ვიდეო: აფტონ ჰალორანი, ელენე შატბერაშვილი, დიმიტრი კოსტაროვი განიხილავენ მდგრადი კვების სისტემების გარდამავლობის საკითხს

27.05.2021 (
Caucasian Journal).  დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მდგრადი კვების სისტემებზე. ჩვენი სტუმრები არიან დოქტორი აფტონ ჰალორანი, დანიელი ექსპერტი მდგრადი კვების სისტემების გარდამავლობის საკითხში, ელენე შატბერაშვილი, ელკანას ბიოლოგიური მეურნეობის ასოციაციიდან და დოქტორი დიმიტრი კოსტაროვი, სოფლის მეურნეობის სატელევიზიო არხის -საფერავი TV-ის ხელმძღვანელი და დამოუკიდებელი მეღვინე. ჩვენი ინტერვიუს ნახვა ან წაკითხვა შესაძლებელია ორ ენაზე. კავკასიური ჟურნალი, ქვემოთ წარმოგიდგენთ ვიდეო ინტერვიუს.

▶ In English: ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.

თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი.


აფტონ ჰალორანი, ელენე შატბერაშვილი, დიმიტრი კოსტაროვი განიხილავენ მდგრადი კვების სისტემების გარდამავლობის საკითხს

27.05.2021 (კავკასიური ჟურნალი). დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მდგრადი კვების სისტემებზე. ჩვენი სტუმრები არიან დოქტორი აფტონ ჰალორანი, დანიელი ექსპერტი მდგრადი კვების სისტემების გარდამავლობის საკითხში, ელენე შატბერაშვილი, ელკანას ბიოლოგიური მეურნეობის ასოციაციიდან და დოქტორი დიმიტრი კოსტაროვი, სოფლის მეურნეობის სატელევიზიო არხის -საფერავი TV-ის ხელმძღვანელი და დამოუკიდებელი მეღვინე.

In English: ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.
▶ ინტერვიუს ვიდეო ვერსიის სანახავად, დააჭირეთ აქ.

ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მადლობა მინდა გადავუხადო აფტონ ჰალორანს ამ ინტერვიუსთვის და ჩემი პირველი კითხვა არის შემდეგი: ჩვენ ვიცით, რომ სკანდინავიის ქვეყნები ლიდერებს შორის არიან მდგრადი კვების სისტემების გარდამავლობის პროცესში. საინტერესოა, რატომ არის ასე და თუ შეგიძლიათ, რომ თქვენი ცოდნა და მიდგომები გაგვიზიაროთ ამ პრობლემასთან მიმართებით.

აფტონ ჰალორანი: გამარჯობა, მე ვარ აფტონ ჰალორანი და ვარ დამოუკიდებელი კონსულტანტი მდგრადი კვების სისტემების მობილობის საკითხებში. ვთანამშრომლობ სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სააგენტოსთან იმის გასაგებად, თუ როგორ შეუძლიათ მათ კვების სისტემის გარდაქმნა. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ კვების სისტემაზე, საჭიროა ვისაუბროთ კვების სისტემის სხვადასხვა ასპექტებზე. მაგალითად, ადამიანური ასპექტი, საზოგადოებრივი ასპექტი, მაგრამ ასევე ეკონომიკური ასპექტი, ეკოლოგიური ან გარემოს ასპექტი და თუნდაც პოლიტიკური ასპექტი. როდესაც განვიხილავთ ყველა ამ განზომილებას, როგორც ერთ მთლიანობას და იმას, თუ როგორ მოქმედებენ ისინი კვებაზე, რას ვაწარმოებთ და რას ვიღებთ, ამ ყველაფერს, ჩვენ ვხედავთ, როგორც ერთ მთლიან სისტემას.

ელჩი რიინა კალიურანდი (ვიდეო): "ესტონელებს სურთ შედეგის დანახვა, ამიტომ ამის შესაბამისად ვმოქმედებთ"

08.03.2021 (
Caucasian Journal).  დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, გავესაუბროთ ესტონეთის ელჩს საქართველოსა და სომხეთში - მის აღმატებულებას, რიინა კალიურანდს.  ჩვენი ინტერვიუს ნახვა ან წაკითხვა შესაძლებელია ორ ენაზე.  კავკასიური ჟურნალი, ქვემოთ წარმოგიდგენთ ვიდეო-ინტერვიუს, ქართული სუბტიტრებით

▶ In English: ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.

თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი.


ელჩი რიინა კალიურანდი: "ესტონელებს სურთ შედეგის დანახვა, ამიტომ ამის შესაბამისად ვმოქმედებთ"

18.05.2021 (კავკასიური ჟურნალი)დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, გავესაუბროთ ესტონეთის ელჩს საქართველოსა და სომხეთში - მის აღმატებულებას, რიინა კალიურანდს.  ჩვენი ინტერვიუს ნახვა ან წაკითხვა შესაძლებელია ორ ენაზე. კავკასიური ჟურნალი, ქვემოთ წარმოგიდგენთ ინტერვიუს სრულ ქართულ ტექსტს.

 In English: ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.
▶ ინტერვიუს ვიდეო ვერსიის სანახავად, დააჭირეთ აქ.

ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით კავკასიური ჟურნალის ვიდეო-ინტერვიუებზე. თქვენ თბილისში, საელჩოს შედარებით ახალი უფროსი ხართ. როგორ შეაჯამებდით, თქვენს შთაბეჭდილებებს?

რიინა კალიურანდი: დიდი მადლობა ამ ინტერვიუზე მოწვევისთვის. მართლაც, მე შედარებით ახალი ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ცოტა ხნის წინ ჩამოვედი - ეს ცხრა თვის წინ იყო და საკმაოდ რთულ - პანდემიის შუა პერიოდში მომიწია ჩამოსვლა. ასე რომ, ნორმალური სოციალური ცხოვრება, სხვა დიპლომატებთან კომუნიკაცია და ქვეყნის შიგნით მოგზაურობა საკმაოდ ლიმიტირებული და შეზღუდული იყო. შესაბამისად, შეიძლება, ამ დროისთვის, არ გამიკეთებია იმდენი, რამდენის გაკეთებაც მსურდა და არ მიმოგზაურია ქვეყანაში იმდენი, რამდენიც მსურდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე ქვეყანა გაიხსნება და ამ ყველაფერს გამოვასწორებ, ცოტა მოგვიანებით. 

“ჩვენი ხედვის მთავარი საყრდენი არის ეთიკური ასპექტი”: გურო რენესი და იან იოჰანსენი განმარტავენ, თუ რატომ არის გზები ნორვეგიაში მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო

04.05.2021 (კავკასიური ჟურნალი)  დღეს გვინდა ჩვენს მკითხველებს წარვუდგინოთ, ფაქტობრივად, სასიცოცხლო სტატისტიკური მონაცემები. საქართველოში, 2020 წელს, COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი იყო 2,528. მაგრამ, ამავე წლის განმავლობაში, კომენდანტის საათისა თუ სხვა მობილობასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად - 6,640 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად და 450 ადამიანი დაიღუპა. 

სამწუხაროდ, საგზაო უსაფრთხოების საკითხებს კოვიდ-19-ის პანდემიისგან განსხვავებით, მედია ნაკლებ ყურადღებას უთმობს მაშინ, როდესაც ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა დაახლოებით 6500 ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზების სიაში აყენებს - იხილეთ ქვემოთ მოცემული გრაფები ორი დამოუკიდებელი წყაროს WHO და OECD-ის მონაცემების მიხედვით.

იგივე გრაფის მიხედვით, ევროპის მასშტაბით, ნორვეგიაში ყველაზე დაბალია საგზაო შემთხვევებით სიკვდილიანობის დონე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვესაუბრეთ გურო რენესს, ნორვეგიის საზოგადოებრივი გზების ადმინისტრაციის საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების დირექტორს ("Vegvesen") და იან იოჰანსენს, ნორვეგიის საგზაო უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ დირექტორს ("Trygg Trafikk").

  Read the original interview in English here.

ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა თქვენი ინტერვიუ, რადგან საგზაო უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ჩვენს რეგიონში. და თუ რატომ, ამას დაინახავთ გრაფების საფუძველზე...