პირეტ ჰირვი: "ჩემს ყოველდღიურ ამოცანას წარმოადგენს ჯანდაცვისა და ზრუნვის სექტორში ინოვაციებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა"

21.03.2022 (Caucasian Journal). ჯანმრთელობა და ტექნოლოგია ჩვენი დღევანდელი საუბრის ყურადღების ცენტრშია, რადგან ის ჯერ კიდევ მრავალი ადამიანის გონებაშია მსოფლიოს მასშტაბით. ეს ჯერ კიდევ არ დასრულებული პანდემიის ერთ-ერთი გარდაუვალი ეფექტია.  

რას წარმოადგენს ჯანდაცვის სტარტაპები და როგორ შეუძლიათ მათ დაგვეხმარონ? როგორ უნდა დაეხმაროს მათ სახელმწიფო? ესტონეთი ერთ-ერთი ყველაზე ციფრულად მოწინავე ქვეყანაა და ასევე მსოფლიო ლიდერია ერთ სულ მოსახლეზე წარმატებულ სტარტაპებში. აქედან გამომდინარე სასაუბროდ და მისი პასუხებისა და კომენტარების მისაღებად მოვიწვიეთ ქალბატონი პირეტ ჰირვი, ტეჰნოპოლის სამეცნიეროს პარკის  Connected Health Cluster-ს მენეჯერი და ტექნოლოგიის განყოფილების უფროსი.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

 
ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ ჟურნალში! უპირველეს ყოვლისა, თუ შეიძლება რომ გაგვაცნოთ თქვენი ორგანიზაცია და მისი ფუნქციები? 

პირეტ ჰირვი: ტეჰნოპოლის მეცნიერებისა და ბიზნესის პარკის მიერ მართული The Connected Health Cluster წარმოადენს პლატფორმას ჯანდაცვის ტექნოლოგიების  ერთობლივად შექმნისა და ბაზარზე განთავსებისათვის. კლასტერი ერთმანეთთან აკავშირებს  სტარტაპებს, ჯანდაცვის IT კომპანიებს, ფარმაცევტულ კომპანიებს,  ჯანდაცვის მომმარაგებლებს, უნივერსიტეტებს, მოქალაქეებს, პაციენტებსა და სხვა მომხმარებელთა ჯგუფებს, ასევე ესტონეთის სახელმწიფო სტრუქტურებს ესტონეთში ჯანდაცვისა და ზრუნვის სერვისების მიწოდების ინოვიაციისათვის, როგორც ესტონეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. 

ტალინის სამეცნიერო პარკი ტეჰნოპოლი წარმოადგენს ბალტიისპირეთში ყველაზე დიდ თვითმდგრად მეცნიერებისა და ბიზნეს პარკს, რომელიც ფასილიტირებას უწევს 350-ზე მეტ ტექნოლოგიურ კომპანიას. მისი ბიზნესის განვითარებისა და ინკუბაციური სერვისები ზრდაზე ორიენტირებული კომპანიებისათვის ბრენდირებულია როგორც სტარტაპ ინკუბატორი, რომელიც ოპერირებს 2003 წლიდან და უკვე 240 კომპანიასთან ერთად იმუშავა სასურველი საინვესტიციო ფაზის მისაღწევად. კამპუსი ფასილიტაციას უწევს ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსისტეტს (TalTech) და IT კოლეჯს, 14 000-ზე მეტი სტუდენტითა და 3000 მკვლევრით, რაც უზრუნველყოფს შესაბამის გარემოს ბიზნეს იდეების გასაცოცხლებლად. 

ჩემი, როგორც Connected Health Cluster-ისა და ტეჰნოპოლის ჯანდაცვის განყოფილების მენეჯერის ყოველდღიურ ამოცანას წარმოადგენს ახალი შესაძლებლეობების შექმნა ინოვაციური გადაწყვეტილებებისათვის ჯანდაცვისა და ზრუნვის სექტორში, ხელის შეწყობა ჯანდაცვის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ტესტირების ახალ შესაძლებლობებს, 50 დაინტერესებული მხარით დაკომპლექტებული მრავალფეროვანი ქსელის შექმნას, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო სტრუქტურებს, საავადმყოფოებს/ექიმებს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, სტარტაპებს, მოზრდილ IT კომპანიებს. მოკლედ, ჩემი გამოცდილება ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებაში ეროვნული ციფრული სერვისების შექმნისა და განვითარებასთან დაკავშირებით არის ის, რაც საჭიროა ხარისხობრივი, ეფექტური ჯანდაცვის სერვისების ყველასათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ასევე ვმუშაობდი ესტონეთის სოციალური დაცვის სამინისტროშიც. 

