ვიდეო: უყურეთ პირველ „ნორდიკულ საუბარს" სუფთა ენერგიის განათლების შესახებ

09.02.2022 (Caucasian Journal). პირველი "ქართული" ნორდიკული საუბარი გაიმართა „კავკასიური ჟურნალის“ ორგანიზებით 2021 წლის ბოლოს. საუბრის დროს ყურადღება გამახვილებულ იქნა  სუფთა ენერგიასა და საშუალო სკოლის განათლებაზე, კერძოდ ნორვეგიასა და საქართველოს, ორ „ჰიდრო ენერგეტიკულ“ ერს შორის საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამაზე. 

მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ორდღიანი საერთაშორისო დისკუსიის ვიდეო მიმოხილვა.  

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.


რას არის ნორდიკული საუბარი? ეს წარმოადგენს სკანდინავიური საბჭოს მხარდაჭერით ორგანიზებულ პირდაპირი მოლაპარაკებებისა და პოდკასტების სერიას, რომელიც ეხმიანება ყველაზე დიდ გლობალურ გამოწვევებს, საერთაშორისო მასშტაბით. 

პირველი ქართული ნორდიკული საუბრის ფარგლებში მოვიწვიეთ მწვანე ენერგიით, ჰიდრო რესურებითა და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებული პირები. 

ჩვენი დისკუსია, რომელიც ფოკუსირებულ იყო სუფთა ენერგიის განათლებაზე, იყო სათაურით- „როგორ მივიღოთ მაქსიმუმი სკანდინავიური სუფთა ენერგიის განათლების საშუალებით“- ნორვეგიისა და საქართველოს ქეისი- ორი „ჰიდროენერგიული“ ერი .

დისკუსია ამჟამად უკვე ხელმისაწვდომია ქართული სუბტიტრებით. შეგიძლიათ უყუროთ ქვემოთ. თუ გსურთ პირველი გაეცნოთ ჩვენს ექსკლუზიურ ვიდეო ინტერვიუებს, გთხოვთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი აქ


ჩვენი გამორჩეული სპიკერები იყვნენ:
  • პროფესორი ოდბიორნ ბრულანდი (ნორვეგია), ინჟინერიის ფაკულტეტი, ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (NTNU);
  • ლაინ ამლუნდ ჰაგენი (ნორვეგია), ჰიდროენერგიის საერთაშორისო ცენტრის მმართველი დირექტორი;
  • ნანა იმედაშვილი (საქართველო), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
  • პროფესორი მურმან მარგველაშვილი (საქართველო), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • კირსტენ ვ. ვესტგარდი (ნორვეგია), პროგრამის დირექტორი, საერთაშორისო დეპარტამენტი, ნორვეგიის წყლის რესურსები და ენერგეტიკის დირექტორატი.
  • ქართველო სტუდენტები საქართველოდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან  ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები Zoom-ის საშუალებით. 

ჩვენი პირველი ნორდიკული საუბრის იდეა, რომელიც მოიცავდა ნორვეგიასა და საქართველოს, მიზნად ისახავდა სკანდინავიური ცოდნის გაზიარების ყველაზე ეფექტურ გზებს ქვეყნების სასარგებლოდ, განსაკუთრებით SDG-თან დაკავშირებულ პრობლემებზე, როგორიცაა სუფთა ენერგია. როგორც მაგალითი ჩვენ განვიხილეთ ჰიდროენერგიული ინჟინერიის გაცვლითი პროგრამა ნორვეგიასა და საქართველოს შორის. 

დისკუსიის განსაკუთრებულ ქვაკუთხეთს წარმოადგენდა მოტივირებული და ამჟამინდელი გაცვლითი პორგრამის ახალგაზრდა სტუდენტების გამოხმაურებები: მაგალითად, აპირებენ თუ არა ნორვეგიაში განათლების მიღების შემდგომ სამშობლოში დაბრუნებას. 

