26.07.2020 (Caucasian Journal) დღეს Caucasian Journal-ის სტუმარია, ბატონი სეთ ბლაი-ჩარი, ამერიკელი ინვესტორების მფლობელობაში მყოფი, თბილისში დაფუძნებული უძრავი ქონების დეველოპმენტ კომპანიის Iconia Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ალექსანდრე
კაფკა, Caucasian Journal-ის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო სეთ,
მადლობას გიხდით ჩვენს ჟურნალთან თანამშრომლობისთვის. ჩვენი სტუმრები ხშირად
საუბრობენ უცხოური ინვესტიციების შესახებ საქართველოში, „საინვესტიციო კლიმატზე“,
„ბიზნესის კეთების სიმარტივეზე“ და სხვა აბსტრაქტულ ცნებებზე. დღეს ჩვენ გვაქვს
შანსი, ხელით შევეხოთ ამ საგნების პრაქტიკულ მხარეს: ამერიკელი ინვესტორის
პრაქტიკული გამოცდილება საქართველოში. ის ფაქტი, რომ თქვენი გამოცდილება არის
„შერეული“, კიდევ უფრო ფასეულია მკითხველებისთვის. დასაწყისისთვის, თუ შეგიძლიათ
მოკლედ მიპასუხოთ: ნანობთ თუ არა საქართველოში ფულის დაბანდებას? თუ შეძლებდით
2015-ში დაბრუნებას, გააკეთებდით თუ არა ინვესტირებას სხვაგან?
სეთ ჩარ: ბატონო კაფკა,
პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ პრესტიჟულ პუბლიკაციაში მოწვევისთვის.
თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოში ჩვენი საინვესტიციო გამოცდილება არის „შერეული“,
მაგრამ სინამდვილეში ჩვენი გამოცდილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ
ნეგატიური იყო. ჩემი გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა კომფორტული გარემო,
ცხოვრება და კარიერა ჰავაიზე, გამეყიდა ბიზნესები და ჩამოვსულიყავი საქართველოში,
ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ჩემთვის ამერიკიდან საქართველოში ემიგრაციამ,
პიროვნულ დონეზე საინტერესოდ დადებითი გამოცდილება შემძინა, რასაც საერთოდ არ
ვნანობ. მქონდა ცხოვრებისეული გამოცდილება, პიროვნული განვითარება და საოცარი
ურთიერთობები საქართველოში, რაც შეუძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მე
დავრჩებოდი აშშ-ში ან წავიდოდი სხვა ქვეყანაში. რომ შემეძლოს 2015-ში დაბრუნება,
ისევ ჩამოვიდოდი საქართველოში, რადგან ეს არის საოცარი ქვეყანა, მაგრამ არა როგორც
ბიზნესმენი და ინვესტორი.
აკ: გმადლობთ გულწრფელი პასუხისთვის. ვიმედოვნებ ჩვენი მკითხველები ძალიან დაინტერესებულები
არიან და ელიან მოისმინონ რა და როგორ მოხდა. ესეიგი, თქვენ ხართ ამერიკის მოქალაქე,
რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, შეიძინა მიწის ნაკვეთი თბილისში და დააარსა 100% ამერიკულ
საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონების კომპანია, რომელიც გეგმავდა „მინი-ცათამბრჯენის“
აშენებას, სწორია? შეგიძლიათ მოკლედ მოგვითხროთ თქვენს შესახებ და როგორ ჩამოხვედით საქართველოში?
ს.ჩ: ნამდვილად, ეს ყველაფერი მართალია. მე ვარ ევრაზიელ ამერიკელი, რომელიც
დაიბადა და გაიზარდა ჰავაიზე. ისე დაემთხვა, რომ მეც იგივე სკოლა დავამთავრე, რაც
პრეზიდენტმა ობამამ (Punahou
School).