 ჩვენ გვყავს ბევრი ძლიერი ინჟინერი და სხვა პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან საკუთარი ოცნების ასასრულებლად დღეში რვა საათზე მეტი დახარჯონ.

2021 წლის შემოდგომიდან ვსწავლობ დოქტორანტურაში ტარტუს უნივერსიტეტში, გენის ტექნოლოგიის მიმართულებით. მჯერა, რომ პერსონალური ჯანდაცვისა და გენეტიკის მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ჯანდაცვის სისტემის ცვლილებებისთვის. ამრიგად, ფოკუსირებული ვარ ჯანდაცვისა და გენომის მონაცემების გამოყენებაზე ჯანდაცვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში, ეროვნული და საერთაშორისო სტრატეგიების გავლენა, კანონმდებლობა და სხვა ფაქტორები პერსონალური ჯანმრთელობის მონაცემების მართვისა და გაზიარების უნარზე. 

აკ: თქვენი აზრით რა განაპირობებს ესტონეთის ასეთ წარმატებას სტარტაპების მიმართულებით? რა წარმოადგენს მთავარ ფაქტორებს ესტონეთის ნათელ პროგრესში  სტარტაპებისა და ინოვაციების მიმართულებით, რამაც გამოიწვია ერთ სულ მოსახლეზე ე.წ ‘’უნიკორნების’’ ლიდერობა? [‘’უნიკორნი’’ სტარტაპ კომპანიაა, რომლის ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია].

პჰ: ესტონეთში 1200-ზე მეტი სტარტაპია - ეს ბევრია პატარა ქვეყნისათვის. გლობალური მასშტაბით, ჩვენ გვაქვს 100.000 სულ მოსახლეზე უფრო მეტი სტარტაპი, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებს და ისინი არა მხოლოდ ბევრი, არამედ წარმატებულნიც არიან. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
  • პირველ რიგში, ესტონეთში ბიზნესის შექმნა ძალზედ მარტივია - ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია  ციფრულად და მაქსიმუმ 15 წუთი სჭირდება.
  • მეორე, ჩვენ გვყავს ბევრი ძლიერი ინჟინერი და სხვა პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან საკუთარი ოცნების ასასრულებლად დღეში რვა საათზე მეტი დახარჯონ. 
  • მესამე, ჩვენ ვფიქრობთ სწრაფად გაფართოებაზე მსოფლიოს მასშტაბით, რათა არ ჩავიკეტოთ საკუთარ კომფორტულ შიდა ბაზარში. 
ესტონური სტარტაპების  წარმატების ისტორიები, როგორიცაა Bolt და Pipedrive პირდაპირ გავლენას ახდენს ახალი სტარტაპების ზრდაზე: თუ ახალი აქტორები დაინახავენ, რომ შესაძლებელია მრავალმილიარდ დოლარიანი კომპანიების ზრდა, ეს ასევე შთააგონებს მათ მუშაობასაც.

ტეჰნოპოლის სტარტაპ ინკუბატორის პროგრამა პირველი ნაბიჯია მრავალი სტარტაპისათვის, რომელიც უზრუნველყოფს მათი სწორი მიმართულებით განვითარებას გამოცდილი მოთამაშეების დახმარებით, რათა დაინახონ, რომ შეუძლიათ სწრაფად გავიდნენ ბაზარზე საკუთარი პროდუქტებით. 

აკ: გაქვთ "ფავორიტი" ესტონური სტარტაპები და ინოვაციური ისტორიები?

პჰ: ესტონეთის ჯანდაცვის სფეროში ბევრი წარმატებული საშუალება იქნა შემოღებული და თითოეული მათგანი იმსახურებს შექებას დიდი სამუშაოსათვის, აქედან გამომდინარე მოვიყვან წარმატებული  რამდენიმე მაგალითს. 

უნდა იქნეს აღნიშნული TriumfHealth, როგორც საშუალება, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.  ბოლო წლები ბავშვებისთვის რთული იყო და  ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანი სადისკუსიო თემაა. Triumf-ის მეთოდი გულისხმობს ბავშვთა მხარდაჭერას თამაშების საშუალებით- ჯანდაცვითი  თამაშების გამოყენებით ჭკვიან მოწყობილობებზე. მათ ასევე შეიტანეს სიმსივნის მკურნალობის ქვეშ მყოფი ბავშვების მხარდაჭერის ფუნქცია. ზოგიერთი თამაში განკუთვნილია ყველა ბავშვისათვის, ეხმარება თავიდან აიცილოს მავნე ჩვევები და დაეხმაროს უფრო ჯანმრთელი არჩევანის გაკეთებაში (Triumf Saga), ასევე არსებობს თამაში, რომელიც შექმნილია ქრონიკულ მდგომარეობასთან გასამკლავებლად (Triumf Hero). 

ასევე მინდა ხაზი გავუსვა Migrevention -ს, ეს წარმოადგენს ახალგაზრდა კომპანიის ამბიციას, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას მსოფლიოში პირველი სრულად ციფრული თავის ტკივილის კლინიკა, რომელიც საშუალებას მისცემს შაკიკის მკურნალობას სახლიდან გაუსვლელად. პაციენტის აპლიკაცია მოიცავს თავის ტკივილის დღიურს ყოველდღიური გამოყენებისათვის (ფასიანი ვერსია ასევე მოიცავს თავის ტკივილის მედდის კონსულტაციას), ასევე მულტიდისციპლინარულ მკურნალობის მოდული, რომელიც დაფუძნებულია მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მკურნალობაზე და მართულია მონიტორზე სპეციალისტის მიერ. მედდის კონსულტაციის გარდა, მკურნალობის მოდული მოიცავს ფიზიოთერაპიის მოდულს და კოგნიტურ-ქცევით თერაპიას, პაციენტის ტესტირების საშუალებებს და სამკურნალო ჩარევას აუდიო და ვიდეო საშუალებების გამოყენებით. მათ ახლახანს დაიწყეს მეორე კლინიკური კვლევა და სწრაფად მიემართებიან საკუთარი მიზნისაკენ. 

მრავალი მათგანი დაფუძნებულია SaaS-ზე (პროგრამულ უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) აქედან გამომდინარე მსურს ხაზი გავუსვა ინოვაციურ სამედიცინო პროდუქტს- TempID. ამ კომპანიამ შეიმუშავა ჭკვიანი თერმომეტრი, რომელიც შესაძლებელია მიერთებულ იქნას სხეულზე სხეულის ტემპერატურის გაზომვისა და მონიტორინგის მიზნით. თერმომეტრი უკავშირდება აპლიკაციას, მომხმარებელს შეუძლია გაანალიზოს და შეინახოს ტემპერატურის მონაცემები, შემდგომში კი დაუკავშირდნენ პირდაპირ მათ ექიმს. მიზანს წარმოადგენს სხეულის ტემპერატურის უფრო ეფექტური გაზომვა და ასევე რესურსების დაზოგვა. მაგალითად, საავადმყოფოებში პერსონალის დროისა და ფუნქციების მართვის თვალსაზრისით, ასევე ინდივიდუალური მომხმარებელთათვის კომფორტის უზრუნველსაყოფად, მაგალითად მცირე ასაკის ბავშვების მშობლებისათვის. 

კიდევ ერთი საინტერესო სტარტაპი – Dermtest. ასე რომ, ბევრი საინტერესო მაგალითია ჩვენი კლასტერისგან გასაზიარებლად.

 ჯანდაცვას, როგორც სფეროს, კონსერვატიულობის დიდი ხნის ისტორია აქვს  და არ სურს სწრაფი ცვლილება.

აკ:  როგორ ახასიათებთ სახელმწიფო მხარდაჭერისა და განათლების მნიშვნელობას თქვენს სფეროში?

პჰ: ვინაიდან ესტონეთი მოწინავე ციფრული საზოგადოებაა, ჩვენ გვაქვს პრივილეგია, რომ სხვადასხვა მომსახურება შევთავაზოთ რეგიონულ დონეზე და გავაფართოოთ ისინი რეგიონულ საზღვრებს მიღმა. იმისათვის, რომ ამას მივაწიოთ, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დონეზე წარმოდგენილ იქნეს მიზნები და ქმედებები, სწორედ ამის გამო  Connected Health  მჭიდროდ თანამშრომლობს საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან. აუცილებელია ჯანდაცვის სფეროში ჩართული ყველა მხარესთან (და ასევე სხვა სფეროებთან) ერთობლივი მუშაობა, იმისათვის, რომ შეიქმნას ინოვაცია ყველა დონეზე და მოხდეს ახალი ტექნოლოგიების მიწოდება თითოეული მოქალაქისათვის. 

სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ჯანდაცვის სისტემაში ახალი ჯანდაცვის ტექნოლოგიების განხორციელებისა და ინტეგრაციის პროცესების სტრატეგირებაში. ჯანდაცვას, როგორც სფეროს, კონსერვატიულობის დიდი ხნის ისტორია აქვს  და არ სურს სწრაფი ცვლილება, ანუ ახალი, უცხოური ჯანდაცვის სერვისებისა და პროდუქტების დანერგვა და ინტეგრირება. ჯანდაცვის სისტემაში ეფექტური გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია სახელმწიფო სუბიექტებისთვის, შექმნან ბაზა  და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ცვლილებების განხორციელებისთვის. 

ამისათვის შეიქმნა ჯანდაცვის სისტემის განვითარების სხვადასხვა გეგმა – იქნება ეს უფრო ფართო მასშტაბით ჯანდაცვის ეროვნული გეგმა, რაც უზრუნველყოფს წინა პერიოდისა და მოქმედებების ყოვლისმომცველ მიმოხილვას შემდგომში განსახორციელებელი ქმედებებისათვის; ასევე ეს არის ელექტრონული ჯანმრთელობის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომლის ახალი ვერსიის შექმნა ამჟამად მიმდინარეობს, რომლის პროცესსაც სოციალური დაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს.

ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციის სახელმწიფო დონეზე თანადაფუძნებული საკითხის პრინციპები – დარგობრივი თანამშრომლობის გზით შესაძლებელია ჯანდაცვის სისტემის საჭიროებების როგორც იდენტიფიცირება და დასახვა, ასევე შესაბამისი განვითარების ქსელის შექმნა.

სახელმწიფოს, როგორც საჯარო სექტორს, აქვს საუკეთესო შესაძლებლობები, შექმნას პირობები ინოვაციური გადაწყვეტილებების იმპლემენტაციისათვის. მას აქვს უფლებამოსილება, მოუწოდოს მოქმედება გადაწყვეტილებების მომწოდებელ პროვაიდერებს, და ასევე შექმნას კანონმდებლობა ეროვნულ დონეზე სისტემის საჭიროებებისა და შეთავაზებების შესაბამისად. 

ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ითხოვს ესტონეთი საჯარო სექტორის თვალსაზრისით ახალ შესაძლებლობებს, არის ციფრული ტესტის ჩარჩო. ეს უკანასკნელი წარმოადგენს თანამშრომლობის ახალი და ინოვაციური მოდელს, რომელიც მიზნად ისახავს დეველოპერების ხელმისაწვდომობას  მთავრობის ტექნიკური რესურსებთან, ინოვაციური პროდუქტების ან სერვისების განვითარებისა და კონცეფციის დადასტურების მისაღებად. მსგავსი მცირე ინიციატივები ხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში, რადგან დადასტურდა ამ მიდგომის წარმატებულობა წინა პერიოდში. 

აკ:  მზად ხართ ესტონეთური ნოუ-ჰაუს გასაზიარებლად სხვა ქვეყნებისათვის? 

პჰ: Connected Health არის სხვადასხვა საერთაშორისო ქსელების ნაწილი და ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ეკოსისტემებთან მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ წარმოვადგენთ კლასტერს, მის წევრებს და ესტონეთის ჯანდაცვის ტექნოლოგიებს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებებსა და გამოფენებში- მაგალითად ახლახანს მივიღეთ მონაწილეობა დუბაის ექსპო 2020-ში. ჩვენი მიზანია დავუკავშირდეთ სხვა დაინტერესებულ მხარეებს სხვადასხვა რეგიონში, გავუზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა და გავაცნოთ ჩვენი გადაწყვეტილებები, რადგან ინოვაციები ჯანდაცვის სისტემაში უმჯობესდება თანამშრომლობის შედეგად. 

აკ: დიდი მადლობა!

Read the English language version here.


კავკასიის ჟურნალი მადლობას უხდის მხარდაჭერისათვის ესტონეთის საელჩოს თბილისში ინტერვიუს მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისათვის. 


 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:
Google News  *  Twitter  *  Facebook  *  Medium  *  LinkedIn  *  YouTube  *  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: