01.08.2025 (Caucasian Journal) კავკასიური ჟურნალი მოხარულია, რომ რიგით მეორე ინტერვიუ შედგა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან, მის აღმატებულება აშოტ სმბატიანთან.
ელჩ სმბატიანის 2023 წლის წინა ინტერვიუს შემდეგ, მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა სომხეთში, სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში. ვიმედოვნებთ, რომ ამ ინტერვიუს დროს ყველა ძირითად თემას განვიხილავთ.
ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: თქვენო აღმატებულებავ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ თბილისში ვიმყოფებით, დავიწყოთ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებით. ჩვენს ქვეყნებს ამჟამად აქვთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც დაახლოებით 18 თვის წინ მოეწერა ხელი. ამ შეთანხმების აშკარა სიმბოლური წონის გარდა, რა ხელშესახები შედეგები იქნა მიღწეული და რა სამომავლო ინიციატივები მუშავდება? პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტების გარდა, იქნებ კომენტარი გააკეთოთ სამხედრო თანამშრომლობაზეც, რომელიც გათვალისწინებულია სომხეთის რესპუბლიკის და საქართველოს თავდაცვის მინისტრების მიერ გასულ წელს ხელმოწერილი თანამშრომლობის პროგრამით.
ა.ს. -ვფიქრობ, ყველა თანამდებობის პირის საქმიანობის ეპიცენტრში არის და რჩება ის პროექტები, რომლებიც მან არა მხოლოდ უნდა დაიწყოს, არამედ გააგრძელოს კიდეც, როგორც უფლებამონაცვლემ. დიპლომატის შემთხვევაში, მსგავსი პროექტები მრავლისმომცველი და მრავალმხრივია, სადაც მნიშვნელოვან ნაწილს სათემო კულტურული ღონისძიებებიც წარმოადგენს. მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორის, არამ ხაჩატურიანის მემორიალური დაფის გახსნა. ეს პროცესი სომხეთის რესპუბლიკის წინა ელჩის მოღვაწეობის დროს დაიწყო და 2023 წელს დასრულდა. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ თბილისში, დ. უზნაძის 93 ნომერში, სადაც დიდი კომპოზიტორი ცხოვრობდა, ამჟამად განთავსებულია მემორიალური დაფა, რომელიც ეძღვნება სომხურ-ქართული მარადიული მეგობრობის ერთ-ერთ სიმბოლოს. მალე, საელჩოსა და თბილისის საკრებულოს ერთობლივი ძალისხმევით, ასევე განთავსდება დაფა, რომელიც დიდი სომეხი მხატვრისა და მოქანდაკის, ერვანდ ქოჩარის ხსოვნას უკვდავყოფს.
ასევე მინდა შევეხო თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მიმდინარე სამუშაოებს, მადლობა გადავუხადო თბილისის მუნიციპალიტეტს, რომლის ნებართვითაც სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას აქვს შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოს იმ ტერიტორიის კეთილმოწყობაში, რომელიც ჩვენთვის, სომხებისთვის, წმინდა ადგილადაა ქცეული. 2024 წელს საელჩომ პანთეონის სამენოვანი ვებგვერდი www.khojivank.ge აამოქმედა და ახალი მემორიალური დაფა დაამონტაჟა, რომელზეც QR კოდის საშუალებით ვიზიტორებს საშუალება აქვთ, პანთეონის ისტორიასა და თითოეული მოღვაწის მოკლე ბიოგრაფიას გაეცნონ.
აშოტ სმბატიანი: დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრულმა ურთიერთობებმა, რომლებიც 30 წელზე მეტია არსებობს, პოლიტიკური თვალსაზრისით პიკს მიაღწია და 2024 წლის იანვარში სომხეთის რესპუბლიკის და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა თბილისში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ“, რითაც სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანეს და საფუძველი ჩაუყარეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში. თითქმის ყველა სფეროში შესამჩნევია განვითარების ზრდა, ხოლო ტურიზმის სექტორში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში ჩასული ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია.
