აკ: COVID პანდემია ყველას აწუხებს. 2020 წლის დასაწყისში, მიღებული ეფექტური ზომების წყალობით, საქართველო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა იყო. 2020 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში COVID 19-ით მხოლოდ 15 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ამავე პერიოდში, ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობა 10-ჯერ მეტი იყო და 203-ს შეადგენდა! ამის მიუხედავად, პანდემიასთან შედარებით საგზაო უსაფრთხოებას არ ექცევა საზოგადოების სათანადო ყურადღება და არ ეთმობა საკმარისი ფინანსები. რა ზომებს მიიღებდით, იმისათვის, რომ საზოგადოება ორიენტირდეს ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე?
გრ: ჩვენ გვქონდა კარგი გამოცდილება ნორვეგიაში Vision Zero-ს დანერგვასთან დაკავშირებით. ჩვენი ხედვის მთავარი საყრდენი არის ეთიკური ასპექტი. ბევრს ვსაუბრობთ, რომ დაუშვებელია ამდენი ადამიანი დაიღუპოს ან სერიოზულად დაშავდეს საგზაო მოძრაობის დროს. არავის სურს ოჯახის წევრის, მეგობრის, მეზობლის ან თანამშრომლის დაკარგვა ავტოსაგზაო შემთხვევებში. ყველას შეუძლია გააკეთოს ისეთი მარტივი რაღაცები, როგორებიცაა ღვედის გამოყენება, სიჩქარის შეზღუდვის დაცვა და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვაზე უარის თქმა. მნიშვნელოვანია ხალხმა გაააცნობიეროს, რომ მათმა უპასუხისმგებლო გადაადგილებამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ამის გაკეთება კი არავის სურს.
აკ: ჩემი შემდეგი კითხვა ეხება საერთაშორისო თანამშრომლობას. ჩვენ მოვისმინეთ სკანდინავიის საგზაო უსაფრთხოების საბჭოს (Nordisk Trafiksäkerhetsråd) - სკანდინავიის საგზაო უსაფრთხოების ორგანიზაციის შესახებ, მაგრამ, იქნებ კიდევ უფრო მეტი რამ გვითხრათ იმ უპირატესობებზე, რომლებსაც ის სთავაზობს სკანდინავიის ქვეყნებს?
გრ: ძალიან სასარგებლოდ მიგვაჩნია ჩვენი გამოცდილებისა და გამოწვევების გაზიარება ჩვენს სკანდინავიელ კოლეგებთან. ჩვენი გზები, საგზაო მოძრაობის წესები და კულტურა საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს, ამიტომ საერთო გამოწვევების შესწავლა, განხილვა და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საკმაოდ სასარგებლოა ორივე მხარისათვის.
აკ: ძალიან დიდი მადლობა.