ბიორნ ბრანდზეგი: „საქართველო რაც უფრო მეტად ვითარდება, მით მეტი ელექტროენერგია სჭირდება“

25.12.2020 (კავკასიური ჟურნალი). ჩვენი ჟურნალი განაგრძობს ინტერვიუების ახალ პროგრამას: "საუკეთესო ნორდიკული და ბალტიკური პრაქტიკა", დასავლეთ ევროპის მაღალი დონის პრაქტიკოსებთან, რომლებიც გვიზიარებენ თავიანთ ცოდნას ჩვენს რეგიონში ყველაზე აქტუალურ სფეროებთან დაკავშირებით. 

ჩვენი დღევანდელი სტუმარი არამარტო ძალზე კომპეტენტურია თავის განახლებადი ენერგიის სფეროში, არამედ აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება საქართველოში.

Bjørn BRANDTZÆG (ან Bjorn Brandtzaeg მოწყობილობებზე ნორვეგიული სიმბოლოების გარეშე) არის ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯიას დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ყველაზე დიდი ნორვეგიელი ინვესტორი საქართველოში. ის 2000-იანი წლების დასაწყისიდან ჩართულია საქართველოს ჰიდროენერგეტიკის პროექტებში.
 
Read the original interview in English here.

ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: თქვენ დასავლელის იშვიათი გამოცდილება გაქვთ, რომელმაც წარმატებული ფართომასშტაბიანი ბიზნესი საქართველოში "ნულიდან" დაიწყო და მუშაობდა სხვადასხვა მთავრობის პერიოდში. ზოგჯერ გრძნობთ, რომ თქვენი გამოცდილება ის დამატებითი ღირებულებაა, რომლის გაზიარება შესაძლოა სასარგებლო იყოს მრავალი ადამიანისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის?
           
ასევე წაიკითხეთ:
სწავლის შესაძლებლობა ნორვეგიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის

ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატი (NVE), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეშვეობით, სთავაზობს სტიპენდიებს ქართველ სტუდენტებს, რომელთაც სურთ შეისწავლონ ჰიდროენერგეტიკის განვითარება სამაგისტრო დონეზე ნორვეგიის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (NTNU), ნორვეგიაში, ტრონდჰეიმში. სტიპენდიები გათვალისწინებულია 2021-2022 ორ-წლიანი სამაგისტრო პროგრამებისთვის. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

პოლ როძიანკო: “ბრძოლა ყალბი ცემენტისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინააღმდეგ გრძელდება“

18.12.2020 (კავკასიური ჟურნალი)  ცემენტის ხარისხი... არის თუ არა ეს სოციალურად მნიშვნელოვანი საკითხი? დიახ, საქართველოში ნამდვილად არის. 
რამდენად უსაფრთხოა ფალსიფიცირებული ცემენტით აშენებული სახლები? რამდენი შენობა შეიძლება აღმოჩნდეს რისკის ქვეშ? ადეკვატურია თუ არა სამშენებლო სექტორის რეგულაციები? რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენს დასაცავად? - სწორედ ამ შინაარსის კითხვებს დაუსვამს კავკასიური ჟურნალი ჩვენს დღევანდელ სტუმარს - ბატონ პოლ როძიანკოს, საქართველოს ცემენტის ასოციაციის (GCA) პრეზიდენტს, კავკაზ ცემენტისა და საქართველოს სამშენებლო ჯგუფის (GBG) თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს. 
Read the original English language version here.

ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: კავკასიურ ჟურნალში წინა პლანზე ყოველთვის ისეთი საკითხები გამოგვაქვს, რომლებიც ხალხისთვის მნიშვნელოვანია, ანუ რომლებსაც აქვთ მკაფიოდ გამოხატული სოციალური მნიშვნელობა. დღეს გვაქვს იშვიათი შესაძლებლობა, პროფესიონალურ დონეზე ვისაუბროთ სამშენებლო ინდუსტრიისა და იმ რისკების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანებს. განვითარებული ქვეყნებისთვის ცემენტის ხარისხი ჩვეულებრივი ტექნიკური მახასიათებელია, რომელსაც მედიისგან ნაკლები ყურადღება ეთმობა, რატომ არის საქართველოში ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი? 

ანიტა ლინდალ ტროსდალი: “მოქალაქეებს შეუძლიათ „დაჩქარებულ ვადებში“ ნებისმიერი საკითხის განხილვა ოსლოს მთავრობასთან, მერის ჩათვლით“

03.12.2020
(კავკასიური ჟურნალი)  კავკასიური ჟურნალი განაგრძობს ინტერვიუების ახალ პროგრამას დასავლეთ ევროპის მაღალი დონის პრაქტიკოსებთან, რომლებიც იზიარებენ ცოდნას ჩვენს რეგიონში არსებულ ყველაზე აქტუალურ სფეროებზე. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ დიდი ქალაქის პრობლემებზე.
 
რამდენად სწრაფად შეიძლება ინდუსტრიული ქალაქის მაღალტექნოლოგიურ ლიდერად გარდაქმნა გარემოს დაცვით საკითხებში? ქალაქის მართვის რა საიდუმლო მექანიზმებია საჭირო? როგორ მონაწილეობენ ამაში მოქალაქეები?

რაიმონდ იოჰანსენი - ევროპის მწვანე დედაქალაქი 2019-ის - ოსლოს მმართველი მერი, დაგვთანხმდა ინტერვიუზე, მაგრამ COVID-ის კრიზისის გამო, ეს ინტერვიუ გადაიდო. მადლობელი ვართ ანიტა ლინდალ ტროსდალის, რომელიც არის ოსლოს, როგორც ევროპის მწვანე დედაქალაქის 2019 წლის პროექტის მენეჯერი მერიაში, რომელმაც შემოგვთავაზა პასუხი ჩვენს კითხვებზე.
   
 
Read the original interview in English here.
 
ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: 2019 წელს ქალაქ ოსლოს მიენიჭა ევროპის მწვანე დედაქალაქის წოდება. გილოცავთ! როგორ ფიქრობთ, ოსლოს გამწვანება თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა?

ანიტა ლინდალ ტროსდალი: მე ძალიან ვამაყობ ოსლოს ყველაზე ევროპული მწვანე დედაქალაქის ტიტულით. ეს არის მოქალაქეების, კომპანიებისა და საჯარო სექტორის გრძელვადიანი ძალისხმევის შედეგი. მე მჯერა, რომ ოსლოში პოლიტიკოსებმა ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში ბევრი კარგი გადაწყვეტილება მიიღეს. დროთა განმავლობაში ჩვენ ვხედავთ კარგ შედეგებს გარემოს დაცვის მიმართულებით. ავტობუსები უფრო ხშირად მოძრაობენ, მანქანების მოძრაობა მცირდება და ჰაერიც უფრო სუფთაა. სათბურის გაზების ემისიების კლება შეინიშნება და ინვესტიცია ხორციელდება სწორედ იმის უზრუნველსაყოფად, რომ კიდევ უფრო შემცირდეს. მწვანე პოლიტიკის გარდა, მე ძალიან ვამაყობ, რომ ოსლო არის ნორვეგიაში შექმნილი ყოველი მეოთხე ახალი მწვანე სამუშაოს სამშობლო . ნამდვილი მდგრადი ქალაქი უნდა იყოს მწვანე, სოციალურად გამჭვირვალე და ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი.