ინტერვიუ
09.05.2019 (კავკასიური ჟურნალი) კავკასიური ჟურნალი აგრძელებს კავკასიაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმდინარეობის შესწავლას, შესაბამისად დღევანდელ ინტერვიუზე მოვიწვიეთ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი. Read the original interview in English here.
ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო ლორა, ძალიან სასიამოვნოა გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს აქ თქვენთან ერთად ყოფნა, იმ დღესასწაულიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რომელიც ქალებსა და ქალთა უფლებებს ეძღვნება. ამ პერიოდში, ყველგან გვხვდებოდა ყვავილები, საჩუქრები, მისალოცი ბარათები. პირველ რიგში, გკითხავთ, როგორია თქვენი დამოკიდებულება ასეთი დღესასწაულების ტრადიციული გზით აღნიშვნის და ზოგადად, ქალთა და დედის დღეების მიმართ?
ლორა თორნტონი: დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად მიყვარს ყვავილები და არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რაღაც პრინციპულად ცუდს ხედავს იმაში, რომ საზოგადოებამ წელიწადში ერთ დღეს ყურადღება გაამახვილოს მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ქალის მძიმე მდგომარეობაზე, ან აღნიშნოს დედების დღე. ვისურვებდი თუ არა რომ ამაზე წელიწადის ყველა დღეს იყოს საუბარი და ფოკუსი? დიახ, აუცილებლად.