21.07.2020 (Caucasian Journal) ისრაელი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და სანდო ბიზნესპარტნიორად გვევლინება. ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობებისთვის აუცილებელ დამხმარე მექანიზმს წარმოადგენს ორმხრივი სავაჭრო პალატა, რომელიც, როგორც წესი, უნდა შეიქმნას ორივე ქვეყანაში.
უახლესი ცნობებით, ასეთი ორმხრივი პალატა, რეგისტრაციებისა და დამტკიცების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ საბოლოოდ ისრაელსა და საქართველოში დაინერგა. დღეს “Caucasian Journal” გაესაუბრა ახლად დაფუძნებულ საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის (IGCC) ხელმძღვანელს, მენი ბენიშს.
უახლესი ცნობებით, ასეთი ორმხრივი პალატა, რეგისტრაციებისა და დამტკიცების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ საბოლოოდ ისრაელსა და საქართველოში დაინერგა. დღეს “Caucasian Journal” გაესაუბრა ახლად დაფუძნებულ საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის (IGCC) ხელმძღვანელს, მენი ბენიშს.
ალექსანდრე კაფკა, Caucasian Journal-ის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო ბენიშ, მადლობას გიხდით ჩვენს ჟურნალთან თანამშრომლობისთვის. როდესაც გავიგე თქვენი სავაჭრო პალატის დაარსების შესახებ, ვიფიქრე რომ ჩვენ უნდა გაგვევრცელებინა ეს სიახლე, რადგან ისრაელი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის და ასევე იმიტომ, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ, როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს უწყობენ ბიზნესის ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოებაში. ნება მომეცით დავიწყო პრაქტიკული შეკითხვით: რა შეიცვლება საქართველოში ბიზნესმენებისთვის, თქვენი პალატის დაფუძნებით? რა ახალი შესაძლებლობები გაიხსნება რიგითი მეწარმეებისათვის და როდის?
მენი ბენიში: პირველ რიგში მადლობას
მოგახსენებთ კეთილი სურვილებისთვის. შეიძლება იცოდეთ კიდეც, რომ მე დავიბადე ფოთში
და ასევე ვარ საქართველოს მოქალაქე. ქართველი ხალხი ჩემთვის ძალიან ძვირფასია და
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.
როგორც ბიზნესმენს,
მარტივად შემიძლია
აღვნიშნო საქართველოს უპირატესობები ისრაელისა
და საერთაშორისო ბიზნეს
ოპერაციების
თვალსაზრისით. საქმეში შეგვიძლია
დავინახოთ - ახალგაზრდა განათლებული და
მოტივირებული ადამიანები,
რომელთაც საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობის სურვილი აქვთ; საოცარი
ნიადაგი - შესანიშნავია თითქმის სოფლის
მეურნეობის
ნებისმიერი მიმართულებისთვის; ელ. ენერგიის ღირებულება
- რომელიც დაახლოებით ნახევარი
ფასია ისრაელში არსებულ ფასთან შედარებით;
მთავრობა მზადაა
მხარი დაუჭიროს
ახალ საერთაშორისო ინვესტიციებს, ნებისმიერი
შესაძლო გზით;
ინფრასტრუქტურა ყოველდღიურად ვითარდება.
ჩვენ გვაქვს
ქვეყანა უზარმაზარი
პოტენციალით, რომელიც ებრაელ ინვესტორებთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
როგორც საქართველოს high
tech -ის განვითარებაში უკვე დიდი ხნის
განმავლობაში, აქტიური როლის შემსრულებელი და Webiz-ის თანადამფუძნებელი, ჩვენ
ვართ საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ქართველი პროგრამისტები თავისუფლად გაუწევენ
კონკურენციას ისრაელის პროგრამისტებს.
ებრაელები რისკის
მოყვარული ხალხია და ისინი, ყოველთვის გამოწვევების ძიებაში არიან, თუმცა როდესაც
საქმე სერიოზულ ინვესტიციებს ეხება, წარმატების ისტორია მათთვის აუცილებელი და
გარდაუვალი პირობაა. პირველს არავის უნდა „აუზში გადახტომა“, შესაბამისად ჩვენ წარმოგიდგენთ
ამ კონცეფციის მტკიცებულებას.
