ქართველებს დანაზოგი აქვთ? კმაყოფილი არიან ჯანდაცვის ხარისხით? როგორ აფასებს საქართველოს მოსახლეობა მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობას? მხარდაჭერა ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მიმართ ისეთივე ძლიერია, როგორც ადრე იყო?
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgHREdT0_m7QCZlXJlnspE70vSsunb2onRZyeMJ-vldmVUYQZkv2_-VnhlwtFG63fAYBBZ29PJ5LKx-NPkv1hD0Qki1dJRw_2lfuLHdjEzGlP06LyF0fvVMCMsVQ9EZzkpNT0ck9ivJZec/s320/Laura_Thornton4.jpg)
ალექსანდრე
კაფკა, კავკასიის ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო
ლორა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება კავკასიის ჟურნალში! საქართველოში ბევრი რამ
მოხდა ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ, რომელიც 6 თვის წინ შედგა (ინტერვიუს გაეცანით აქ). როგორც ყოველთვის, თქვენი
ორგანიზაცია ფლობს უახლეს ინფორმაციას საზოგადოების სენტიმენტების შესახებ,
რომელიც აქტუალურ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს შეეხება. დიდი ინტერესით
გავეცანი NDI-ის ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს და ჩვენ მკითხველებს
ვურჩევ, გაეცნონ ორიგინალურ ცხრილებსა და გრაფიკებს (https://www.ndi.org/georgia-polls). თუმცა, როგორც ყოველთვის, სტატისტიკური მონაცემების
ინტერპრეტაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რა არის თქვენი ზოგადი შთაბეჭდილება
საქართველოში საზოგადოების უახლესი დამოკიდებულებების შესახებ, შეგიძლიათ
შეაჯამოთ?