საერთო მასწავლებლებიც კი გვყავდა. სწავლის პერიოდში, შერჩევით საგნად ავირჩიე
მსოფლიო ისტორია, სადაც საქართველო არაერთხელ იყო ნახსენები, როგორც საბჭოთა
კავშირის ნაწილი. ჩემთვის საქართველოს გაცნობა საკმაოდ მომხიბვლელი აღმოჩნდა.
ქვეყანა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მეოცე საუკუნის ფორმირებაში, ასევე ისტორიული
„აბრეშმის გზის“ ჩამოყალიბებაში ძირითადი
მოთამაშე გახლდათ.
სკოლის შემდეგ,
უნივერსიტეტში ისტორიის შესწავლისას, საქართველომ კიდევ ერთხელ მიიპყრო ჩემი
ყურადღება. სტუდენტობის პერიოდში, საქართველოს ხშირად ახსენებდნენ ლექტორები და
აღნიშნავდნენ, რომ ჩვენ ვართ ნამდვილი ისტორიული მოვლენის მომსწრეები: ვარდების
რევოლუციის გზით თანამედროვე საქართველოს დაბადებისა.
როგორც ახალგაზრდა ფინანსური მრჩეველი, საფონდო
ბროკერი და საინვესტიციო ბანკირი, მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი პრეზიდენტ მიხეილ
სააკაშვილის მიერ აშშ-ში ჩატარებულ საქართველოში ინვესტორების მოსაზიდ
პრეზენტაციას. მაშინვე დავინტერესდი ყოფილი პრეზიდენტის გამოსვლით საქართველოზე,
აშშ-ს მეგობარი ქვეყანა, რომელიც ღია იყო ბიზნესებისთვის, სადაც პატიოსანი შრომა
დაფასებული და დაჯილდოვებული იქნებოდა.
ქვეყანაში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, სადაც ჩვენთვის დაიწყებოდა ხუთ წლიანი ბრძოლა, რომელიც ისევ მიმდინარეობს.
იმის განხილვისას, თუ
რომელ ქვეყანაში დამებანდებინა კაპიტალი, პირველი რაც გონებაში მომივიდა, იყო
საქართველო. ვარდების როვოლუციიდან მოყოლებული უაღრესად პოზიტიური ცვლილებები,
ლიბერტარიანულად მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები და კორუფციის შემცირება იყო ის
მომენტები, რამაც იმ დროისთვის საქართველოში ინვესტიციის დაბანდებას მარტივი სახე
მისცა.
სამწუხაროდ, იმ
დროისთვის, როდესაც მე საქართველოში ჩამოვედი და დავიწყე ბიზნესი, იყო გვიანი
2014. მაშინ ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი გახლდათ, რომ ქვეყანაში სიტუაცია მკვეთრად
შეიცვალა, სადაც ჩვენთვის დაიწყებოდა ხუთ წლიანი ბრძოლა, რომელიც ისევ
მიმდინარეობს.
ა.კ:
ანუ,
თქვენ გაქვთ ყველაფერი - ფული, მიწის ნაკვეთი, არქიტექტურული პროექტი, მშენებლობის
ნებართვა და თითქმის დაწყებული ცათამბრჯენის მშენებლობა უცებ გაიყინა, ბიზნესი
შეჩერდა მეზობლების ჩივილის საფუძველზე?
ს.ჩ: რაც არ უნდა სიგიჟედ ჟღერდეს, დიახ: ჩვენი
ბიზნესი პირველად 2015 წლის მარტში, რამდენიმე მეზობლის ხელმოწერის საფუძველზე
შეჩერდა, რომლებიც ჩვენი სამშენებლო სივრცის მახლობლად ცხოვრობენ და დღემდე
აგრძელებენ ჩვენს კუთვნილებაში არსებული ტერიტორიის არალეგალურად ბლოკირებას.
მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ეს
სამეზობლო არ არის უბრალო მოქალაქეების ჯგუფი, რომლებიც დაინტერესებული არიან
რაღაც მშენებლობის გაპროტესტებით. ეს ანტაგონისტები, უშუალო ფორმულირებისა და
დოკუმენტირებული აქტების საშუალებით ადასტურებენ პირად ფინანსურ ინტერესს, ჩვენი
ბიზნესის დემონტაჟისა და ჩვენი ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდების შესახებ. მათი
მიზანია, მოკლევადიან პერიოდში განაგრძონ ჩვენი მიწის უკანონო ოკუპირება, მათი
პირადი სატრანსპორტო საშუალების ღია ცის ქვეშ პარკირების გამოყენებით. ამასთან,
თავდამსხმელთა ამ ჯგუფის წევრები არ არიან საქართველოს რიგითი მოქალაქეები. მათ
შემადგენლობაში შედიან სასამართლოსა და მთავრობის გავლენიანი წარმომადგენლები.
ა.კ: რთული დასაჯერებელია, ხელისუფლება
ფაქტობრივად დათანხმდა თქვენი მეზობლების სურვილს, რომ მათ თქვენს პირად
საკუთრებაში არსებული მიწა გამოეყენებინათ ავტოსადგომად. რა კონკრეტული მიზეზი
იქნა თქვენთვის წარმოდგენილი, რის გამოც შეჩერდა მშენებლობის დაწყების ნებართვა?
ს.ჩ:
როგორც დოკუმენტაციებში ოფიციალურად იქნა
დაფიქსირებული, ჩვენმა ოპონენტებმა მიმართეს სასამართლოს და მოიგეს 4 წლიანი
საქმის გაყინვა შემდეგი არგუმენტაციით:
· რომ ჩვენი
შემოთავაზებული სამშენებლო პროექტი, რომელიც შთაგონებულია ნიუ–იორკის ცნობილი კონსტრუქციებით და გამოყენებულია ყველაზე ძვირადღირებული მასალები, არის „მახინჯი“ და გამოიწვევს მათი ბინების ღირებულების ვარდნას.
· რომ ჩვენი საქმიანობა ჩვენივე მიწაზე, ხელს შეუშლის მათი
ავტომანქანების პარკირებას.
· რომ ჩვენი მშენებლობა, გამოიწვევს საცობებს და ტრანსპორტის
გადაადგილების პრობლემებს.
ნებისმიერ განვითარებულ და თანამედროვე
ქვეყანაში, მსგავსი არგუმენტები ამერიკელი ინვესტორის წინააღმდეგ, რომელიც
აკონტროლებს მრავალ მილიონიან ინვესტიციებს და ადგილობრივებისთვის ასობით სამუშაო
ადგილს შექმნიდა, სასამართლოში სასაცილოდ არ ეყოფოდათ. სამაგიეროდ, საქართველოში
ეს არგუმენტები მაშინვე მიღებული იქნა და სასამართლომ სასწრაფოდ გასცა ბრძანება
ჩვენი ბიზნესის შეჩერების შესახებ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ ვებრძოდით ამ
აბსურდულ არგუმენტებს საკმაოდ ძვირადღირებული და შრომატევადი ექსპერტიზით ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსგან, ასევე მყარი დოკუმენტაციებითა და მტკიცებულებებით. ამასთანავე,
ჩვენი ძლიერი მტკიცებულებების და მასალების მიუხედავად,
სასამართლომ რატომღაც გადაწყვიტა მთლიანად მოეხდინა ამ ყველაფრის უგულვებელყოფა და
ჩვენი ოპონენტების განცხადების დაკმაყოფილება: განცხადებები, რომლებიც
დამტკიცებულია, რომ არის სრული სიცრუე და ყალბი.
ა.კ: ჩვენ ყველამ ვიცით ასეთ სიტუაციებში მოცემული სტანდარტული რჩევა -
სასამართლოში წასვლა. თქვენ ეს გააკეთეთ, რამდენი წელი გავიდა
მას შემდეგ? რა აზრის ხართ სასამართლოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით?
ს.ჩ: 2016 წლის დასაწყისში ორჯერ გვიჩვლეს და სასამართლომ გასცა ბრძანება, რომ
ჩვენი საქმიანობა გაეყინათ განუსაზღვრელი ვადით. საქმე დღემდე
შეჩერებულია. ეს იყო ოთხი გრძელი და საშინელი წელი
საქართველოში, ბრძოლა ოპონენტებთან, რომლებიც რაღაცნაირად ახერხებენ და აჩერებენ
ამერიკულ ინვესტიციას თბილისში, მათი „პირადი გრძნობების“ საფუძველზე. ეს იგივე
სასამართლოა, რომელმაც უარი გვითხრა მოეცა ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რის
გამო შეაჩერეს ჩვენი ბიზნესი, რომელი კანონების საფუძველზე, თუკი ასეთი არსებობს.
ამავე სასამართლომ უარი განაცხადა ჩვენი საჩივარის მიღებაზე, მოწინააღმდეგეების
თაღლითობის თაობასთან დაკავშირებით და ფინანსური ზიანის ასანაზღაურებლად. ამ ყველაფერთან
ერთად, სასამართლომ არაერთხელ დაარღვია საკუთარი რეგულაციები სასამართლო პროცესის
განზრახ შეჩერებით, მოსმენის გადადებით და წერილობითი გადაწყვეტილებებით,
იმისათვის რომ კიდევ უფრო გაეჭანურებინათ, ხელოვნურად გაეგრძელებინათ ჩვენი
პრობლემები და მოეყენებინათ ფინანსური ზიანი.
საბოლოოდ, საქართველოს
სასამართლოებისა და ადვოკატებისთვის ორი მარეგულირებელი ორგანო: იუსტიციის
უმაღლესი საბჭო და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სრულიად არაეფექტური აღმოჩნდა ჩვენს
საქმესთან დაკავშირებით სავარაუდო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
საქართველოს სასამართლოზე ჩემი აზრი
საკმაოდ ნეგატიურია. მხოლოდ იმის თქმა არ არის საკმარისი, რომ სასამართლოები არ არის ფუნქციონალური, სინამდვილეში უკიდურესად დისფუნქციურია.
ა.კ: როგორც თქვენი პრესრელიზიდან ვიცი საქმის
მრავალწლიანი უმოქმედობის შესახებ, ასევე გავიგე, რომ თქვენს მიმართ პირადი
მუქარებიც კი განხორციელდა. ნებისმიერს
შეუძლია დაგუგლოს და მოიძიოს ინფორმაცია ფარული კამერის ჩანაწერის შესახებ, ასევე
სკანირებული ოფიციალური დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მე უფრო
დაინტერესებული ვარ თქვენი „გაკვეთილებით“ ინვესტორებისათვის, რომლებიც შეიძლება
გამოყენებულ იქნას ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ სიტუაციის
გასაუმჯობესებლად, ასევე ზოგადად უკეთესი ცხოვრებისთვის. იმის გამო, რომ თქვენი
სასამართლო გამოცდილება არ იყო დამაკმაყოფილებელი, სხვა რა საშუალებები სცადეთ
თქვენი სიტუაციის მოსაგვარებლად?
როგორც უცხოელს, თქვენ არ გექნებათ იგივენაირი პროფესიული და ოჯახური კონტაქტები ხელისუფლებასთან, რომლითაც ქართველი ბიზნესმენები სარგებლობენ.
ს.ჩ: ჩვენ საჯაროდ გამოვაქვეყნეთ მტკიცებულებები, რომელიც შეიცავს აუდიოჩანაწერებსა და ვიდეოჩანაწერებს იმ მუქარისა და შევიწროების
შესახებ, რომელიც ჩვენ მივიღეთ საქართველოში, მანამ, სანამ ვცდილობთ ჩვენი
ბიზნესი თავდასხმისგან დავგვეცვა.
ერთ-ერთი „გაკვეთლი“, რომელიც შემიძლია
გავუზიარო სხვა ინვესტორებს, არის, რაც შეიძლება მალე აღიარონ თავიანთი სტატუსი,
როგორც უცხოელისა ამ ქვეყანაში. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, სადაც საქმიანი და პოლიტიკური საზოგადოება ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო
კავშირშია. როგორც უცხოელს, თქვენ არ გექნებათ იგივენაირი პროფესიული და ოჯახური
კონტაქტები ხელისუფლებასთან, რომლითაც ქართველი ბიზნესმენები სარგებლობენ.
ჩემს საქმიან და პირად წრეებში ყოველთვის
არის ისტორიები ადგილობრივ ბიზნესმენებთან დაკავშირებით, რომელიც სატელეფონო ზარს ახორციალებს ბიძაშვილთან
მერიაში, სასამართლოში, ა.შ. და უცებ უგვარდება რაიმე სერიოზული პრობლემა. როგორც უცხოელი ინვესტორი,
უნდა იცოდეთ, რომ მსგავსი პრივილეგიები თქვენზე არ ვრცელდება და თუკი შემოგთავაზეს
მსგავსი რამ, უარი თქვით და გაიქეცით რაც შეიძლება შორს. ყვოველი ნაბიჯი, რომელსაც
გადადგამთ უნდა იყოს გამჭვირვალე და შესაბამისობაში მოდიოდეს საქართველოს
კანონებთან, გამონაკლისების გარეშე. ამასთანავე, სანამ თქვენ აღიარებთ, რომ
უცხოელი ხართ და გამოიყენებთ თქვენთვის ხელმისაწვდომ კანონიერ იურიდიულ
საშუალებებს, მე გირჩევდით რომ „იფიქროთ ქართველივით“. საბაზისო დონეზე ისწავლოთ
ქართულად საუბარი, გაეცნოთ ქართულ კულტურასა და აზროვნებას, რომელიც
მნიშვნელოვანია თქვენივე სტრატეგიის დასაგეგმად, თქვენი ბიზნესისა და
თანამშრომლების დასაცავად.
ჩემი საბოლოო რჩევა იქნება, საჭიროების
შემთხვევაში, სწრაფად და აგრესიულად გამოიყენოთ იურიდიული დამხმარე საშუალებები
საქართველოს ფარგლებს გარეთ. რა თქმა უნდა ეს ჩვენს შემთხვევაში მოხდა, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ შეუძლებელია რაიმე სახის
გადაწყვეტილების ან სამართლიანობის მიღება ადგილობრივ სასამართლოებში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთვის სასამართლო გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა
დამაკმაყოფილებელი, (ჩვენი საქმე ისევ გაყინულია უზენაეს სასამართლოში, იმ
ინფორმაციის მიღების გარეშე, თუ რა გავაკეთეთ არასწორად, თუკი არსებობს ასეთი)
ჩვენ დავიქირავეთ ამერიკული იურიდიული კომპანია და დავიწყეთ პროცესი საქართველოს
მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში.
2018 წლის ნოემბერში მოგვიწია ამ მკვეთრი მოქმედების გაკეთება რადგან, გულწრფელად რომ
ვთქვა, ჩვენ გამოგველია ყველანაირი საშუალება და ჩაგვეკეტა გზები ადგილობრივად
პრობლემის მოსაგვარებლად. მომდევნო თვეში,
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ $10 მილიონიანი საარბიტრაჟო საჩივარი და ამ საჩივრის შესახებ გვქონდეს მხარდაჭერა ჩვენი ინვესტორებისგან აშშ-ში.
ა.კ: არიან თუ არა
მხარეები ან პიროვნებები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს თქვენს დასახმარებლად და
მხარი დაგიჭირეს?
ს.ჩ: ჩვენი ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან საქართველოს რიგითი მოქალაქეები,
ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტები, გამოცემები და ტელევიზიები.