ორი ქვეყნის სხვადასხვა უწყებას შორის არსებობს მრავალშრიანი სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზა. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში ათზე მეტ დოკუმენტს მოეწერა ხელი. სრ და საქართველოს უმაღლეს ხელმძღვანელობასა და დარგობრივი უწყებების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრები და კონტაქტები რეგულარული ხასიათისაა.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ყოველწლიური პოლიტიკური კონსულტაციები იმართება. კულტურის სფეროში ურთიერთობები აქტიურად ვითარდება, რისი შედეგიც ორივე ქვეყანაში ჩატარებული მრავალი კულტურული ღონისძიებაა.
თითქმის ყველა სფეროში შესამჩნევია განვითარების ზრდა, ხოლო ტურიზმის სექტორში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში ჩასული ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია.
ეს ყველაფერი აუცილებელი ნაბიჯებია, მაგრამ ჩემი რწმენით, სრ და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში ჯერ კიდევ დიდი პოტენციალია, რომლის წინ წაწევისა და რეალიზებისთვის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა.
ა.კ. - სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას, არ შემიძლია არ ვახსენო თქვენი ქვეყნის ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას წელს მოეწერა ხელი, თუმცა თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციის დროს. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი დოკუმენტები სომხური გადმოსახედიდან?
ა.ს. -ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი ღერძული პარტნიორია. მრავალმხრივ თანამშრომლობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სომხეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
2025 წლის იანვარში ვაშინგტონში ხელი მოეწერა სომხეთ-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც მოიცავს ყოვლისმომცველ დებულებებს, მიმართული ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიის, სამართლიანობის, ადამიანთა კავშირების და კულტურული გაცვლის ხელშეწყობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებისკენ.
ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლება წარმოადგენს ჯერ კიდევ 2019 წლიდან სომხეთ-აშშ-ს შორის დამყარებული სტრატეგიული დიალოგის და მის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების გაგრძელებას.
დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ დოკუმენტის ფარგლებში უფრო ყოვლისმომცველი და მიზნობრული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ჩვენი ორი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაცვას, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებას.
ა.კ. - მნიშვნელოვანი აქტივობა შეინიშნება სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებშიც. სომხეთს ჯერ არ შეუტანია ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, თუმცა გასულ თვეში თქვენმა ქვეყანამ მიიღო დოკუმენტი, რომელიც „ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სამართლებრივ გზას ხსნის“. შეგიძლიათ ახსნათ ამის მნიშვნელობა? უახლოეს მომავალში ოფიციალურ განაცხადს ელოდებით? ასევე გასულ წელს, ევროკავშირმა სომხეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის 270 მილიონი ევრო შესთავაზა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს 10 მილიონი ევრო გამოყო, რაც ევროკავშირის მიერ სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის დაფინანსებული პირველი დახმარება იყო. ორი წლის წინ მოვლენათა ასეთი განვითარება წარმოუდგენელი იყო. შეგიძლიათ ამაზე კომენტარის გაკეთება?
ა.ს. - ევროკავშირთან პარტნიორობის განვითარება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
ევროკავშირთან თანამშრომლობამ დიდი წვლილი შეიტანა სომხეთში იუსტიციის, საჯარო ადმინისტრირებისა და ეკონომიკური სექტორების რიგ სფეროებში რეფორმების განხორციელებაში, ასევე დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით დაკავებული ინსტიტუტების გაძლიერებაში.
სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ევროკავშირი სომხეთის განვითარების პროგრამების ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური მხარდაჭერის მიმწოდებელი იყო. შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ სრ და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასე მჭიდრო. ბუნებრივად, ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას, სომეხი ხალხი ევროპულ ღირებულებათა სისტემის მატარებელია და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება როგორც ევროკავშირთან, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ბუნებრივია.
სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესს, რაც ასევე დამატებით იმპულსს წარმოადგენს სრ-ევროკავშირის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული კავშირების ახალ დონემდე აყვანისთვის. აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის როლი სომხეთის სასაზღვრო სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. სომხეთი აფართოებს თანამშრომლობის პლატფორმებს ევროკავშირთან ასევე პოლიტიკური და უსაფრთხოების დიალოგის მიმართულებით.
ვეთანხმები, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში 10 მილიონი ევროს ღირებულების ტექნიკური დახმარება იქნა გამოყოფილი და, როგორც ევროკავშირი გვარწმუნებს, ეს იქნება განგრძობითი ხასიათის.
ევროკავშირთან თანამშრომლობის ძირითადი საკითხები ასევე მოიცავს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან, ენერგოეფექტურობის გაზრდასთან, მობილურობასთან, ასევე ხალხთა შორის კონტაქტების ხელშეწყობასთან და სხვა სფეროების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამჟამად, ევროკავშირის მხარდაჭერით სომხეთში ზემოაღნიშნულ სფეროებში არაერთი პროექტი მიმდინარეობს და ახალი პროექტების წარდგენისკენ მიმართული პროცესიც გრძელდება.
სომხეთში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარების ლოგიკამ ერთ ცენტრზე დამოკიდებულება მრავალ ცენტრზე დამოკიდებულებით უნდა ჩაანაცვლოს. ეს, არსებითად, თავის გამოხატულებას პოულობს სომხეთის როგორც პოლიტიკურ, ასევე უსაფრთხოების, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში საერთაშორისო ურთიერთობების ხელახალი გააზრებასა და რეფორმულირებაში.
ა.კ. - ეს მნიშვნელოვანი ბიძგია ქვეყნისთვის, რომელიც ადრე მჭიდროდ იყო ინტეგრირებული რუსეთთან. როგორ აღიქვამს სომხური საზოგადოება ამ ახალ პოლიტიკურ მიმართულებას?
ა.ს. -ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის მთავრობა დაბალანსებულ და დაბალანსების პოლიტიკას ატარებს და ამ კონტექსტში ჩვენ ვაფართოებთ ჩვენს ურთიერთობებს სხვადასხვა ქვეყნების და ორგანიზაციების მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირთან, რაც არ ეწინააღმდეგება ჩვენს თანამშრომლობას სხვა ფორმატებსა და სტრუქტურებში და არ არის მიმართული არცერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ „სომხეთის რესპუბლიკის ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულმა კრებამ მიიღო, საზოგადოებრივი ინიციატივის შედეგია და ასახავს სომეხი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაახასიათა, სომხეთში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარების ლოგიკამ ერთ ცენტრზე დამოკიდებულება მრავალ ცენტრზე დამოკიდებულებით უნდა ჩაანაცვლოს. ეს, არსებითად, თავის გამოხატულებას პოულობს სომხეთის როგორც პოლიტიკურ, ასევე უსაფრთხოების, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში საერთაშორისო ურთიერთობების ხელახალი გააზრებასა და რეფორმულირებაში.
ა.კ. - გსურთ დააკომენტაროთ აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ამჟამინდელი მდგომარეობა?
ა.ს. -სომხეთის რესპუბლიკამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკამ შეთანხმდნენ „სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“ შეთანხმების ტექსტზე.
სომხეთმა ასევე ოფიციალურად გამოაცხადა დოკუმენტის რაც შეიძლება მოკლე ვადებში ხელმოწერის მზადყოფნა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის 10 ივლისს აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს შეთანხმების ხელმოწერის პროცესთან დაკავშირებული საკითხები და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალიზების დღის წესრიგის სხვადასხვა ასპექტი.
მხარეებმა დაადასტურეს, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები ურთიერთობების ნორმალიზების პროცესთან დაკავშირებული ყველა საკითხის დასმისთვის ყველაზე ეფექტიანი ფორმატია და ამის საფუძველზე მიღწეული იქნა შეთანხმება შედეგზე ორიენტირებული დიალოგის გაგრძელების შესახებ. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ პირდაპირ მოლაპარაკებებს და ნდობის აღდგენის ზომებს ორ ქვეყანას შორის.
ამ კონტექსტში, სომხური მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმას, რომ თავიდან იქნას აცილებული ქმედებები და რიტორიკა, რომლებიც ხელს უშლის პროცესში პროგრესის მიღწევის შესაძლებლობებს.
ა.კ. - როგორც ჩანს, მრავალი ახალი პოლიტიკური მოვლენა მოხდა, რომლებიც სომხეთზე აისახა მრავალი სხვა მიმართულებიდან, მათ შორის - თურქეთიდან, რუსეთიდან, ირანიდან და ინდოეთიდანაც კი. თუ კი პოლიტიკური საუბრებით არ დაიღალეთ, ამ „აზიმუტებიდან“ რომელიმეს დააკომენტარებთ?
ა.ს. -სომხეთის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ირანთან ურთიერთობების განვითარებას და ისტორიულად ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებას. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის 2021-2026 წლების პროგრამაში განმტკიცებულია, რომ მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს ირანთან განსაკუთრებული ურთიერთობების შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად.
სომხეთი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინდოეთთან მეგობრული და ურთიერთსარგებლიანი კავშირების განმტკიცებასა და ახალ თანამშრომლობით ურთიერთობებს. სომხეთი აძლიერებს ურთიერთობებს ინდოეთთან სხვადასხვა სფეროში და ამჟამად ის სომხეთის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.
სომხეთის რესპუბლიკა აგრძელებს თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის 20 ივნისს თურქეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ლოგიკური განვითარებაა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებისა და მკაფიო შედეგების მიღწევის მნიშვნელობას. პირველმა პირებმა ასევე განიხილეს რეგიონული მოვლენები და ამ კონტექსტში ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები. სომხეთის რესპუბლიკის და თურქეთის რესპუბლიკის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს პირდაპირი კონტაქტებისა და დიალოგის გაგრძელების მზაობა.
ა.კ. - წელს სომხების გენოციდის 110 წლისთავი აღინიშნა, რაც მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც, რომელიც მრავალი გადარჩენილი სომეხის სახლი გახდა. ამის შესახებ საყურადღებო სტატისტიკა გამოვლინდა თბილისში გამართულ ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. გსურთ ამაზე კომენტარის გაკეთება?
ა.ს. - კიდევ ერთხელ საჭიროდ მიმაჩნია ხაზი გავუსვა, რომ მოძმე საქართველო იყო ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც მიიღო სომხების გენოციდის შედეგად იძულებით გადაადგილებული მრავალი სომეხი, რომლებმაც მოგვიანებით დიდ წარმატებას მიაღწიეს სტუმართმოყვარე ქართულ მიწაზე. მათ მიერ შექმნილი ისტორიულ-კულტურული ფასეულობები და დატოვებული მემკვიდრეობა მეხსიერების ურყევი სვეტებია. ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და აღიარების წინაპირობა ხსოვნაა. ვფიქრობ, ტანჯვისა და უსამართლობის დავიწყება, ამაზე დუმილი და, მით უმეტეს, იგნორირება, არც ტკივილს ამსუბუქებს და არც უსამართლობას ამართლებს. უფრო მეტიც, ისტორიის წინაშე პირისპირ ყოფნა და ისეთად აღიარება, როგორიც ის იყო, საუკეთესო გზაა შერიგებისკენ. ამიტომ, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფა ჩვენი მოვალეობა იყო და იქნება. წლევანდელ ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო თბილისში მიგრირებული ზოგიერთი სომხური ოჯახებისა და ობლების ფოტოები, ასევე მათ შესახებ მასალები, რომელთა ნაწილიც სომხების გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტში ინახება. ასეთი ღონისძიებების ჩატარება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აუცილებელია არა მხოლოდ მეხსიერების ფხიზლად შესანარჩუნებლად, არამედ მადლიერების გამოსახატავად იმ სახელმწიფოებისა და ხალხების, პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებმაც ამ რთულ ისტორიულ პერიოდში სომეხი ხალხის მიმართ ჰუმანურობა და კეთილმოწყალება გამოიჩინეს.
ა.კ. - და ბოლოს, მინდა გკითხოთ იმ პროექტების შესახებ, რომლებშიც თქვენ და თქვენი საელჩო უშუალოდ ხართ ჩართული, წარსულში, აწმყოში თუ მომავალში. ამათგან რომელს მიიჩნევთ თქვენს მთავარ მიღწევად?


სომხეთის რესპუბლიკის საელჩო მაქსიმალურად უჭერს მხარს კულტურათაშორისი დაახლოებისკენ მიმართულ პროგრამებს. ვთვლი, რომ კულტურა ხალხებს შორის დამაკავშირებელი საიმედო ხიდი და ეროვნული იდენტობის საუკეთესო გამოვლინებაა. 2023 წელს ჩვენ ერთობლივად აღვნიშნეთ დიდი პოეტის, ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 150 წლისთავი, რომელმაც თავისი ლიტერატურული და საზოგადოებრივი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისში გაატარა. მწერლის სომხეთის სახლ-მუზეუმიდან ჩამოტანილი ნივთები გამოიფინა თბილისის ლიტერატურის მუზეუმში, ხოლო ერევნის კომიტასის მუზეუმის სასიმღერო ჯგუფი „გეღარდი“ თბილისის კონსერვატორიის დარბაზში წარსდგა კონცერტით.
2024 წელს თბილისსა და ერევანში დიდი პომპეზურობით აღვნიშნეთ დიდი საგანმანათლებლო სამჭედლოს, ნერსისიან სკოლის 200 წლის იუბილე, რომლის ფარგლებშიც გაიხსნა საგანმანათლებლო დაწესებულების დოკუმენტურობის წარმდგენი საქართველოს და სომხეთის საარქივო მასალებისა და ფოტოსურათების ექსკლუზიური გამოფენა, რომლის ავტორიც ლ. ჩიდილიანია, რომელიც თავდაპირველად ჩატარდა სასულიერო სკოლის ყოფილ შენობაში, ამჟამინდელ კავკასიის უნივერსიტეტში, შემდეგ კი - სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში.
ასევე მნიშვნელოვან მიღწევად მიმაჩნია პრესტიჟული ქართული საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი „არილის“ სომხური ლიტერატურისადმი მიძღვნილი ნომერი, რომელიც საელჩოს მხარდაჭერით გამოიცა, რამაც ნომერში გამოქვეყნებული სომეხი მწერლების ნაწარმოებები ქართველი მკითხველისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადა.
ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მიმდინარე წლის სექტემბერში თბილისის 104-ე სკოლაში „არმათ“ საინჟინრო ლაბორატორიის გახსნას, რისთვისაც მადლობას ვუხდი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისელ გაგიკ და რაფიკ აღაჯანიანებს და ყველა მხარდამჭერს ამ შესანიშნავი ინიციატივის რეალიზებისთვის. სკოლის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ რობოტიკას და სხვა მსგავს უნარებს.
ა.კ. - თქვენ თითქმის სამი წელი იმსახურეთ ელჩად საქართველოში. რა გახსოვთ ყველაზე მეტად თქვენი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდიდან?
ა.ს. -საქართველო, მთელი თავისი სულიერი და მატერიალური ხიბლით, კვლავ აგრძელებს ჩემს გაოცებას და გაკვირვებას. ეს მშვენიერი ქვეყანა, რომელიც სხვადასხვა კულტურას ატარებს და აკავშირებს ერთმანეთთან, თითქმის ყოველდღე ახალ აღმოჩენებსა და შთაბეჭდილებებს იძლევა.
თუმცა, ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, დღესაც და მომავალშიც, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული არიან და იქნებიან ადამიანები, რომლებთანაც ეს ქვეყანა დამაკავშირა და რომლებთანაც დიდი სურვილი მაქვს, გავაგრძელო ჩემი მეგობრობა, სომხურ-ქართული და არა მხოლოდ...