ენაზე. კავკასიური ჟურნალი, ქვემოთ წარმოგიდგენთ ინტერვიუს სრულ ქართულ ტექსტს.

 In English: ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.
▶ ინტერვიუს ვიდეო ვერსიის სანახავად, დააჭირეთ აქ.

ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა კავკასიის ჟურნალის ვიდეო ინტერვიუებზე! დღეს ჩვენი სტუმრები არიან თინა ხიდაშელი - ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალაქო იდეის ლიდერი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და კრისტინ კრონ დევოლდი - ნორვეგიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ამჟამად ნორვეგიის მოგზაურობის ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც შემოგვიერთდება ინტერნეტით.

ძვირფასო თინა, პირველ რიგში, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.  თინა, თქვენ ბევრი „წოდება“ გაქვთ: გამოცდილი პოლიტიკოსი და იურიდიული ექსპერტი ბრძანდებით, წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი - პირველი და ფაქტობრივად ერთადერთი ქალი თავდაცვის მინისტრი ამ ქვეყანაში.