ელჩი აშოტ სმბატიანი: „ჩვენი ინიციატივა სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის გზაჯვარედინად გადააქცევს, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე იყო"

Ashot SMBATYAN
07.12.2023 (Caucasian Journal)  Caucasian Journal-ისთვის პატივია მიესალმოს მის აღმატებულება აშოტ სმბატიანს, სომხეთის ელჩს საქართველოში და უნგრეთში.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ. 

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: თქვენო აღმატებულებავ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ  ჟურნალში. ეს ინტერვიუ ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი მიზანია მხარი დაუჭიროს ჩვენი რეგიონის ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან კავშირებს, გაიზიაროს მიღწევები და განიხილოს აქტუალური პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები. ასე რომ, როცა ამ ინტერვიუს კონცეფციას ვგეგმავდი, მინდოდა შემომეთავაზა სადისკუსიო ორი ძირითადი თემა: ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგები მთიან ყარაბაღში და სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები. თქვენ შეგიძლიათ შემისწორო,სხვა თემებზე გადამიწოდოთ, მაგრამ ნება მომეცით დავიწყო თანაგრძნობის გამოხატვით 100 000-ზე მეტ სომეხის მიმართ, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ არცახი   (მთიანი ყარაბაღი) და ახლა ძალიან შორს არიან თავიანთი სამშობლოდან. როგორ განმარტავდით ამას, როგორც დიპლომატი და როგორც ადამიანი?

აშოტ სმბატიანი: - პირველ რიგში, ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩად დავინიშნე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, შევაჯამოთ ის პროგრესი, რაც წელს დავაფიქსირეთ.

ელჩი პეტრ კუბერნატი: “ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის ხელი შევუწყოთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას - თუ ამის სურვილი აქვთ“

პეტრ კუბერნატი
18.11.2023 (Caucasian Journal)  დღეს Caucasian Journal-ს აქვს პატივი ესაუბროს მის აღმატებულება პეტრ კუბერნატს, ჩეხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში. დიპლომატიური მისია მან მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. ბატონ კუბერნატს აქვს დიდი გამოცდილება დიპლომატიურ და სხვა სამთავრობო სამსახურში საქმიანობის, ისევე როგორც კერძო სექტორში.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ. 

ალექსანდრე კაფკა, Caucasian Journal-ის მთავარი რედაქტორი: თქვენო აღმატებულებავ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში და Caucasian Journal-ში, მადლობას გიხდით ჩვენი მკითხველების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის. პირველ რიგში, ნება მომეცით, მოგილოცოთ ჩეხეთის ეროვნული დღესასწაული - თავისუფლებისა და დემოკრატიის დღე - რომელიც აღინიშნება 17 ნოემბერს. თუ მართალი ვარ, მთელი თქვენი კარიერის განმავლობაში, ძირითადად, დასავლეთ ევროპაში საქმიანობდით. საქართველო გამოუკვლევ/შეუსწავლელ/უცნობ ტერიტორიად ხომ არ მიგაჩნიათ? 

პეტრ კუბერნატი: საქართველოში პირველად 1982 წელს ვიყავი. ეს იყო კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. იქ ვეუფლებოდი საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ურთიერთობებს, ხოლო ჩემი ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები იყო. ერთ მეგობართან ერთად გადავწყვიტე უკრაინის გარეთაც მომენახულებინა საინტერესო ადგილები. ასე წავედით კავკასიის რესპუბლიკებში, დავიწყეთ თბილისით და გავაგრძელეთ ერევანსა და ბაქოში. 

მას მერე 40 წელიწადზე მეტი გავიდა. დღემდე მახსოვს „ტარხუნა“ - ის მწვანე ლიმონათი. ძალიან მომწონს და მიხარია, რომ ისევ  ვიპოვე. იმ პერიოდში, მახსოვს, რომ უკვე არსებობდა ქანდაკება - ქართლის დედა, რომელიც დღესაც ადგილზეა. მახსოვს რუსთაველის გამზირი, რომელიც ძალიან ლამაზი იყო და დღეს, ჩემი აზრით, გაცილებით ლამაზი და მშვენიერია. თუმცა, სხვა ყველაფერი შეიცვალა - შეიცვალა დადებითი მიმართულებით, მათ შორის ხალხიც. ასე რომ, მეორედ ვარ საქართველოში.

ლევან დოლიძე: "პოლიტიკა რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების დაყოფას სხვადასხვა ქვეყნების აგენტებად, პატრიოტებად და მოღალატეებად ასუსტებს ქვეყანას"

Levan Dolidze
29.03.2023
 (Caucasian Journal) კავკასიური ჟურნალი აგრძელებს ინტერვიუების სერიას საქართველოს წამყვან პოლიტიკურ ექსპერტებთან: ჩვენი დღევანდელი რესპოდენტია ლევან დოლიძე, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) დამფუძნებელი.

