18.11.2023 (Caucasian Journal) დღეს Caucasian Journal-ს აქვს პატივი ესაუბროს მის აღმატებულება პეტრ კუბერნატს, ჩეხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში. დიპლომატიური მისია მან მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. ბატონ კუბერნატს აქვს დიდი გამოცდილება დიპლომატიურ და სხვა სამთავრობო სამსახურში საქმიანობის, ისევე როგორც კერძო სექტორში.
ალექსანდრე კაფკა, Caucasian Journal-ის მთავარი რედაქტორი: თქვენო აღმატებულებავ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში და Caucasian Journal-ში, მადლობას გიხდით ჩვენი მკითხველების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის. პირველ რიგში, ნება მომეცით, მოგილოცოთ ჩეხეთის ეროვნული დღესასწაული - თავისუფლებისა და დემოკრატიის დღე - რომელიც აღინიშნება 17 ნოემბერს. თუ მართალი ვარ, მთელი თქვენი კარიერის განმავლობაში, ძირითადად, დასავლეთ ევროპაში საქმიანობდით. საქართველო გამოუკვლევ/შეუსწავლელ/უცნობ ტერიტორიად ხომ არ მიგაჩნიათ?
პეტრ კუბერნატი: საქართველოში პირველად 1982 წელს ვიყავი. ეს იყო კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. იქ ვეუფლებოდი საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ურთიერთობებს, ხოლო ჩემი ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები იყო. ერთ მეგობართან ერთად გადავწყვიტე უკრაინის გარეთაც მომენახულებინა საინტერესო ადგილები. ასე წავედით კავკასიის რესპუბლიკებში, დავიწყეთ თბილისით და გავაგრძელეთ ერევანსა და ბაქოში.
მას მერე 40 წელიწადზე მეტი გავიდა. დღემდე მახსოვს „ტარხუნა“ - ის მწვანე ლიმონათი. ძალიან მომწონს და მიხარია, რომ ისევ ვიპოვე. იმ პერიოდში, მახსოვს, რომ უკვე არსებობდა ქანდაკება - ქართლის დედა, რომელიც დღესაც ადგილზეა. მახსოვს რუსთაველის გამზირი, რომელიც ძალიან ლამაზი იყო და დღეს, ჩემი აზრით, გაცილებით ლამაზი და მშვენიერია. თუმცა, სხვა ყველაფერი შეიცვალა - შეიცვალა დადებითი მიმართულებით, მათ შორის ხალხიც. ასე რომ, მეორედ ვარ საქართველოში.