30.06.2021 (Caucasian Journal). დღეს კავკასიური ჟურნალის სტუმარია, შვედეთის ინოვაციური სააგენტოს Vinnova – ს ინოვაციური კომპანიების ეკოსისტემების დირექტორი, ენ ლიდგარდი.
▶ In English: ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.
▶ In English: ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.
ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით კავკასიურ ჟურნალში! პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიზანია მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე რეფორმების გამოცდილების გავრცელება და საუკეთესო პრაქტიკის შემოტანა ჩვენს რეგიონში. რადგან შვედეთს ხშირად უწოდებენ ევროპის „სილიკონ ველის“, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ დავინტერესდით თქვენი ქვეყნის მიღწევებით სტარტაპებისა და სხვადასხვა ინოვაციების სფეროში. მართალია, რომ ყველაფერი დაიწყო სტოკჰოლმის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1980-იან წლებში ხალხისთვის სახლის კომპიუტერების სუბსიდირებით? საკმაოდ შორსმჭვრეტელი და განსაკუთრებული გადაწყვეტილებაა, არა?
ენ ლიდგარდი: დიახ, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი, მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მობილური ტელეფონი ძალიან ადრე მივიღეთ Ericsson – ის წყალობით, რომელიც ამ სფეროში მსოფლიო ლიდერი იყო და აღსანიშნავია, მისი თანამშრომლობა „Telia“– სთან. ასევე, დიდი როლი შეასრულა ადრეულმა და ფართო მასშტაბის ქსელის დანერგვამ, რომელიც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ინგლისური ენის ცოდნის წყალობით, ადამიანებმა დაიწყეს ინტერაქცია ინტერნეტში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის მოთამაშეებმა, რომლებიც მოგვიანებით ინოვატორები გახდნენ.