ჩვენ
შეგვიძლია გაჩვენოთ 15 წლიანი მრავალპროფილიანი შრომის შედეგი საქართველოში და
ასევე შეუდარებელი თანამშრომლობა, რომელიც ჩამოგვიყალიბდა ქართველ ბიზნესმენებთან.
ამჟამად ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე საწარმოსთან, რომელიც ასაქმებს
1000 -ზე მეტ თანამშრომელს ისრაელსა და შორეულ აღმოსავლეთში. ჩვენი მიზანია მათი
საწარმოს რაღაც ნაწილი საქართველოში გადმოვიტანოთ. ჩვენ განვიხილავთ ურთიერთ-
თანამშრომლობას ადგილობრივ ქარხნებთან და ადგილობრივ სამუშაო პერსონალთან, რომელიც
არა თბილისში არამედ გარეუბნებში მდებარეობს, სადაც უმუშევრობა სერიოზული
გამოწვევაა.
მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა ჯერ ისევ სუსტია, დარწმუნებული ვარ, რომ აქტიური მუშაობით მას მნიშვნელოვან მაჩვენებლამდე გავზრდით.
მბ: ამჟამად
ბიზნეს ურთიერთობები საქართველოსა და ისრაელს შორის ძალიან აქტიური და მეგობრულია.
მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა ჯერ ისევ
სუსტია, დარწმუნებული ვარ, რომ აქტიური მუშაობით მას მნიშვნელოვან მაჩვენებლამდე
გავზრდით.
ამ დროისთვის ყველაზე დიდი სარგებელი, რასაც საქართველო იღებს ისრაელთან
ურთიერთობით, ტურიზმია. ისრაელში ქართველი ელჩების ძალიან ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო 10 წლის განმავლობაში
იმ ებრაელ ტურისტთა რაოდენობა, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ, უკანასკნელი ხუთი
წლის მანძილზე საგრძნობლად გაიზარდა და
2019 წლისთვის მათი რაოდენობა 200, 000-ს შეადგენდა. კორონავირუსმა სამწუხაროდ
შეცვალა ეს პროგრესი, თუმცა ამას მალე გადავლახავთ.
აკ: ებრაელი ბიზნესმენების თვალსაზრისით, შეგიძლიათ დაასახელოთ
საქართველოში ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების მთავარი უპირატესობები ?
მბ: ჩვენ
ებრაელები, პირველ რიგში, ხალხში ვდებთ ინვესტიციას და შემდეგ უკვე - იდეებში.
ჩვენ გვჭირდება განცდა, რომ ხალხმა მიგვიღო. გვინდა გვქონდეს უსაფრთხო და
მეგობრული გარემო. საქართველოში კი ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს.
ახლა, როდესაც საქმე შესაძლებლობებს ეხება, თითქმის ყველა ინდუსტრია
მოიცავს: ენერგეტიკას, ინფრასტრუქტურას, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას, უძრავ
ქონებას, მშენებლობასა და განვითარებას, უძრავი ქონების საკუთრებას, სასტუმროებსა
და სხვა ტურისტულ პროექტებს, საწარმოს, ლოგისტიკასა და მრავალ სხვა დარგს.
საქართველოში უპირატესობა ენიჭება ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ ინდუსტრიას.
როდესაც ვაანალიზებთ თითოეულ მათგანს, ვხედავთ, რომ კორუფცია არ არის, დაბეგვრა
ძალიან დაბალია, ისევე როგორც შრომის ღირებულება, საერთაშორისო აუდიტორული
ფირმები, როგორიცაა KPMG, PWC, EY, Delloite და BDO, ყველა აქ არის. შეიძლება
ითქვას, რომ რისკი არის თავად ბიზნესში და არა მის ტერიტორიაზე.
აკ: რომელი ბიზნეს-მიმართულებები გვევლინება შედარებით პერსპექტიულად, ამჟამინდელი რთული გარემოებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს წამყვანი სექტორი - ტურიზმი, სხვა სექტორებთან ერთად,
დაზარალდა COVID-19 პანდემიის დროს?
მბ: მე მჯერა რომ კორონა ვირუსი არსად არ მიდის და ჩვენ და მთელმა მსოფლიომ უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად თანაცხოვრება.
ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც ყველაზე მეტად ეყრდნობა ტურიზმს, როგორც შემოსავლის ერთ-ერთი მთავარ წყაროს, ვერ შეძლებს ამ სიტუაციის გადალახვას ახალი ინდუსტრიის გამოგონებით, რომელსაც უბრალოდ შეუძლია ტურიზმის ჩანაცვლება.
ამ ინდუსტრიაში მილიარდობით ინვესტიციაა ჩადებული არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ბევრ ქვეყანაშიც, სადაც ტურიზმის
სფერო ეკონომიკის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს - თურქეთი და საბერძნეთი ამის კარგი მაგალითი იქნებოდა. როგორც საქართველოში არქი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და არაერთი სასტუმროს პროექტის მფლობელი, ჩვენ არ შევაჩერებთ არცერთი სასტუმროს მშენებლობასა და განვითარებას, რადგან მიგვაჩნია, რომ მსოფლიო მასშტაბით არსებული კრიზისი გადაილახება COVID 19 - ის 100% -იანი გადაჭრის გზის გამონახვის
გარეშეც.
აკ: მოდით, ამ ყველაფერს სხვა კუთხითაც შევხედოთ: როგორც სავაჭრო პალატის ორგანიზატორს, რა მოლოდინები
გაქვთ? თითოეული ბიზნესმენი ძვირად აფასებს თავის დროს, მაშინ როდესაც თქვენ
საკმაოდ დიდი დრო და რესურსები უნდა გქონდეთ ჩადებული საქართველო-ისრაელის სავაჭრო
პალატის დაფუძნებაში. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი მოტივაცია და მოლოდინები?
მბ: ძალიან კარგი კითხვაა და ვეცდები მაქსიმალურად
კონკრეტულად გიპასუხოთ. სავაჭრო პალატა ბიზნესი არ არის. როგორც ბიზნესმენმა,
შევქმენი ისეთი სიმდიდრე, რომელსაც შეუძლია
უზრუნველყოს ჩემი და ჩემი შვილების ფინანსური მდგომარეობა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ჩემი ყველა
კომპანია საქართველოში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში მნიშვნელოვან თანხას ურიცხავს
სხვადასხვა ორგანიზაციებს.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იცნობთ ჩვენს საქველმოქმედო
საქმიანობას საქართველოში: არქი ჯგუფის თაოსნობით ჩვენ მხარს ვუჭერთ ათასობით ოჯახს ქვეყნის მასშტაბით, საავადმყოფოებს,
სპორტსმენებსა და ვახორციელებთ კიდევ
სხვა მრავალ მსგავს აქტივობას .
ჩვენ მსგავსი აქტივობები
გვაქვს ისრაელშიც, როდესაც ვეხმარებით სხვადასხვა ორგანიზაციებს, თელავივის უნივერსიტეტის ჩათვლით, განსაკუთრებით
უნიფორმების კუთხით (სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდა გოგონებისა და
ბიჭებისთვის).
მიზეზი თუ რატომაც დავაფუძნეთ სავაჭრო პალატა არის ის, რომ ხელი შევუწყოთ
მეწარმეებს ორივე ქვეყანაში და დავეხმაროთ მათ საქართველოსა და ისრაელის ბიზნეს
სფეროების განვითარებაში. კულტურულ და ბიუროკრატიულ მიდგომებში განსხვავებები,
ბაზრებისა და საჭიროებების აღქმასა და
გაგებაში არსებული სხვაობა - ეს არის ის საკითხები, რომელთა საშუალებითაც ჩვენ
შეგვიძლია გავუადვილოთ საქმე პალატის წევრებს. შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ორივე
ქვეყნის პოტენციური პარტნიორების დაკავშირებას, მოვიძიოთ საუკეთესო პროფესიონალები
საჭიროების შემთხვევაში. ასევე მივიღოთ ფინანსური დახმარება ნებისმიერი ზომის
საწარმოსთვის.
აკ: როდესაც ვსაუბრობთ
თქვენზე, როგორც ბიზნესმენზე, უნდა აღინიშნოს, რომ თქვენ ახალბედა ბიზნესმენი არ
ხართ საქათველოში; თქვენი სამშენებლო კომპანია - არქი ერთ-ერთი უმსხვილესი და ძალიან აქტიური
კომპანიაა თბილისისა და ზოგადად, საქართველოს მასშტაბით. გსურთ, ცოტა რამ
მოგვიყვეთ მის, ან თქვენი სხვა ბიზნეს აქტივობების შესახებ საქართველოში?
მბ: არქი ჩეთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, ძალიან საამაყო პროექტია. მე და ჩემმა ძალიან კარგმა მეგობრებმა - ილია წულაიამ, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრია, და ირაკლი ქაფიანიძემ, 14 წლის წინ დავაარსეთ კომპანია. გასულ წელს გვქონდა პატივი და ზაზა ფაჩულია - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი სპორტსმენი, ჩვენი პარტნიორი გახდა. ჩვენთვის ყოველთვის ადვილი არ ყოფილა საქართველოს სამშენებლო ბაზარზე წარმატების მიღწევა. ჩვენ კრეატიულები ვართ, მშრომელები და გვყავს მენეჯერთა და სხვა დასაქმებულებთა გასაოცარი გუნდი. 14 წლის შემდეგ ბაზარზე ათასობით ჩაბარებული აპარტამენტებისა და 3000 მშენებარე ბინების ფონზე, ჩვენ გვაქვს კომპანია, რომელსაც სრულიად ვენდობით და რომლითაც ვამაყობთ.
აკ: როგორც ვხვდები ბინების მშენებლობის ბიზნესი საკმაოდ
მიმზიდველია, სავარაუდოდ მიწის დაბალი გადასახადის, იაფი მუშახელისა და სტაბილური
მოთხოვნის გამო. შეგიძლიათ ჩემს ნათქვამში შეიტანოთ ნებისმიერი სახის შესწორება ან
დაამატოთ რაიმე კომენტარი უძრავი ქონების ბიზნესში თქვენი გამოცდილებიდან. და რას ფიქრობთ
საქართველოში რეგულაციებისა და სამშენებლო სტანდარტების ნაკლებობის შესახებ -
კარგია ეს თუ უნდა შეიცვალოს?
მბ: დარწმუნებული
ვარ, რომ სამშენებლო ბიზნესი მიმზიდველ ბიზნესად გამოიყურება, მაგრამ
წარმოიდგინეთ, რომ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ან თუნდაც ისრაელში, ოჯახს შეუძლია
იპოთეკური სესხის აღება მანამდეც კი, სანამ დეველოპერს მშენებლობის ნებართვა
მიენიჭება.
ბანკები სრულად უჭერენ მხარს დეველოპერებსა და მყიდველებს და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მილიონები სჭირდება თუნდაც 200 ბინიანი პროექტის მშენებლობას. ასე რომ, ბიზნესი მიმზიდველია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ მიწის შეძენის ფინანსური შესაძლებლობა და მისი მშენებლობის მინიმალური ღირებულების 30% -ით წამოწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ რისკის
ქვეშ აყენებთ,
როგორც მყიდველებს, ასევე კომპანიას.
რეგულაციების თვალსაზრისით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქალაქის, არამედ ქალაქის მაცხოვრებლებისთვისაც. შრომის უსაფრთხოების რეგულაციები, ხანძარსაწინააღმდეგო რეგულაციები და მრავალი სხვა ახალი ვალდებულება, რომელიც ნებისმიერმა დეველოპერმა უნდა შეასრულოს, მშენებლობას უფრო უსაფრთხოსა და ხანგრძლივს გახდის. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სტანდარტები უნდა მივიღოთ
და დავაწესოთ,
მყიდველების შესაძლებლობების გათვალისწინებით. რადგან რეგულაციები ქმნის უსაფრთხო
გარემოს, მაგრამ ასევე ზრდის
მშენებლობის ღირებულებას.
აკ: თბილისში ბევრი ახლად
აშენებული საცხოვრებელი კორპუსი
ქმნის შერეულ, არაერთგვაროვან შთაბეჭდილებას, რადგან ისინი ხშირად ერთმანეთთან
ზედმეტად ახლოს არის აშენებული, მიმდებარე
ინფრასტრუქტურის, ბორდიურების გარეშე, არაფერი რომ აღარ ვთქვათ გამწვანების შესახებ. ზოგი
სამშენებლო ადგილი ათწლეულების განმავლობაში მიტოვებულად რჩება და ქალაქის იმიჯს
აზიანებს.
შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ როგორ რეგულირდება მშენებლობის ხარისხი ისრაელში და როგორ განსხვავდება ეს სისტემა ქართულისაგან, დარწმუნებული ვარ, ეს საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველებისთვის.
მბ: გეთანხმებით
რომ თბილისში ბევრი გაჩერებული პროექტია, ბოლო 2 წლის განმავლობაში ბევრი მათგანი, თბილისის მთავრობის სერიოზული მხარდაჭერით, გაიყიდა ან გადაეცათ დეველოპერებს, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს მშენებლობის დასრულებაზე და ბინები გადასცეს მეპატრონეებს, რომლებმაც რიგ შემთხვევებში თავიანთი ოცნების სახლის
საფასური 20 და კიდევ უფრო მეტი წლის წინ
გადაიხადეს. დარწმუნებული ვარ უფრო მეტი პროექტი არსებობს, რომლებიც მალე დასრულდება.
რაც შეეხება მიმდებარე სივრცის განვითარებას, არქი
ჯგუფი ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს ბაღებისა და საბავშვო-სათამაშო
მოედნების მშენებლობაში, ჩვენი პროექტების ირგვლივ ვქმნით უსაფრთხო და მწვანე
გარემოს. დარწმუნებული ვარ, რომ
სახელმწიფოსგან მხარდაჭერა გვექნება, განსაკუთრებით ძველ და სუსტ
გარეუბნებში, რომლებიც დროთა განმავლობაში დიდად არ განვითარებულა.
ისრაელში მშენებლობის
ნებართვის მოსაპოვებლად, მიმდებარე ტერიტორია დეველოპერის მიერ უნდა დასრულდეს.
მშენებლობაზე მიმაგრებული საფეხმავლო ბილიკებიც დეველოპერის მიერ უნდა გაკეთდეს.
ამჟამად გვყავს დაახლოებით 100 თანამშრომელი, რომელთა საშუალო ხელფასი თვეში 1000 დოლარზე მეტია და დაგეგმილი გვაქვს დეველოპერების რაოდენობის გაორმაგება 2020 წლის ბოლოსთვის.
აკ: ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უძრავი ქონების გარდა, თქვენ სხვა ინტერესებიც გაქვთ, რომლებიც მოიცავს ისეთ მრავალფეროვან სფეროებს, როგორებიცაა : მწვანე ენერგია, ელექტრონული კომერცია და სტარტაპები. როგორ დაინტერესდით ამ სფეროებით და არის თუ არა ისინი რაიმე კავშირში საქართველოსთან? და ხედავთ თუ არა ამ მიმართულებების სამომავლო განვითარების პოტენციალს ჩვენს რეგიონში, ან საქართველო-ისრაელის თანამშრომლობის კონტექსტში?
მბ: მე მჯერა
ქართული განათლებისა და
მოტივაციის. ჩემი
კარგი მეგობრის,
ბატონი ირაკლი
მეზურნიშვილის ინიციატივით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და
ბ-ნ მიხეილ
ბატიაშვილის მხარდაჭერით, ჩვენ
შევქმენით Techub და
Webiz.ge. არ შემიძლია
დავივიწყო სკეპტიკური
სტატიები და
კომენტარები სოციალურ
ქსელებში, რომლებიც ირწმუნებოდნენ რომ ეს წამოწყებები არასდროს
იმუშავებდა ... დღეს ვიტყვი, რომ მე ამაყი
ვარ და
ვერასდროს დავივიწყებ
აკადემიის გახსნის
მომენტს, რომელსაც ესწრებოდა ისრაელის ელჩი და ჩემი ახლო მეგობარი - ბ-ნი შაბთაი
ცური, საქართველოს პარლამენტის წევრებთან
და განათლების
სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად.
ჩვენ გადავამზადეთ ასობით პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, მათგან ბევრი სრულიად უფასოდ, ისრაელის მეთოდოლოგიით. სწავლების დამთავრების შემდეგ ჩვენ დავიქირავეთ ისინი სამუშაოდ და შეიმუშავეს პროგრამა ისრაელის სტარტაპ
კომპანიებისთვის!
ამჟამად გვყავს დაახლოებით 100 თანამშრომელი, რომელთა საშუალო ხელფასი თვეში 1000 დოლარზე მეტია და
დაგეგმილი გვაქვს დეველოპერების რაოდენობის გაორმაგება 2020 წლის ბოლოსთვის.
ბიზნესისა
და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
სააგენტოსთან მჭიდრო
თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ ინვესტიცია ჩავდეთ ჩვენს პირველ,
საქართველოში დაფუძნებულ სტარტაპში http://echolize.com/ რომელიც დაარსდა ძალიან ნიჭიერი
მეწარმეების გიორგი
თუშურაშვილისა და ლადი გაბუნიას მიერ.
ეს
წამოწყება მალე გახდება საერთაშორისო. ჩვენ ვართ არა მხოლოდ ინვესტორები, არამედ
ჩემს პარტნიორებთან - Dudu Zera და Eyal
Bar-Oz ერთად, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაც შეგვიძლია გაგიზიაროთ.
რაც შეეხება მწვანე
ენერგიას, ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს ინდუსტრიაში, რომელიც, ვფიქრობ, მსოფლიოს
ენერგეტიკული ინდუსტრიის მომავალია. ჩვენ გვინდა ჯანსაღი ცხოვრება და ყველამ
ვიცით, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვსუნთქავთ.
საქართველოში წარმოებული
ენერგიის დიდი ნაწილი მაინც მწვანეა და უპირატესობა ისაა, რომ მეზობელი
ქვეყნებიდან მოთხოვნა უსასრულოა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მზის ენერგია
ენერგიის წარმოქმნისთვის, რომლის ექსპორტი შესაძლებელია სხვა ქვეყნებშიც. სულ მალე
გამოცხადდება ტენდერები და სიამოვნებით განვიხილავთ მასში მონაწილეობის მიღებას.
აკ: ჩვენს
ქვეყნებს შორის საქმიან თანამშრომლობას
რომ დავუბრუნდეთ, თქვენი აზრით, აკეთებს
თუ არა მთავრობა ყველაფერს, რაც საჭირო და აუცილებელია? გვირჩევდით
თუ არა რამე ცვლილებების შეტანას
სამთავრობო პოლიტიკაში? და
როგორ ფიქრობთ, იღებენ თუ არა სავაჭრო პალატები სათანადო დახმარებას ოფიციალური ორგანოების მხრიდან?
მბ: მე
მჯერა, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ნებისმიერმა მთავრობამ, ეს არასდროს იქნება
საკმარისი და მათ ყოველთვის შეეძლებათ მეტის გაკეთება. ჩვენ უნდა მივაღწიოთ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას სხვადასხვა
ქვეყნებს შორის, რასაც სამწუხაროდ ძალიან დიდი დრო დასჭირდება.
დარწმუნებული ვარ, რომ
ისრაელის ახალი ელჩი ბ-ნი რან გიდორი სრულად აცნობიერებს ეკონომიკური ზრდის უზარმაზარ პოტენციალს ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობაში
და ეკონომიკის მინისტრ,
ქ-ნ ნათია თრუნავასა და საქართველო-ისრაელის
სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობით ჩვენ, ყველა ერთად
მეტ აქტივობასა და ღონისძიებებს განვახორციელებთ, ასევე შედგება ბიზნეს
გარიგებებიც ებრაელ და ქართველ ბიზნესმენებს შორის.
მინდა ხაზი გავუსვა იმ დიდ
სარგებელს, რომელსაც საქართველო - ლაშა ჟვანიას, ისრაელში საქართველოს ელჩის
პროფესიონალიზმისგან ღებულობს. დარწმუნებული ვარ, რომ ის და ისრაელში საქართველოს
საელჩოს შესანიშნავი და პროფესიონალური გუნდი, ისევე როგორც ისრაელის საელჩო და ელჩი,
რან გიდორი საქართველოში, სრულ მხარდაჭერას გამოთქვამენ საქართველო-ისრაელის
სავაჭრო პალატის საქმიანობასთან დაკავშირებით.
აკ: თქვენი გვარი არ არის ქართული წარმომავლობის,
ამიტომ არ ვიცოდი რომ თქვენ საქართველოში დაიბადეთ, თუ შეიძლება, ცოტა რამ, თქვენს
შესახებაც რომ მოგვიყვეთ.
მბ: ფოთში დავიბადე. სიმონისა და
რუსიკო ბინიაშვილის პირველი ვაჟი ვარ. სამწუხაროდ მამაჩემი 4 წლის წინ გარდაიცვალა. დარწმუნებული ვარ, იამაყებდა
როცა ნახავდა, რა იყო 14 წლის წინ,
როდესაც ის პირველად მოიწვიეს ქართული ბაზრის შესაფასებლად და რა არის ახლა. ძალიან მენატრება!
მამას შემდეგ მე
ჩამოვედი და მას შემდეგ უბრალოდ შემიყვარდა ქართველი ხალხი და განსაკუთრებით პატივს ვცემ ჩემს პარტნიორს, ილია წულაიას, რომელიც მიმაჩნია არა მხოლოდ საქმიან პარტნიორად, არამედ ნამდვილ ოჯახის წევრად და ძმად.
ქართველებს უყვართ ებრაელები და აფასებენ 2600 წლიან მეგობრობას საქართველოსა და ებრაელ ხალხს შორის.
აკ: შეგიძლიათ, თქვენი სამი ყველაზე
გამორჩეული და ბრწყინვალე გამოცდილება გაგვიზიაროთ საქართველოში - კარგი ან ცუდი?
აუცილებელი არ არის თქვენი ბიზნეს პრაქტიკიდან, თუნდაც მოგზაურობიდან, კულტურული
გამოცდილებიდან, ქართული სამზარეულოდან...
ყოველ თვე რამდენიმე დღით ჩამოვდივარ საქართველოში. ყოველთვის, როდესაც ისრაელში
ვბრუნდები, ვხვდები რომ თითო კილოგრამი მოვიმატე თბილისში გატარებული თითოეული დღის განმავლობაში ... ვფიქრობ, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ მე ნამდვილად მიყვარს ქართული სამზარეულო და ღვინო, რაც ბავშვობასა
და იმ საკვებს მახსენებს, ბებია თამარა
რომ მიმზადებდა.
ქრისტიანულ დღესასწაულებზე, ქართველების მიერ შესრულებული „ჰავა ნაგილას“ მოსმენა გულს მითბობს. ეს ნიშნავს, რომ არსებობს სიყვარული, დაფასება და ბედნიერება. სიყვარული არის ის, რაც ბედნიერებისთვის გვჭირდება. სიყვარული ხალხისადმი, სიყვარული სხვა კულტურებისადმი, სიყვარული ახალი გამოცდილების, ახალი გემოვნებისა და ახალი ფერებისადმი; სიყვარული არის ის, რაც
გვიბიძგებს შევიცნოთ მსოფლიო. ჩვენ, ებრაელები, ვმოგზაურობთ იმაზე მეტს, ვიდრე ნებისმიერი ერი.
მსოფლიოს ყველაზე შორეულ და დავიწყებულ რეგიონებშიც კი ნახავთ ებრაელ მოგზაურებს. დარწმუნებული ვარ, რომ 200 000 ტურისტი, რომლებიც გასულ წელს საქართველოში იმყოფებოდნენ, ისრაელში დაბრუნდნენ იმ განცდით, რომ ისინი უყვარდათ და მათაც შეუყვარდათ
ქართველები. დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც Covid-19 აღარ იქნება მსოფლიო მასშტაბის კრიზისი, ატმოსფერო და განწყობა ნორმალური გახდება და საქართველო დარჩება ერთ-ერთ საუკეთესო დანიშნულების ადგილად ებრაელი ტურისტებისთვის, ჩვენ კი, სავაჭრო
პალატა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და მნიშვნელოვან საინვესტიციო მიმართულებად ვაქციოთ.
აკ: დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. გისურვებთ წარმატებებს საქართველოში თქვენ მიერ წამოწყებულ ყველა აქტივობის განხორციელებაში !
მბ: დიდი მადლობა თქვენ, ამ ინტერვიუსთვის.
www.igcc.org.il
‘კავკასიური ჟურნალი’ დიდად აფასებს ისრაელის საელჩოს მხარდაჭერას ამ ინტერვიუს მომზადებაში.
‘კავკასიური ჟურნალი’ დიდად აფასებს ისრაელის საელჩოს მხარდაჭერას ამ ინტერვიუს მომზადებაში.