მანამდე, სხვა მრავალ თანამდებობასთან ერთად, ბატონი დოლიძე იყო საქართველოს ელჩი ნატოში და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ. 

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი:   მოგესალმებით კავკასიურ ჟურნალში, ბატონო ლევან. დასაწყისისთვის შეიძლება გკითხოთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის საქართველოში ბოლო ვიზიტის შესახებ? როგორ შეაფასებდით ვიზიტის პოლიტიკურ მნიშვნელობას და მიზანს?

ლევან დოლიძე: მადლობას მოგახსენებთ დაინტერესებისთვის და ამ შესაძლებლობისთვის!

ვფიქრობ, ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო, როგორც დროის ასევე მის ფარგლებში გახმოვანებული პოლიტიკური გზავნილების თვალსაზრისით. გერმანია იმ დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს შორისაა, რომლის ლიდერები ყოველთვის მეტი სიფრთხილით საუბროდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე პერსპექტივებზე. დღეს კი არსებით ცვლილებას ვხედავთ ამ მხრივ. განცხადებები, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში გააკეთა კიდევ ერთი დასტურია ევროკავშირის პოლიტიკის ცვლილებისა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს  ინტეგრაციის დინამიკასთან მიმართებით. მინისტრის განცხადება, რომ გერმანიას საქართველოს ევროკავშირში ხილვა სურს მკაფიოდ წარმოაჩენს იმ ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს მიეცა.

მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური: "ჩვენ მეგობრობის ორი ათასწლეული გვაკავშირებს"

Bettencourt
04.12.2022 (Caucasian Journal)  დღეს განსაკუთრებული პატივია კავკასიური ჟურნალისთვის მივესალმოთ მის აღმატებულებას ბატონ ჟოზე აველინო ბეტანკურს, სამოციქულო ნუნციოს (ვატიკანის ელჩს) სომხეთსა და საქართველოში.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ. 

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით „კავკასიურ ჟურნალში“ და მადლობას მოგახსენებთ ამ შესაძლებლობისთვის.  თქვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია მუშაობთ თბილისში - თქვენი საელჩო მოიცავს სომხეთსა და საქართველოს. ამასთან, თქვენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელიც ბრძანდებით საქართველოში. ჩემი პირველი კითხვაა: რას გვეტყვით თქვენს სამუშაოზე? ხშირად გიწევთ კავკასიაში მოგზაურობა? როგორია თქვენი შთაბეჭდილება მსოფლიოს ამ ნაწილის შესახებ?

ჟოზე ბეტანკური:  მადლობა ინტერვიუზე მოწვევისთვის. სამხრეთ კავკასიაში ჩამოვედი ჩემი წინამორბედების კვალდაკვალ, იმ იმედით, რომ გავაგრძელო ის ყოველივე კარგი, რაც ჩემამდე გაკეთდა. ამასთან, ვცდილობ მოვერგო დღევანდელ რეალობებს. 

წმიდა საყდარი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ცნო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების ოცდაათ წლისთავს. ამასთან, წმიდა საყდარი მეათე სახელმწიფო გახლდათ, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა თბილისში. მსიამოვნებს იმის აღნიშვნა, რომ ჩვენ მეგობრობის ორი ათასწლეული გვაკავშირებს. 

ღასან ხალილი: „მთავრობამ, კერძო სექტორმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთიანი ძალებით უნდა შექმნან ისეთი გარემო, სადაც ბავშვი იქნება პრიორიტეტი“

20.11.2022 (Caucasian Journal)  ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ბატონი ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.
 
▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ. 

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი:  ბატონო ღასან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიის ჟურნალში. როგორც ვიცით, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლად 2018 წლის შემოდგომაზე დაინიშნეთ, შესაბამისად, ზუსტად ოთხი წელია, რაც აქ იმყოფებით. მოდი, პირდაპირ გკითხავთ: როგორ ფიქრობთ, ბოლო წლებში გაუმჯობესდა თუ არა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იმ მიმართულებებით, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდი უწევს მონიტორინგს?

 

ღასან ხალილი: ძვირფასო ალექსანდრე, პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცით შესაძლებლობა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობის შესახებ მესაუბრა. საქართველოში გატარებული ოთხი წელი უაღრესად საინტერესო და, ამავდროულად, გამოწვევებით აღსავსე გახლდათ, განსაკუთრებით კი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში. სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდმა, რომელიც საქართველოში 1993 წლიდან არსებობს, დაარსების დღიდან დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში. თუმცა, განსაკუთრებით მსურს, აღვნიშნო ის წარმატება, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდის გუნდმა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია, კერძოდ კი, გაფართოვდა ჩვენი მოღვაწეობის თემატური და გეოგრაფიული არეალი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უფრო მეტ რეგიონთან დავიწყეთ თანამშრომლობა.

 

აკ: როგორც ვიცი, დოქტორის ხარისხი სორბონის უნივერსიტეტში მოიპოვეთ და თქვენი მოღვაწეობის არაერთი წელი მიუძღვენით ბავშვის უფლებების დაცვას. შესაბამისად, თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ საქართველოში ამ მიმართულებით მოღვაწე ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი სწორედ თქვენ ბრძანდებით. გთხოვთ, ცოტა თქვენს შესახებაც გვიამბეთ და გვითხარით, როგორ მოხვდით საქართველოში?

 

ვლადიმერ სვანაძე: "სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობაზე, განიცდიან სპეციალისტების დიდ ნაკლებობას"

10.10.2022 (Caucasian Journal) რა არის კიბერუსაფრთხოება და როგორ შეუძლია მას გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებასა და საქმიანობაზე? ბევრმა იცის კიბერუსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, მაგრამ ბევრს არ აღელვებს ეს საკითხი სანამ სერიოზული პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდებიან. რა მდგომარეობაა საქართველოში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და ინტერნეტის მმართველობის სფეროში? რამდენად კარგად ვართ დაცულები, როგორც ინდივიდები? რა საფრთხეს უქმნის დაუცველობა ბიზნესს და არსებობს თუ არა კავშირი სამხედრო უსაფრთხოებასთან?

ოქტომბერი ევროპის კიბერუსაფრთხოების თვეა, ამიტომ მივიჩნიეთ, რომ ეს კარგი მომენტია ამ თემის პროფესიონალთან განსახილველად, ამიტომ მადლობას მოვახსენებთ ვლადიმერ სვანაძეს ინტერვიუსთვის. 

ვლადიმერ სვანაძე ინტერნეტის განვითარების ინიციატივის (IDI) საბჭოს თავმჯდომარეა. როგორც წამყვანი ექსპერტი ის გახლავთ კიბერუსაფრთხოების აკადემიის (CSA) და საქართველოს საინფორმაციო უსაფრთხოების ასოციაციის (GISA) მმართველი პარტნიორი. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი მრჩეველი კიბერუსაფრთხოების საკითხებში, მონაწილეობდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაში. ის არის ICC Georgia-ს „ციფრული ტრანსფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების კომიტეტის“ თავმჯდომარე.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო ლადო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიის ჟურნალში. რამდენად რთულად დასაჯერებელიც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, იცით, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ კიბერუსაფრთხოება. რატომ არ ვიწყებთ რამდენიმე სიტყვით ასეთ ადამიანებს? შეგიძლიათ ამის შემდეგ მყისიერად გააფრთხილოთ და იცოდეთ? შესაძლოა, არის მაგალითები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ილუსტრაციები ჩვენი მკითხველებისთვის, რომელთა უმეტესობა მარტივი მომხმარებელია და არა IT-ის ექსპერტები. გონივრული იქნება თუ სტატიას ამ ადამიანებისთვის ორიოდე სიტყვის თქმით დავიწყებთ. შეგიძლიათ გააცნობიეროთ ისინი? შესაძლოა, არსებობს მაგალითები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ილუსტრაცია ჩვენი მკითხველისთვის, რომელთა უმეტესობა არა IT ექსპერტი, არამედ უბრალოდ ინტერნეტ მომხმარებელია.

ვლადიმერ სვანაძე: დიდი მადლობა მოწვევისთვის. ის ფაქტი, რომ ბევრს არ ესმის კიბერუსაფრთხოება და მისი მნიშვნელობა, ეს ბუნებრივია და კომპიუტერის უბრალო მომხმარებელს ე. წ. „ენდ იუზერს“ არც სჭირდება ესმოდეს ეს დარგი პროფესიულ დონეზე. მისთვის, როგორც ინტერნეტის სერვისების მომხმარებლისთვის საინტერესო და აუცილებელი არის იცოდეს და იცავდეს იმ უმნიშვნელო წესებს, თუნდაც მოთხოვნებს, რაც უკავშირდება კომპიუტერთან სწორ მუშაობას, ერთი სიტყვით რომ ვთაქვათ უნდა ჰქონდეს გათავისებული კიბერჰიგიენის ელემენტარული უნარები, რაც მას როგორც მომხმარებელს ყოფით დონეზე, ეხმარება იყოს მაქსიმალურად დაცული კიბერსივრცეში. ვიმეორებ მაქსიმალურად დაცული, და არა ასპროცენტიანად დაცული, ვინაიდან ასპროცენტიანი დაცულობა შეუძლეველია, და ამის გარანტიასაც არავინ არ იძლევა. კიბერჰიგიენა მოიცავს თუნდაც ისეთ მარტივ წესს, რაც უკავშირდება პაროლის საკითხს, კერძოდ, აუცილებელია პაროლი იყოს მინიმუმ რვა ნიშნიანი და შედგებოდეს ციფრებისგან, ასოებისგან და სიმბოლოებისგან, შეადგენდეს მათ ერთობლიობას, და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული მომხმარებლის ან მისი მეუღლის, შვილების, საყვარელი ადამიანების სახელები, სახელების პირველი ასოების კომბინაცია, დაბადების წლები ან სხვა ღირსშესანიშნავი თარიღები. პაროლი უნდა იცვლებოდეს სისტემატურად, დაახლოებით 2 – 3 თვეში ერთხელ მაინც და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაეცეს თუნდაც დროებითი მოხმარებისთვის მესამე პირს, და ასევე პაროლებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოწყობილობას თუ ანგარიშს ჰქონდეს ინდივიდუალურად მინიჭებული პაროლი ....... ამ ეტაპზე, აი ეს შემიძლია ასე მოკლედ, ერთი - ორი სიტყვით, ვუთხრა თქვენს მკითხველებს .....

(ვიდეო) იხილეთ პირველი "ნორდიკული საუბარი" ნარჩენების მართვის შესახებ

29.09.2022 (Caucasian Journal). ეს წარმოადგენს ნორდიკული საუბრის „როგორ გავზარდოთ ნარჩენების მართვაში ნორდიკული გამოცდილების გავლენა? საქართველოსა და სომხეთთან ნორდიკული თანამშრომლობის ქეისი“-ს შეჯამებას,  რომელსაც ესწრებოდნენ სომეხი, ქართველი, ნორვეგიელი და შვედი ექსპერტები. ეს არის პირველი ნორდიკული საუბარი, რომელიც მოიცავს სომხეთს.

მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ საერთაშორისო დისკუსიის ვიდეო მიმოხილვა.  

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.


როგორც საქართველო,  ასევე სომხეთი თანამშრომლობენ ნორდიკულ ქვეყნებთან, მათ შორის ნარჩენების მართვის სფეროში. ნორდიკული მოლაპარაკებების ეს სესია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება სარგებელი იქნას მიღებული ნორდიკული პარტნიორების გამოცდილებიდან, სფეროში არსებულ ადგილობრივ ინიციატივებზე და რისი სწავლება  შეუძლია ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებისგან.

2021 წელს, კავკასიურმა ჟურნალმა ორგანიზება გაუკეთა სამხრეთ კავკასიაში პირველ ნორდიკულ საუბრებს, რომელიც ფოკუსირებული იყო ჰიდროენერგიასა და განათლებაზე (ბმული).

დისკუსია ამჟამად უკვე ხელმისაწვდომია ქართული სუბტიტრებით. შეგიძლიათ უყუროთ ქვემოთ. თუ გსურთ პირველი გაეცნოთ ჩვენს ექსკლუზიურ ვიდეო ინტერვიუებს, გთხოვთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი აქ


სიიმ სიკუტი: “უფრო მეტი ელ-ბინადარი გვიერთდება, ვიდრე ბავშვი იბადება ქვეყანაში’’ (წაიკითხეთ ან იხილეთ ვიდეო)

12.05.2022 (Caucasian Journal).  დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ სიიმ სიკუტი, ცნობილი ესტონური ელ-ბინადრობა (e-Residency) პროგრამის თანადამფუძნებელი და ესტონეთის მთავრობის ყოფილი მთავარი ინფორმაციის ოფიცერი. იგი მიიჩნევა „ელექტრონული-ესტონეთის“ ერთ-ერთ პიონერად- ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ციფრული ერისა. იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ქვემოთ, ან წაიკითხეთ სტატია

თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი 


იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ან წაიკითხეთ სტატია.  Read the English language version here

სიიმ სიკუტი:  “უფრო მეტი ელ-ბინადარი გვიერთდება, ვიდრე ბავშვი იბადება ქვეყანაში’’

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიური ჟურნალის ვიდეო ინტერვიუებში! დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ სიიმ სიკუტი, ცნობილი ესტონური ელ-ბინადრობა (e-Residency) პროგრამის თანადამფუძნებელი და ესტონეთის მთავრობის ყოფილი მთავარი ინფორმაციის ოფიცერი. იგი მიიჩნევა ელექტრონული-ესტონეთის ერთ-ერთ პიონერად- ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ციფრული ერისა.