პოლიტიკური სივრციდან ბევრი პრო-დასავლური
ოპოზიციური ძალა გვემხრობა და გამოხატავს კეთილგანწყობას ჩვენს მიმართ.
რაც შეეხება ბიზნეს ორგანიზაციებს, ICC-მ
(საერთაშორისო სავაჭრო პალატა) საქართველოში დიდი დახმარება გაგვიწია,
განსაკუთრებით 2019 წლის დასაწყისში, როდესაც ჩვენი საკითხი არასასიამოვნოდ გამწვავდა. შპს „იკონია
კაპიტალი“ არის ICC-ის წევრი საქართველოში, ჩვენი ადრეული ფორმირებების შედეგად და
დღემდე იმყოფება ორგანიზაციის ამაყი წევრი.
ჩვენი ყველაზე ცნობილი მხარდამჭერია ქალაქის მერი, კახა კალაძე და მისი გუნდი თბილისის მერიაში.
ბატონი კალაძე, მისი ვიცე მერი და მისი ოფიციალური გუნდი წლების მანძლზე
გვეხმარებოდა და მხარს გვიჭერდა. ჩვენ მადლიერები ვართ მათი მუდმივი მხარდაჭერით,
რომელიც დღემდე გრძელდება.
ა.კ: რა არის თქვენი შემდეგი ნაბიჯები?
ს.ჩ: ჩვენი ოპონენტების
პირველი საჩივარის შემდეგ, 2016 წლის ივნისიდან, ჩვენი ბიზნესი და პროექტი ისევ
შეჩერებულია. ამჟამად ჩვენი საქმე უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული და ველოდებით
უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება უნდა
გამოტანილიყო წინა თვეს, 14 ივნისს. უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა და ჩვენი
იურიდიული გუნდის მოთხოვნები მიმდინარე საქმეზე ინფორმაციის მისაღებად, უცნაური და
გაუგებარი პასუხებით შემოიფარგლა. მაშასადამე, საქართველოს უზენაესი სასამართლო
ახლა საკუთარ წესებისა და რეგულაციებს არღვევს. თუკი გადაწყვეტილება გამოტანილი
იქნა დაწესებული სტანდარტების, ან გამჭვირვალობისა და სამართლიანობის გარეშე, ჩვენ
ვაპირებთ, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო გავაღრმავოთ ყველა იურიდიული საშუალების
გამოყენებით: საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
ა.კ: მოდით გადავხედოთ Iconia Capital-ის ამ კონკრეტულ შემთხვევას, მინდოდა გამეგო თქვენი პირადი აზრი და
გრძნობები, თუნდაც ემოციური, თუ სუბიექტური. გრძნობთ თუ
არა თავს დისკრიმინირებულად? თუ ასეა, რატომ? არის თუ არა ეს კავშირში იმასთან,
რომ ხართ უცხოელი?
როდესაც საქართველოში უცხოელი ინვესტორი ხარ და კონფლიქტი გაქვს ადგილობრივ „გადაჯაჭვულ“ ოპონენტებთან, სამწუხაროდ არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფები. ეს იგივეა, თამაშობდეთ კარტს, სადაც დილერს და სხვა მოწინააღმდეგეებს კარტი უკვე ჩაწყობილი აქვთ თქვენს წინააღმდეგ.
ს.ჩ: როგორც რიგით
მოქალაქეს, საქართველოში იშვიათად მიგრძვნია თავი დისკრიმინირებულად, მაგრამ
როგორც უცხოელმა ინვესტორმა, სამწუხაროდ უნდა ვაღარო, რომ ასეთი შემთხვევა
არსებობს. ფაქტობრივად,
დისკრიმინაცია იყო ჩვენი ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც აღინიშნა მთავრობის
წინააღმდეგ UNCITRAL საარბიტრაჟო საჩივრის
შესახებ.
როდესაც საქართველოში
უცხოელი ინვესტორი ხარ და კონფლიქტი გაქვს ადგილობრივ „გადაჯაჭვულ“ ოპონენტებთან, სამწუხაროდ არახელსაყრელ
მდგომარეობაში იმყოფები. ეს იგივეა, თამაშობდეთ კარტს, სადაც დილერს და სხვა
მოწინააღმდეგეებს კარტი უკვე ჩაწყობილი აქვთ თქვენს წინააღმდეგ. თუ მიმოიხედავთ
თბილისში და დააკვირდებით კონკურენტებს - თავს აუცილებლად დისკრიმინირებულად
იგრძნობთ, სანამ თქვენი ამერიკული პროექტი შეჩერებულია ხუთი წლის მანძლზე, ხოლო მსგავსი და კიდევ უფრო სადავო პროექტები შენდება, ან აშენებულია
მინიმალური აურზაურით და კონფლიქტით. ეს კონკურენტები არიან ქვეყნებიდან,
როგორიცაა რუსეთი, ირანი, ჩინეთი, ან არიან ქართველი ბიზნესმენები რუსული
დაფინანსებითა და მხარდაჭერით. არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს რუსების,
ირანელებისა და ჩინელების, მაგრამ როგორც ამერიკელი დღგ-ს გადამხდელი, რომელმაც
წლების მანძლზე წვლილი შეიტანა მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარების
გადმორიცხვაში საქართველოსთვის, რაც იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი დახმარება რუსეთის, ირანის ან ჩინეთსგან, თავს
უსამართლობის მსხვერპლად ვგრძნობ. ეს ფენომენი იმდენად
აშკარა გახდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და კონგრესის წევრებმაც კი, აღნიშნეს ეს საგანგაშო ვითარება წერილობით მოხსენებებისა და
მოგონებებში.
1994 წლის აშშ - საქართველოს ორმხრივი ინვესტიციის ხელშეკრულების
მიხედვით, საქართველოში ამერიკელი ინვესტორების მიმართ დისკრიმინაცია აკრძალულია. ხელშეკრულება,
რომელიც დღემდე ძალაშია, დამტკიცებული და მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის
მიერ.
ა.კ: როგორც ამერიკის მოქალაქე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა
მიმართოთ აშშ-ს ხელისუფლებას, გამოიყენოთ ამერიკული
გავლენა, რასაც იყენებენ სხვა კომპანიები, რომლებმაც ასევე განაცხადეს, რომ ისინი
დაზარალდნენ უკანონო ქცევებით. ჩვენ ვიცით ამერიკელი
კონგრესმენების წერილებისა და საკანონმდებლო ინიციატივების მიერ საქართველოს
კრიტიკის შესახებ. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით?
ს.ჩ: ამ პოლიტიკურად
ორიენტირებულ რეპორტებთან ერთად, პირდაპირ აღინიშნა ჩვენი კომპანიის პრობლემების
შესახებ, ისევე როგორც სხვა ამერიკელებისგან, ასევე კონგრესის მხრიდანაც.
კონგრესმენმა მარკვეინ მულინმა, რომელიც თავიდანვე იყო ამერიკული ბიზნესის მტკიცე
მხარდამჭერი საქართველოში ჩვენი კომპანიის
სახელიც კი მოიხსენია The Hill- ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ა.კ: ფიქრობთ, რომ საქართველო დღემდე მიმზიდველი ლოკაციაა უცხოელი
ინვესტორებისათვის? იქნებ ფიქრობთ, რომ უბრალოდ თქვენ აღმოჩნდით უიღბლო, რომელიც
შემთხვევით არასწორ ადგილას მოხვდა?
ს.ჩ: მე არ ვფიქრობ, რომ საქართველო უცხოელი
ინვესტორებისთვის მიმზიდველი ადგილია. მსოფლიო ბანკის გამოკითხვების მონაცემები
"ბიზნესის კეთების სიმარტივე" - შეცდომაში შემყვანია, როდესაც დღევანდელ
საქართველოს ვაფასებთ, როგორც სტაბილურ და უსაფრთხო ადგილს ბიზნესისათვის. როგორც
ხედავთ, ინვესტორების უმეტესობა, მათ შორის მეც, დიდად არ არიან
დაინტერესებულები ოთხ საათში 30 დოლარად
შპს-ს ჩამოყალიბებაში, თუკი ამ შპს-ს შექმნის შემდეგ, შეუძლებელი იქნება ბიზნესის
სამომავლოდ გაგრძელება ნორმალურ გარემოში. ამრიგად, მსოფლიო ბანკის
რეიტინგი რეალურად არაფერს ნიშნავს იმ განათლებული ინვესტორებისთვის, რომლებიც აფასებენ
საქართველოს, როგორც უსაფრთხო თავშესაფარს მათი კაპიტალისთვის.
მე ჩემს ქართველ კოლეგებსაც მივუთითე,
რომლებმაც კარგად იციან ჩვენი ვითარება და რჩევა ითხოვეს შეერთებულ შტატებში
ინვესტიციის დაბანდების შესახებ, რომ საქართველოში
ბიზნესის წამოწყება მარტივია, მაგრამ მისი ამუშავება რთული. ამერიკაში
ჩემთვის ეს გამოცდილება საპირისპირო აღმოჩნდა: უფრო რთული და ძვირია ბიზნესის
წამოწყება, მაგრამ თუ ამას შეძლებთ, ბევრად უფრო მარტივია განვითარება, ზრდა და
წარმატების მიღწევა.
ჩვენი საქმე საქართველოში ნამდვილად არ არის ერთადერთი და ამის მტკიცებულებებისათვის გადახედეთ ევროპული დიპლომატიური
საზოგადოების მიერ გაკეთებულ მოხსენებებს და ანალიზებს, არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორიცაა:
საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველოს ომბუდსმენი და აშშ-ს სახელმწიფო
დეპარტამენტი. აღმოაჩენთ, რომ საქართველოში მდგომარეობა ინვესტიციებთან
დაკავშირებით ძალზე სავალალო მდგომარეობაშია.
ა.კ: ვგონებ, თქვენ უნდა გქონდეთ კონკრეტული
რეკომენდაციები იმ საკითხების მიმართ, რომლებიც უნდა გამოსწორდეს. შეგიძლიათ შეაჯამოთ, ვთქვათ, ის სამი კონკრეტული სფერო, სადაც მოქმედებაა
საჭირო -ინვესტორების დასაცავად და რისკების შესამცირებლად?
ს.ჩ:
1 ”ნულოვანი
ტოლერანტობის” პოლიტიკის დამყარება ნეპოტიზმის, ქრონიზმისა და პოლიტ-კორექტულობის
მიმართ მთავრობის მმართველობაში, სადაც მიიღება კრიტიკული გადაწყვეტილებები.
2 „მოსამართლეთა კლანის“ დაშლა სასამართლოში, სასამართლო სისტემაში
რწმენის აღდგენა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა გადაეცეს სრული უფლებამოსილება,
მოახდინოს დისციპლინირება და უსამართლო მოსამართლეების გამაშკარავება.
3 მთავრობამ ღიად უნდა გამოხატოს მისი მხარდაჭერა უცხოელი ინვესტორების
მიმართ და მკაცრად დასაჯოს მათზე თავდამსხმელები.
ა.კ: კიდევ გაქვთ რაიმე კომენტარი, რაც გსურთ რომ
გაუზიაროთ ჩვენს საერთაშორისო
მკითხველებს?
ს.ჩ: დიდი მადლობა მოწვევისთვის და
ვიმედოვნებ, რომ ჩემი პასუხები სასარგებლო იქნება ინვესტორებისთვის და პოლიტიკური
ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც საქართველოში არსებული ვითარების
შესაფასებლად.
ა.კ: დიდი მადლობა.