მილოშ მიხლოვსკი: "თუ ქართველ მეღვინეებს სურთ იყვნენ კონკურენტუნარიანები ევროპულ ბაზარზე, მათ უნდა მოახდინონ დივერსიფიკაცია" (იხილეთ ვიდეო ან წაიკითხეთ)

16.05.2024 (Caucasian Journal).  დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ მეღვინეობის დარგის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, დოქტორ მილოშ მიხლოვსკი. ის ამჟამად სტუმრობს საქართველოს და ინტერვიუზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.  იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ქვემოთ, ან წაიკითხეთ სტატია:
 In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი 


იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ან წაიკითხეთ სტატია. 

მილოშ მიხლოვსკი: "თუ ქართველ მეღვინეებს სურთ იყვნენ კონკურენტუნარიანები ევროპულ ბაზარზე, მათ უნდა მოახდინონ დივერსიფიკაცია"

ალექსანდე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიური ჟურნალის ვიდეო ინტერვიუებში! დიდი სიამოვნებით მივესალმებით მეღვინეობის დარგის ერთ-ერთ წამყვან ჩეხ ექსპერტს, დოქტორ მილოშ მიხლოვსკის. ის ამჟამად სტუმრობს საქართველოს და ინტერვიუზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა. ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ჩეხეთის საელჩოს თბილისში ამ შესაძლებლობისა და თარგმანის პროცესში დახმარებისათვის. დოქტორ მიხლოვსკი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია საქართვლოში? რამ ჩამოგიყვანათ აქ?

მილოშ მიხლოვსკი: მსურს მოგესალმოთ მორავიული მისალმებით „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვენახში!“ საქართველოში პირველად არ ვიმყოფები. ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში იყო 1970-იან წლებში სწავლის და დოქტორანტურის პერიოდში. ხშირად ჩამოვდიოდი, რადგან აქ ბევრი მეგობარი მყავდა. გასულ წლებში ჩვენ გვქონდა ორმხრივი თანამშრომლობითი პროექტები ჩეხეთსა და საქართველოს შორის, ვინაიდან ვცდილობთ გავაზიაროთ როგორც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილება, ასევე ყველა ნასწავლი გაკვეთილი. 
       
ვხედავ, რომ საქართველოში საკმაოდ დინამიური პროცესია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით; მრავალი ცვლილება მოხდა კანონმდებლობაში. ბუნებრივია, ეს პროცესები განსახორციელებლად არ არის მარტივი, მაგრამ ის მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. 
       
საქართველოს შეუძლია იამაყოს ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი სტილით წარმოების ფენომენით. ეს გახლავთ ქართული ღვინის აქტივი და დამატებითი ღირებულება. ეს ფაქტორი ნამდვილად წარმოადგენს რაღაც განსაკუთრებულს ევროპულ ბაზარზე, ასე რომ შეგიძლია დაეყრდნოთ ამ აქტივს, თუმცა არა მხოლოდ მას. 
       
ამაში სულაც არ ვგულისხმობ აუცილებლად ღვინის წარმოების ინდუსტრიალიზაციას. ვგულისხმობ ვენახების ორგანულ მოვლას. ეს არ არის მხოლოდ წარმოების ძველი სტილი, რომელიც არ დაგვიწყებიათ, არამედ გთხოვთ, არ დაივიწყოთ ვენახების მოვლისა და გაშენების ბუნებრივი მეთოდებიც. 
       
აკ:  მართალია, რომ თქვენი კომპანია ორიენტირებულია ბიო ან ორგანული ღვინის წარმოებაზე? შეგიძლიათ გვითხრათ ცოტაოდენი რამ ამ სფეროში თქვენი საქმიანობისა და მიღწევების შესახებ? 
       
მმ: შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ მე ვიყავი ნატურალური წარმოების ლიდერი, ევროკავშირის კანონმდებლობის შემოტანამდე დიდი ხნით ადრე. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბიო ღვინის წარმოების მეთოდებისგან განსხვავებით, ჩემი ბიო წარმოება ეფუძნება განსხვავებულ მიდგომას. მე ვამზადებ ახალი ტიპის ღვინოს, რომელიც უფრო გამძლეა მავნე ნივთიერებების მიმართ. ამგვარად, შემიძლია გამოვიყენო მხოლოდ 2 ქიმიური შესხურება 10-12 შესხურების ნაცვლად. 
       
ამ მიდგომამ რეალურად გამხადა წარმატებული და მომზადებული ევროკავშირისათვის, ვინაიდან 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად, ყველა ღვინის მწარმოებელს სჭირდებოდა საკუთარი პროდუქციის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მორგება. იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე ვფიქრობდი ნატურალურ წარმოებაზე, ამისათვის უკვე მზად გახლდით. 
       
ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია წარმოების დივერსიფიკაცია. ბიო-ორგანული მიდგომით ვცდილობთ მოვიძიოთ წარმოებისათვის სხვადასხვა პროდუქტი: არა მხოლოდ ღვინო, არამედ წვენები და სხვა პროდუქტები, რომელზეც  საზოგადოებაში არის მოთხოვნა. დავიწყეთ ბიო უალკოჰოლო ღვინოების წარმოება. უალკოჰოლო ღვინო ამჟამად ევროპაში ძალიან ტრენდულია. არა მხოლოდ მძღოლებისა და ორსული ქალებისათვის, არამედ ეს წარმოადგენს ახალგაზრდებისათვის მოდური გართობისა და ამავდროულად დაცულობის გზას. 
       
სხვათა შორის ამაში არის ერთი სახალისო რამ: ზოგს ჰქონდა ეჭვი, რომ ამით ვქმნი საფუძველს მომავალში დამოკიდებულებისათვის ჩემს ღვინოებზე, ვინაიდან ვაცნობ ახალგაზრდებს ღვინის გემოს უალკოჰოლო სასმელების შეთავაზებით. 
       
აკ:  როგორ ფიქრობთ, ქართული ღვინის ინდუსტრია იგივე პროცესებს უნდა ელოდოს, როგორიც ჩეხეთში გქონდათ ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ? 
       
მმ: გაწევრიანებამდე ჩვენ ძალიან ვიყავით დამოკიდებულნი ევროკავშირის ქვეყნებიდან გამოცდილების მიღებაზე, რომლებსაც ისინი სიამოვნებით გვიზიარებდნენ. ასე რომ, იმასვე ვთავაზობთ ახლა საქართველოს- ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. 
       
მეღვინეობის კუთხით ჩეხეთსა და საქართველოს შორის დიდი განსხვავებაა. ჩვენ ვაწარმოებთ 60-დან 70 მილიონამდე ლიტრ ღვინოს, მაგრამ მოვიხმართ 200 მილიონ ლიტრს. მაშინ როდესაც საქართველო აწარმოებს ბევრად მეტს, ვიდრე მოიხმარს. 

რაც შეეხება საკანონმდებლო და ტექნოლოგიურ მზაობას, მიმაჩნია, რომ საქართველო ძალიან კარგ გზას ადგას. ვხედავ, რომ ღვინის მწარმოებელი კომპანიების ტექნიკური აღჭურვილობა ძალიან მაღალ დონეზეა და ამასთანავე ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესშია.
       
ჩემი აზრით, უფრო მეტი სირთულე იქნება ექსპორტი და ღვინის რეალიზაცია. ვგულისხმობ ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას ევროკავშირის ბაზარზე. იცით, რომ ევროკავშირის ფარგლებში არის 2-3 ქვეყანა, რომელთაც შეუძლია ევროკავშირის ბაზრის გაჯერება. ისინი ძალზედ კონკურენტუნარიანები არიან და ეძებენ გასაღების ბაზრებს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. 

თუ საქართველოს სურს იყოს ევროკავშირში კონკურენტუნარიანი, ის დაუპირისპირდება ამ დიდ კონკურენტებს, რომლებიც უკვე მყარად არიან ბაზარზე და აქვთ ძალიან კარგი სარეალიზაციო ფასები. ღვინის ბაზარზე დიდი კონკურენციაა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, არამედ სამხრეთ აფრიკისა და ამერიკიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ექსპორტირებას ვახორციელებთ ღვინის დამზადების უაღრესად დახვეწილი ტექნოლოგიებით- ისინი არ ანაზღაურებენ თანხობრივად- არამედ ღვინით. ეს განაპირობებს ძალიან დაბალ ფასს- მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ კარგი ხარისხის ღვინო გადასახადების ჩათვლით 1.5 ევროდ. ასე რომ, საკმაოდ რთული სიტუაციაა ბაზარზე ქართული ღვინოებისათვის კონკურენციის თვალსაზრისით. 
       
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბევრი სტიმული იყო, მაგალითისათვის შეღავათიანი საბანკო სესხები, რამაც ხელი შეუწყო ღვინის წარმოების სექტორს, ამჟამად- 20 წლის შემდგომ- ჩეხ მეღვინეებს ძალიან უჭირთ კონკურენცია, მაგალითისათვის მოლდოვურ, სამხრეთ აფრიკულ და სამხრეთ ამერიკულ იმპორტთან ფასების გამო. ასე რომ, საწყის ეტაპზე მთავრობა უწევდა დახმარებას, თუმცა ახლა ღვინის მწარმოებლები კონკურენტუნარიანობისათვის იბრძვიან. 
       
შესაძლოა გიკვირთ, რომ ვაგრძელებ საუბარს კონკურენტუნარიანობასა და ფასებზე, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს ყველაზე რთული ნაწილია. მიმაჩნია, რომ თუ ქართველ მეღვინეებს სურთ იყვნენ კონკურენტუნარიანები ევროპულ ბაზარზე, მათ უნდა მოახდინონ დივერსიფიკაცია, საჭიროა იფიქრონ სხვა პროდუქტების შეთავაზებაზე, რომელთა მიღებაც სხვა ბაზრებიდან შეუძლებელია. მოგიწოდებთ  გამოიყენოთ განსხვავებული მიდგომები და სხვა ინსტრუმენტებით ბრძოლა. 
       
დავუბრუნდეთ ამ მძიმე კონკურენტუნარიანობას ევროკავშირის ბაზარზე... როგორც აღვნიშნე, ძალიან სასიამოვნო და მოსახერხებელია ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ უამრავ სუბსიდიაზე, ტექნოლოგიურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე წვდომა. ეს გახლავთ ამის დადებითი ნაწილი, მაგრამ მოგვიანებით ქართველი მეღვინეები აუცილებლად შეხვდებიან კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მოგიყვანთ ორ მაგალითს ჩეხეთის სიტუაციიდან. 

ამჟამად ჩეხეთში არავინ ყიდულობს „Beaujolais Nouveau“-ის ღვინოს და ეს წარმოადგენს მარკეტინგულ გამარჯვებას.

პირველია Beaujolais Nouveau-ის ქეისი, რომელიც ფრანგული ბრენდია, საფრანგეთში ძალიან ტრენდულია. მან ნოემბერში მთლიანად მოიცვა ჩეხეთის ყველა მაღაზია და რესტორანი, მასშტაბური ფრანგული მარკეტინგული სტრატეგიის წყალობით. ჩეხეთის პასუხი იყო ძალიან ჭკვიანური, წარმოვადგინეთ ჩვენი ჩეხური ბრენდი, რომელსაც დავარქვით “Saint Martin's wine”, და „Beaujolais Nouveau“- მდე ერთი კვირით ადრე მოხდა გამოშვება. ეს იყო ძალიან კარგი მარკეტინგული სვლა, რადგან ჩვენ გავაცანით ჩვენი “Saint Martin's wine“ მაღაზიებსა და რესტორნებს და შევქმენით მთელი ისტორია მის გარშემო, რომელიც უფრო მეტად ესადაგებოდა ჩეხურ ისტორიასა და ტრადიციებს, დაიწყო “Saint Martin's wine“-ის დიდი რაოდენობით შესყიდვა „Beaujolais Nouveau“-ის ნაცვლად. ამჟამად ჩეხეთში არავინ ყიდულობს „Beaujolais Nouveau“-ის ღვინოს და ეს წარმოადგენს მარკეტინგულ გამარჯვებას. თუმცა, ეს უნდა იყოს ძალიან კარგად გააზრებული მარკეტინგული სვლები არა მეღვინეების - არამედ სახელმწიფოს მხრიდან. 
       
ასევე გაგიზიარებთ ჩეხურ წარუმატებელ მაგალითს. როდესაც საქმე ეხება Prosecco -ს და სხვა მსუბუქ ცქრიალა იტალიურ ღვინოებს, როდესაც ისინი ჩვენს ბაზარზე შემოვიდნენ 10 წლის წინ, წელიწადში დაახლოებით 10000  ბოთლს მოვიხმარდით, ამჟამად კი 1 მილიონს- აგრესიული იტალიური მარკეტინგის წყალობით. ჩვენ არ ვიყავით საკმარისად აქტიურები წინმსწრებად,  რათა წინააღმდეგობა გაგვეწია Prosecco -სა და ცქრიალა ღვინოების ასეთ მასიური წარმოდგენისთვის. მოგვიწევს გამოსავლის ძებნა, რადგან ჩვენი ბაზარი გადავსებულია  Prosecco-თი  და მსუბუქი ღვინოებით და გამოსავალი ჯერ ვერ ვიპოვეთ. 
       
აკ:  თუ არსებობს რაიმე, რისი დამატებაც გსურთ, სიტყვა დამითმია თქვენთვის. 
       
მმ: ჩემი რეკომენდაცია იქნება ვენახების მაღალი ხარისხის შენარჩუნება, ისეთი ენდემური ჯიშების ღვინოების- როგორიცაა საფერავი და გორული მწვანე, რომელიც ყოველთვის კონკურენტუნარიანი იქნება. ამ შემთხვევაში, თუ გსურთ ხარისხის შენარჩუნება, შეგიძლიათ აწარმოოთ ნაკლები- ჰექტარზე 10 ტონა. თქვენ არ გესაჭიროებათ დიდი, მასიური წარმოება, არამედ მაღალი ხარისხის შენარჩუნება. მაღალი ხარისხის ვენახების მცირე რაოდენობის შენარჩუნებისას მეორეს მხრივ, მოგიწევთ იფიქროთ მასიურ წარმოებაზე უფრო დიდ ფართობზე- ვთქვათ 30 ჰექტარზე- სადაც ხარისხი არ იქნება ისეთი მაღალი, მაგრამ გაუწევთ კონკურენციას ისეთი ღვინის ტიპებს, როგორიცაა Prosecco.  
       
ამით თქვენ შეგიძლიათ კონკურენცია გასწიოთ ევროკავშირის ბაზარზე, თუმცა მაინც შეინარჩუნოთ მაღალი ხარისხის და ძვირადღირებული ღვინოების ეს მცირე ნაწილი, რომელი განსაზღვრული იქნება ღვინის მოყვარულთათვის, ისინი მას ყოველთვის შეიძენენ. თუმცა, ექსპორტს ნუ დააყრდნობთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინოზე. 

მსოფლიოში მოხმარებული ღვინის 80%  2 ევროზე ნაკლები ღირებულებისაა, ამგვარად ჩემი საბოლოო რეკომენდაცია იქნება- დივერსიფიკაცია.

კიდევ ერთხელ, კონკურენტუნარიანობაზე საუბრისას უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოში მოხმარებული ღვინის 80%  2 ევროზე ნაკლები ღირებულებისაა, ამგვარად ჩემი საბოლოო რეკომენდაცია იქნება- დივერსიფიკაცია: თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ავთენტური ორიგინალურობა, მაგრამ ინოვაციური ტექნოლოგიების წყალობით, უნდა შემოიტანოთ რაღაც განსხვავებული: მაგალითისათვის, უალკოჰოლო ღვინოები, ან დაბალი ალკოჰოლის შემცველი ღვინოები, რომლის მირთმევაც ხალხს მოუნდება ცხელი ზაფხულის პერიოდში, ან ცქრიალა ღვინოები. შეეცადეთ იყოთ უფრო კრეატიულნი წარმოების გაფართოებისა და დივერსიფიკაციის კუთხით. შესთავაზეთ მეტი პროდუქტი საზოგადოებას. მხოლოდ ამ გზით შეუძლია საქართველოს იყოს კონკურენტუნარიანი ამავდროულად მაღალი ხარისხის ღვინოების მაღალი სტანდარტების დაცვით. 
       
შეჯამებისთვის, მსურს ვთქვა, რომ ევროკავშირში ყოფნის 20 წლის შემდგომ, მეღვინეობის სექტორისათვის ნამდვილად უფრო მეტი დადებითი ფაქტორია, ვიდრე უარყოფითი. თუმცა, შევეცადე თვალსაჩინო გამეხადა ის პოტენციური გამოწვევები რასაც ქართველი მეღვინეები შეხვდებიან მომავალში, განსაკუთრებით ევროკავშირის ბაზარზე კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებით. 
       
ვფიქრობ, ახლა სწორი დროა თვალის გასახელად, ვიყოთ უფრო ღია ახალი, ინოვაციური გადაწყვეტილებების, ახალი პროდუქტების დანერგვის მიმართ, რომლებიც შესაძლოა იყოს თავსებადი და შთაგონებული სხვა ბაზრებით- მაგრამ მაინც შეინარჩუნეთ განსაკუთრებული ქართული მიდგომა. ტრადიციისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების კომბინაცია და ბაზარზე არსებული სიტუაციის დანახვა- ეს არის ის კომბინაცია, რომელიც აუცილებლად დაეხმარება ქართველ მწარმოებლებს. 
       
აკ:  გმადლობთ ამ შესანიშნავი ინტერვიუსათვის ძალიან მნიშვნელოვანი ჩეხური გაკვეთილებითურთ. დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან გამოადგება საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა! 

Read or watch the English language version here.  

კავკასიური ჟურნალი მადლობას უხდის ჩეხეთის რესპუბლიკის გარდამავალი ხელშეწყობის პროგრამასა და თბილისში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინტერვიუს მომზადების პროცესში გაწეული მხარდაჭერისათვის.

 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:

GoogleNews  |  X  |  Facebook  |  NEW: WhatsApp  |   Telegram  |  Medium  |  LinkedIn  |  YouTube  |  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: