იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი „ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად ძალებს არ დავიშურებ“

Ishizuka Hideki
Photo Embassy of Japan © 2023
21.12.2023 (Caucasian Journal)  კავკასიური ჟურნალისთვის განსაკუთრებული პატივია დღეს ესაუბროს მის აღმატებულება იშიძუკა ჰიდეკის, იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში. მან დიპლომატიური მისია გასულ ივნისს დაიწყო.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ. 

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით კავკასიურ ჟურნალში. თქვენი მოღვაწეობა დაიწყო ზაფხულში, შესაბამისად უკვე უნდა გქონდეთ მიღებული ადგილობრივი გამოცდილება. ხომ არ გაგვიზიარებდით სამ შთაბეჭდილებას საქართველოში, რომელსაც არ ელოდით და გაგაოცათ?

ელჩი იშიძუკა ჰიდეკი: ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო ხედი თვითმფრინავიდან, სანამ თბილისში ჩამოვიდოდი. თოვლით მოფენილმა მბზინვარე კავკასიონის ქედმა და ლამაზმა ტყეებმა გამაოცა.  თუმცა, ჩემზე კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მთიან რეგიონებში ხეობის პირამდე მისულმა, კარგად გაშენებულმა ვენახებმა. ამან მაჩვენა ქართველი ხალხის გულმოდგინება და ვიგრძენი ერთგვარი სიმპათია, რადგან ძალიან ჰგავდა ბრინჯის ყანებს იაპონიაში.

მეორე შთაბეჭდილება იყო ქართული სტუმართმოყვარეობა, რომელიც მრავალ უცხოელს აოცებს. იაპონელი ხალხიც ძალიან ამაყობს თავიანთი სტუმართმოყვარეობით (ომოტენაში), რომელიც პირველ რიგში სტუმრისადმი პატივისცემით მოპყრობას ითვალისწინებს, თუმცა ქართული „სტუმარ-მასპინძლობა“ უფრო პროაქტიული და გულუხვია მეგობრული დამოკიდებულებით. ქართველი ხალხი ძალიან მეგობრულია და სტუმრებს ყოველთვის ღიმილით ეგებება. ხშირ შემთხვევაში აღმოვაჩინე, რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ თავაზიანები არიან (გარდა საცობებისა...) და მათ საუბრებში ხშირად მესმის „კი ბატონო!“. ამგვარი თავაზიანობა ძალიან ახლო და კომფორტულია იაპონელი ხალხისთვის, რადგან ჩვენ მსგავსი კულტურა გვაქვს.

ელჩი აშოტ სმბატიანი: „ჩვენი ინიციატივა სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის გზაჯვარედინად გადააქცევს, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე იყო"

Ashot SMBATYAN
07.12.2023 (Caucasian Journal)  Caucasian Journal-ისთვის პატივია მიესალმოს მის აღმატებულება აშოტ სმბატიანს, სომხეთის ელჩს საქართველოში და უნგრეთში.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ. 

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: თქვენო აღმატებულებავ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ  ჟურნალში. ეს ინტერვიუ ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი მიზანია მხარი დაუჭიროს ჩვენი რეგიონის ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან კავშირებს, გაიზიაროს მიღწევები და განიხილოს აქტუალური პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები. ასე რომ, როცა ამ ინტერვიუს კონცეფციას ვგეგმავდი, მინდოდა შემომეთავაზა სადისკუსიო ორი ძირითადი თემა: ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგები მთიან ყარაბაღში და სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები. თქვენ შეგიძლიათ შემისწორო,სხვა თემებზე გადამიწოდოთ, მაგრამ ნება მომეცით დავიწყო თანაგრძნობის გამოხატვით 100 000-ზე მეტ სომეხის მიმართ, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ არცახი   (მთიანი ყარაბაღი) და ახლა ძალიან შორს არიან თავიანთი სამშობლოდან. როგორ განმარტავდით ამას, როგორც დიპლომატი და როგორც ადამიანი?

აშოტ სმბატიანი: - პირველ რიგში, ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩად დავინიშნე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, შევაჯამოთ ის პროგრესი, რაც წელს დავაფიქსირეთ.