პროფესორი ოდბიორნ ბრულანდი:
მოხარულნი ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც გვაქვს საქართველოსთან - სტუდენტები ძალიან ჭკვიანნი და ჩართულნი არიან. ასე რომ, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ მათი აქ ყოფნით.

ძირითად საკითხს წარმოადგენდა სიტუაციის გაუმჯობესება: ყურადღება გავამახვილეთ პრაქტიკულ წინადადებებზე, თუ როგორ შეიძლება სკანდინავიური ქვეყნების გაცლითი პროგრამებისა და ცოდნის გაზიარების ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდა. გაცვლით პროგრამების ეფექტურობის გაზრდის გზებზე საუბრისას  NTNU– ს პროფესორმა ბრულენდმა განაცხადა: „გამოწვევა მდგომარეობს შემდეგში, აპლიკაციების ძირითადი ნაწილი არის რამდენიმე ქვეყნიდან, რადგან პროგრამის შესახებ ინფორმაცია ძირითადად სიტყვიერად ვრცელდება“. 

ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ ნორდიკული საუბრის დროს გახმოვანებულ იქნა  პრაქტიკული რჩევების სერია და ისინი ინიცირებული იყო როგორც სპიკერების, ასევე დამსწრე სტუდენტების მიერ. 

პროფესორ მურმან მარგველაშვილის წინადადების საპასუხოდ ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკული სამმართველოს წარმომდგენელმა, კირსტენ ვესტგარდმა განაცხადა: "ვფიქრობ, ძალიან კარგი იდეაა, ხელი შევუწყოთ აკადემიურ თანამშრომლობას საქართველოსა და ნორვეგიას შორის, ამიტომ მოხარულნი ვიქნებით თქვენც გაგაცნოთ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ. ასევე, შესაძლოა კარგი იდეა  იყოს კომისია, რომელსაც შეეძლება ჰიდროენერგიის სხვადასხვა ასპექტის გადახედვა.  თუ ამას გააკეთებთ, მივესალმებით  ნორვეგიაში სასწავლო ტურების ორგანიზებას"

შალვა აბრამიშვილმა, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, აღნიშნა:  "გამოყენებით მეცნიერებებში პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა ფუნდამენტურ მეცნიერებებში. იმედი მაქვს,  გვექნება საშუალება, რომ ვიმუშაოთ გლაციოლოგიის სპეციალისტებთან, რადგან თქვენ გაქვთ ძალიან კარგი გლაციოლოგიის სკოლა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამად, გლობალური დათბობიდან გამომდინარე". თბილისელი სტუდენტის ამ წინადადებას მიესალმნენ წარმომადგენლები ნორვეგიიდან, რომლებმაც ამ მნიშნველოვანი და ღირებული იდეისათვის მადლობა გადაუხადეს. 

"კავკასიური ჟურნალი" მაღალი ხარისხის განათლებას ფუნდამენტურ პრიორიტეტად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ ჩვენი პირველი "ქართული" ნორდიკული საუბარი სასარგებლო როლს ითამაშებს ამ კრიტიკული სფეროს შემდგომ განვითარებაში. მადლობლები დავრჩებით, თუ ჩვენი მკითხველი საქართველოში ითანამშრომლებს ჩვენთან გაზიარებისა და გადაპოსტვის საშუალებით. საერთაშორისო გაზიარებისათვის, თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ინგლისური ვერსია სუბტიტრების გარეშე აქ : ლინკი

 „კავკასიური ჟურნალის“ „ქართულ-ნორვეგიული“ სკანდინავიური საუბარი წარმოდგენლია ნორდიკული საუბრების ვებგვერდზე

„კავკასიური ჟურნალი“ მადლობას უხდის სკანდინავიის მინისტრთა საბჭორს მხარდაჭერისათვის ამ ღონისძიების მომზადების პროცესში. 


 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:
Google News  *  Twitter  *  Facebook  *  Medium  *  LinkedIn  *  YouTube  *  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: