დოქტორი მარეკ დაბროვსკი: „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობათა უნიკალური გეოპოლიტიკური ფანჯარა მომავალში შეიძლება აღარ განმეორდეს“

29.05.2024 (Caucasian Journal).  ჩვენ გვაქვს პატივი, მივესალმოთ დოქტორ მარეკ დაბროვსკის, არარეზიდენტ მკვლევარს ბრიუგელის ანალიტიკური ცენტრიდან, რომელიც ბრუსელში მდებარეობს, თანადამფუძნებელსა და მკვლევარს ვარშავის სოციალური და ეკონომიკური კვლევის ცენტრიდან (CASE) და მოწვეულ პროფესორს ვენის ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტიდან.

Marek DABROWSKI1980-იანი წლების ბოლოდან დოქტორი დაბროვსკი დაკავებული იყო პოლიტიკური რჩევებითა და კვლევების განხორციელებით, რომლებიც დაკავშირებული იყო საერთაშორისო ფინანსურ არქიტექტურასთან, ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებთან და გარდამავალ პოლიტიკურ ეკონომიკასთან. ასევე მუშაობდა კონსულტანტად ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, UNDP, OECD და USAID-ის პროექტებში. გარდა ამისა, არის რამდენიმე სამეცნიერო და პოლიტიკური სტატიის ავტორი და სხვადასხვა პუბლიკაციების რედაქტორი.

 In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

ალექსანდრე კაფკა, CJ-ის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო პროფესორ დაბროვსკი, გმადლობთ ყურადღებისთვის ჩვენი მკითხველებისადმი. თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და „ახალი აღმოსავლეთის გაფართოების“ დარგში, ნება მომეცით დავიწყო ყველაზე აქტუალური კითხვით: შეიძლება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი და წევრობის მოლაპარაკებები გაუქმდეს იმ კანონის მიღების გამო, რომლის ანალოგები ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობაში (როგორიცაა უნგრეთი) გვხვდება?

მარეკ დაბროვსკი: არ ვიცი ევროკავშირში ამჟამად მოქმედი კანონი, რომელიც ქართული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ ანალოგია.  უნგრეთის „სუვერენიტეტის დაცვის აქტი“ ვრცელდება საარჩევნო კამპანიების საგარეო დაფინანსებაზე. 2017 წელს მიღებული წინა კანონი, რომელიც სპეციალურად ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, გააუქმა 2020 წელს ევროკავშირის იუსტიციის სასამართლომ და ხოლო უნგრეთის პარლამენტმა კი 2021 წელს. გახსოვდეთ, რომ უნგრეთი რჩება მე-7 მუხლის პროცედურებში, ევროკავშირის ხელშეკრულებების ძირითადი პრინციპების და ღირებულებების დარღვევისთვის.

4 ივნისს BTU, Emerging Europe-თან ერთად, მასშტაბურ ონლაინ ღონისძიებას უმასპინძლებს

29.05.2024 (Caucasian Journal). ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, დიდ ბრიტანეთის Emerging Europe-თან ერთად, 4 ივნისს მასშტაბურ ონლაინ ღონისძიებას, “საქართველოს ევროპული ინტეგრაცია: აქცენტები მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე”“საქართველოს ევროპული ინტეგრაცია: აქცენტები მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე” მასპინძლობს. 

In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

შეხვედრა დაეთმობა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და იმ საგანმანათლებლო, სამეცნიერო თუ ინოვაციურ პროგრამებს, რომელიც ამ პროცესის ეფექტიანად განხორციელებას ემსახურება. ღონისძიებას გახსნიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, ნინო ენუქიძე და Emerging Europe-ის დამფუძნებელი პარტნიორი - ენდრიუ ვრობელი.

განათლების, კვლევებისა და ინოვაციების პანელური დისკუსიების ფარგლებში წამყვანი ევროპელი და ქართველი ექსპერტები მრავალფეროვან საკითხებს განიხილავენ; მათ შორის: საერთაშორისო ინიციატივებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს  სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიმართულებით, რა აქტივობები ხორციელდება ევროპულ სამეცნიერო ეკოსისტემაში, რა ტიპის თანამშრომლობაა ყველაზე ეფექტური, საქართველოს პარალელურად, როგორია ევროპული ქვეყნების პოტენციალი და შესაძლებლობები, რა დამატებითი ღირებულების მოტანა შეუძლია ევროპულ ინოვაციებს და ტექნოლოგიებს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ საქართველოს მზადყოფნაზე და სამომავლო პერსპექტივებზე სხვადასხვა ევროპულ ინიციატივებსა და ქსელებში ჩართვის შესახებ.


 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:
Google News  *  Twitter  *  Facebook  *  Medium  *  LinkedIn  *  YouTube  *  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ:

ჟან კაველიე: „საქართველო სულ უფრო და უფრო შორდება პრესის დამაკმაყოფილებელ თავისუფლებას და, შესაბამისად, დემოკრატიისა და ევროკავშირის გზას“

27.05.2024 (Caucasian Journal). 
Jeanne Cavelier
Photo: RSF/Manon Levet
დღეს ჩვენი სტუმარია ჟან კაველიერი, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ქ-ნ კაველიე ადრე მუშაობდა ისეთ ცნობილ ფრანგულ გაზეთებში, როგორიცაა L'Opinion და Le Monde.

 In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

ალექსანდრე კაფკა, CJ-ის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო ჟან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ ჟურნალში, გმადლობთ  ჩვენი მკითხველებისადმი ყურადღებისთვის. წლევანდელი პრესის თავისუფლების დღე საქართველოსთვის საამაყო მომენტი არ იყო. მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის უახლესი გამოცემის მიხედვით, ჩვენი პრესის თავისუფლება სამი წლის განმავლობაში 43 ადგილით  ჩამოქვეითდა: 2021 წელს მე-60 ადგილიდან წელს 103-ე ადგილზე გადაინაცვლა. თქვენი ინდექსი 2002 წლიდან ჰფენს ნათელს პრესის თავისუფლებას. რამდენად ზუსტია მთლიანობაში და რამდენად საგანგაშოა საქართველოს პოზიციის ჩამოქვეითება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

თომას ჰაკერი: “კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და არა მთავრობას” (იხილეთ ვიდეო ან წაიკითხეთ)

Thomas Hacker
21.05.2024 (Caucasian Journal).  ბ-ნ თომას ჰაკერი, გერმანიის ბუნდესტაგის (ფედერალური პარლამენტი) წევრია, რომელმაც ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა კავკასიურ ჟურნალს.  იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ქვემოთ, ან წაიკითხეთ სტატია:
 In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი 


იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ან წაიკითხეთ სტატია. 

თომას ჰაკერი: “კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და არა მთავრობას”


ალექსანდე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო ბატონო ჰაკერ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ ჟურნალში, გმადლობთ თქვენი ყურადღებისთვის ჩვენი მკითხველების მიმართ. თქვენ წარმოადგენთ ბავარიას ბუნდესტაგში, მაგრამ, როგორც ჩანს, ჭეშმარიტი ინტერესი გაქვთ საქართველოს მიმართ. როგორ დაინტერესდით ჩვენი ქვეყნით?

თომას ჰაკერი: ბუნდესტაგში, სადაც თითქმის შვიდი წელია ვმსახურობ, ვარ ევროპულ საკითხთა კომიტეტის წევრი და ჩემი საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენელი. ამიტომ, ჩემს პასუხისმგებლობაში შედის ის ქვეყნები, რომლებიც გაფართოების პროცესის ნაწილია. როცა რომელიმე ქვეყანაში ჩავდივარ, ვცდილობ შევხვდე არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს.

საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა ძალიან რთული სამეზობლოთი.

საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტისას აღმოვაჩინე ჭეშმარიტი ინტერესი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, გამხდარიყვნენ ევროპული საზოგადოების წევრნი. ქართული ცხოვრების წესის, კერძებისა და ღვინის დიდხნიანი ტრადიციის შესახებაც ბევრი რამ შევიტყვე, ამიტომ ისევ დავბრუნდი საქართველოში. და იმედი მაქვს, რომ ჩემი ბოლო მოგზაურობა არ იქნება უკანასკნელი. კიდევ ორ ვიზიტს ვგეგმავთ. საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა ძალიან რთული სამეზობლოთი და ვშიშობ, რომ რუსეთის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა ძალიან დიდია. მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც გერმანიამ და ევროკავშირმა, უნდა გამოვავლინოთ რწმენა საქართველოს მიმართ.

მილოშ მიხლოვსკი: "თუ ქართველ მეღვინეებს სურთ იყვნენ კონკურენტუნარიანები ევროპულ ბაზარზე, მათ უნდა მოახდინონ დივერსიფიკაცია" (იხილეთ ვიდეო ან წაიკითხეთ)

16.05.2024 (Caucasian Journal).  დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ მეღვინეობის დარგის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, დოქტორ მილოშ მიხლოვსკი. ის ამჟამად სტუმრობს საქართველოს და ინტერვიუზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.  იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ქვემოთ, ან წაიკითხეთ სტატია:
 In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი 


იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ან წაიკითხეთ სტატია. 

მილოშ მიხლოვსკი: "თუ ქართველ მეღვინეებს სურთ იყვნენ კონკურენტუნარიანები ევროპულ ბაზარზე, მათ უნდა მოახდინონ დივერსიფიკაცია"

ალექსანდე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიური ჟურნალის ვიდეო ინტერვიუებში! დიდი სიამოვნებით მივესალმებით მეღვინეობის დარგის ერთ-ერთ წამყვან ჩეხ ექსპერტს, დოქტორ მილოშ მიხლოვსკის. ის ამჟამად სტუმრობს საქართველოს და ინტერვიუზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა. ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ჩეხეთის საელჩოს თბილისში ამ შესაძლებლობისა და თარგმანის პროცესში დახმარებისათვის. დოქტორ მიხლოვსკი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია საქართვლოში? რამ ჩამოგიყვანათ აქ?

მილოშ მიხლოვსკი: მსურს მოგესალმოთ მორავიული მისალმებით „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვენახში!“ საქართველოში პირველად არ ვიმყოფები. ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში იყო 1970-იან წლებში სწავლის და დოქტორანტურის პერიოდში. ხშირად ჩამოვდიოდი, რადგან აქ ბევრი მეგობარი მყავდა. გასულ წლებში ჩვენ გვქონდა ორმხრივი თანამშრომლობითი პროექტები ჩეხეთსა და საქართველოს შორის, ვინაიდან ვცდილობთ გავაზიაროთ როგორც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილება, ასევე ყველა ნასწავლი გაკვეთილი.