4 ივნისს BTU, Emerging Europe-თან ერთად, მასშტაბურ ონლაინ ღონისძიებას უმასპინძლებს

29.05.2024 (Caucasian Journal). ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, დიდ ბრიტანეთის Emerging Europe-თან ერთად, 4 ივნისს მასშტაბურ ონლაინ ღონისძიებას, “საქართველოს ევროპული ინტეგრაცია: აქცენტები მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე”“საქართველოს ევროპული ინტეგრაცია: აქცენტები მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე” მასპინძლობს. 

In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

შეხვედრა დაეთმობა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და იმ საგანმანათლებლო, სამეცნიერო თუ ინოვაციურ პროგრამებს, რომელიც ამ პროცესის ეფექტიანად განხორციელებას ემსახურება. ღონისძიებას გახსნიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, ნინო ენუქიძე და Emerging Europe-ის დამფუძნებელი პარტნიორი - ენდრიუ ვრობელი.

განათლების, კვლევებისა და ინოვაციების პანელური დისკუსიების ფარგლებში წამყვანი ევროპელი და ქართველი ექსპერტები მრავალფეროვან საკითხებს განიხილავენ; მათ შორის: საერთაშორისო ინიციატივებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს  სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიმართულებით, რა აქტივობები ხორციელდება ევროპულ სამეცნიერო ეკოსისტემაში, რა ტიპის თანამშრომლობაა ყველაზე ეფექტური, საქართველოს პარალელურად, როგორია ევროპული ქვეყნების პოტენციალი და შესაძლებლობები, რა დამატებითი ღირებულების მოტანა შეუძლია ევროპულ ინოვაციებს და ტექნოლოგიებს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ საქართველოს მზადყოფნაზე და სამომავლო პერსპექტივებზე სხვადასხვა ევროპულ ინიციატივებსა და ქსელებში ჩართვის შესახებ.


 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:
Google News  *  Twitter  *  Facebook  *  Medium  *  LinkedIn  *  YouTube  *  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ:

ჟან კაველიე: „საქართველო სულ უფრო და უფრო შორდება პრესის დამაკმაყოფილებელ თავისუფლებას და, შესაბამისად, დემოკრატიისა და ევროკავშირის გზას“

27.05.2024 (Caucasian Journal). 
Jeanne Cavelier
Photo: RSF/Manon Levet
დღეს ჩვენი სტუმარია ჟან კაველიერი, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ქ-ნ კაველიე ადრე მუშაობდა ისეთ ცნობილ ფრანგულ გაზეთებში, როგორიცაა L'Opinion და Le Monde.

 In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

ალექსანდრე კაფკა, CJ-ის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო ჟან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ ჟურნალში, გმადლობთ  ჩვენი მკითხველებისადმი ყურადღებისთვის. წლევანდელი პრესის თავისუფლების დღე საქართველოსთვის საამაყო მომენტი არ იყო. მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის უახლესი გამოცემის მიხედვით, ჩვენი პრესის თავისუფლება სამი წლის განმავლობაში 43 ადგილით  ჩამოქვეითდა: 2021 წელს მე-60 ადგილიდან წელს 103-ე ადგილზე გადაინაცვლა. თქვენი ინდექსი 2002 წლიდან ჰფენს ნათელს პრესის თავისუფლებას. რამდენად ზუსტია მთლიანობაში და რამდენად საგანგაშოა საქართველოს პოზიციის ჩამოქვეითება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

თომას ჰაკერი: “კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და არა მთავრობას” (იხილეთ ვიდეო ან წაიკითხეთ)

Thomas Hacker
21.05.2024 (Caucasian Journal).  ბ-ნ თომას ჰაკერი, გერმანიის ბუნდესტაგის (ფედერალური პარლამენტი) წევრია, რომელმაც ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა კავკასიურ ჟურნალს.  იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ქვემოთ, ან წაიკითხეთ სტატია:
 In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი 


იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ან წაიკითხეთ სტატია. 

თომას ჰაკერი: “კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და არა მთავრობას”


ალექსანდე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო ბატონო ჰაკერ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ ჟურნალში, გმადლობთ თქვენი ყურადღებისთვის ჩვენი მკითხველების მიმართ. თქვენ წარმოადგენთ ბავარიას ბუნდესტაგში, მაგრამ, როგორც ჩანს, ჭეშმარიტი ინტერესი გაქვთ საქართველოს მიმართ. როგორ დაინტერესდით ჩვენი ქვეყნით?

თომას ჰაკერი: ბუნდესტაგში, სადაც თითქმის შვიდი წელია ვმსახურობ, ვარ ევროპულ საკითხთა კომიტეტის წევრი და ჩემი საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენელი. ამიტომ, ჩემს პასუხისმგებლობაში შედის ის ქვეყნები, რომლებიც გაფართოების პროცესის ნაწილია. როცა რომელიმე ქვეყანაში ჩავდივარ, ვცდილობ შევხვდე არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს.

საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა ძალიან რთული სამეზობლოთი.

საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტისას აღმოვაჩინე ჭეშმარიტი ინტერესი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, გამხდარიყვნენ ევროპული საზოგადოების წევრნი. ქართული ცხოვრების წესის, კერძებისა და ღვინის დიდხნიანი ტრადიციის შესახებაც ბევრი რამ შევიტყვე, ამიტომ ისევ დავბრუნდი საქართველოში. და იმედი მაქვს, რომ ჩემი ბოლო მოგზაურობა არ იქნება უკანასკნელი. კიდევ ორ ვიზიტს ვგეგმავთ. საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა ძალიან რთული სამეზობლოთი და ვშიშობ, რომ რუსეთის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა ძალიან დიდია. მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც გერმანიამ და ევროკავშირმა, უნდა გამოვავლინოთ რწმენა საქართველოს მიმართ.

მილოშ მიხლოვსკი: "თუ ქართველ მეღვინეებს სურთ იყვნენ კონკურენტუნარიანები ევროპულ ბაზარზე, მათ უნდა მოახდინონ დივერსიფიკაცია" (იხილეთ ვიდეო ან წაიკითხეთ)

16.05.2024 (Caucasian Journal).  დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ მეღვინეობის დარგის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, დოქტორ მილოშ მიხლოვსკი. ის ამჟამად სტუმრობს საქართველოს და ინტერვიუზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.  იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ქვემოთ, ან წაიკითხეთ სტატია:
 In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი 


იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ან წაიკითხეთ სტატია. 

მილოშ მიხლოვსკი: "თუ ქართველ მეღვინეებს სურთ იყვნენ კონკურენტუნარიანები ევროპულ ბაზარზე, მათ უნდა მოახდინონ დივერსიფიკაცია"

ალექსანდე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიური ჟურნალის ვიდეო ინტერვიუებში! დიდი სიამოვნებით მივესალმებით მეღვინეობის დარგის ერთ-ერთ წამყვან ჩეხ ექსპერტს, დოქტორ მილოშ მიხლოვსკის. ის ამჟამად სტუმრობს საქართველოს და ინტერვიუზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა. ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ჩეხეთის საელჩოს თბილისში ამ შესაძლებლობისა და თარგმანის პროცესში დახმარებისათვის. დოქტორ მიხლოვსკი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია საქართვლოში? რამ ჩამოგიყვანათ აქ?

მილოშ მიხლოვსკი: მსურს მოგესალმოთ მორავიული მისალმებით „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვენახში!“ საქართველოში პირველად არ ვიმყოფები. ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში იყო 1970-იან წლებში სწავლის და დოქტორანტურის პერიოდში. ხშირად ჩამოვდიოდი, რადგან აქ ბევრი მეგობარი მყავდა. გასულ წლებში ჩვენ გვქონდა ორმხრივი თანამშრომლობითი პროექტები ჩეხეთსა და საქართველოს შორის, ვინაიდან ვცდილობთ გავაზიაროთ როგორც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილება, ასევე ყველა ნასწავლი გაკვეთილი. 
       

მარტინ სკალსკი: “აუცილებელია მოსახლეობის აქტიურობა და ცვლილებების მოთხოვნა” (იხილეთ ვიდეო ან წაიკითხეთ)

Skalsky Zoom
17.04.2024 (Caucasian Journal).  დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ მარტინ სკალსკი, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციას „არნიკა“-ს თავმჯდომარე და მოქალაქეთა მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი.  ის კოორდინაციას უწევს მრავალ პროექტს გარემოს დაცვის სფეროში ყოფილი საბჭოთა კავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. 
იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ქვემოთ, ან წაიკითხეთ სტატია

 In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი 


იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ან წაიკითხეთ სტატია. 

მარტინ სკალსკი:  “აუცილებელია მოსახლეობის აქტიურობა და ცვლილებების მოთხოვნა”

ალექსანდე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიური ჟურნალის ვიდეო ინტერვიუებში.

ჩვენი დღევანდელი სტუმარია მარტინ სკალსკი, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციას „არნიკა“-ს თავმჯდომარე და მოქალაქეთა მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი. ის კოორდინაციას უწევს მრავალ პროექტს გარემოს დაცვის სფეროში ყოფილი საბჭოთა კავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში.

პეტრ სტუდნიჩკა: „ევროპული ინტეგრაცია განაპირობებს საქართველოში მეტ ტურისტს, ხანმოკლე მოგზაურობებსა და მაღალ მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე“

Petr Studnicka
10.04.2024 (Caucasian Journal). რას მოუტანს ევროკავშირში ინტეგრაცია ადამიანებსა და ინდუსტრიებს საქართველოში? ჩვენს ახალ ინტერვიუების სერიაში ევროკავშირის ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან იზიარებენ თავიანთ შეხედულებებს. დღევანდელი აქცენტი ტურიზმსა და სტუმართმოყვარეობაზეა.

ჩვენი დღევანდელი სტუმარია დოქტორი პეტრ სტუდნიჩკა, პრაღის საუნივერსიტეტო კოლეჯის სასტუმროებისა და ტურიზმის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. როგორც ტურიზმის სექტორის ერთ-ერთი წამყვანი ჩეხი ექსპერტი, ის გახლავთ ტურიზმის მეცნიერ ექსპერტთა საზოგადოების, ჩეხეთის რესპუბლიკის სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის, ჩეხეთის გასტრონომიული ინსტიტუტისა და ტურიზმთან დაკავშირებული სხვა ასოციაციებისა და ჟურნალების საბჭოს წევრი.

ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ City Hotels-ის დირექტორს, Tbilisi Chambers Trademark Collection by Wyndham-ს გენერალურ მენეჯერს ნინო ნებიერიძეს, კითხვებისა და კომენტარებისათვის, რაც დაგვეხმარა პროფესიონალებისათვის კიდევ უფრო ღირებული სტატიის შექმნაში.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.


ალექსანდე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო პეტრ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ ჟურნალში. როგორც ვიცი, უკვე ნამყოფი ხართ საქართველოში, რომელიც გასულ წელს გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნისათვის ტურიზმი უმნიშვნელოვანესი დარგია. აქედან გამომდინარე, გვსურდა, ეს ინტერვიუ მიგვეძღვნა ჩეხური გამოცდილებისათვის, რომელიც მეტად აქტუალური ხდება ევროკავშირთან მომავალი დაახლოების თვალსაზრისით. თავდაპირველად მინდა დაგისვათ ზოგადი კითხვა: რა სარგებელს იღებენ ტურიზმზე ორიენტირებული ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებით?

პეტრ სტუდნიჩკა: ევროკავშირში გაწევრიანება პოზიტიურად აისახება ეკონომიკაზე. მოსახლეობის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება სასარგებლოა ტურიზმის განვითარებისათვის. ეს წარმოადგენს დაახლოებით 450 მილიონ მოსახლეს მთლიან ბაზარზე. შენგენის ზონაში გაერთიანებას უაღრესად დადებითი გავლენა აქვს. ჩეხეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2004 წელს გახდა, 2007 წელს კი შევუერთდით შენგენის ზონას. წინ გვაქვს ევროს მიღება და ევროზონაში შესვლა. ჩეხეთის რესპუბლიკას მოუწევს გარკვეული დროით ლოდინი, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ევროკავშირში გაწევრიანებით სახელმწიფო ასევე იღებს ფინანსურ სახსრებს ევროკავშირის რესურსებიდან, რომელიც შესაძლებელია შეძლებისდაგვარად გამოყენებულ იქნას ტურიზმის მხარდასაჭერად (მაგ. საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარება, ტურიზმის პროცესის გაციფრულება). 

ენდრიუ ჯუველ: "ჩვენ სსფ-ს პროგრამის გზაზე დაბრუნება გვსურს“

Andrew Jewell19.01.2024 (Caucasian Journal)  დღეს ჩვენი სტუმარია ენდრიუ ჯუველ (Andrew JEWELL) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ/IMF) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ. 

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბატონო ენდრიუ, გილოცავთ ახალ წელს და მოგესალმებით კავკასიის ჟურნალის სახელით.  მადლობა, რომ თქვენი დატვირთული განრიგის მიუხედავად ჩვენს მკითხველთან სასაუბროთ დრო მონახეთ. თქვენ სსფს მდმივ წარმომადგენლად საქართველოში გასული წლის აგვისტოში დაინიშნეთ. თქვენი წინა სამსახური - ბოსნია და ჰერცოგოვინა ასევე ახლოა ჩვენ რეგიონთან. საქართველოში თავს ისევ „ახლად“ გრძნობთ?  

ნდრიუ ჯუველ: მართალია ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ბევრი რამ მოხდა, დიახ, თავს ისევ „ახლად“ ვგრძნობ. საქართველოს ეკონომიკის საკითხების გარდა, ვეცნობი საქართველოს ისტორიას, ქვეყნის პოლიტიკურ დინამიკას, და გეოპოლიტიკურ კონტექტს. ვცდილობ ქართული ენის შესწავლას, რაც საოცრად საინტერესო და რთული აღმოჩნდა. 

ა.კ.: დიახ, ქართული ენის შესახებ გეთანხმებით... თქვენ დამთავრებული გაქვთ ჯონ ჰობკინსის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და ასევე სორბონის უნივერსიტეტი, ასევე მრავალი წელი გიმუშავიათ საერთაშორისო სავალუტო ფონდში. თქვენი ცოდნა და გამოცდილება: კომპიუტერული მეცნიერებიდან პოლიტიკურ მეცნიერებამდე და გლობალურ ფინანსებამდე, ფაქტიურად უნიკალურია. თუ შეიძლება მოკლედ მოგვიყევით პირადად თქვენს და თქვენი პროფესიული ინტერესების შესახებ? ასევე, როგორ დაინტერესდით საქართველოთი? 

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი „ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად ძალებს არ დავიშურებ“

Ishizuka Hideki
Photo Embassy of Japan © 2023
21.12.2023 (Caucasian Journal)  კავკასიური ჟურნალისთვის განსაკუთრებული პატივია დღეს ესაუბროს მის აღმატებულება იშიძუკა ჰიდეკის, იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში. მან დიპლომატიური მისია გასულ ივნისს დაიწყო.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ. 

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით კავკასიურ ჟურნალში. თქვენი მოღვაწეობა დაიწყო ზაფხულში, შესაბამისად უკვე უნდა გქონდეთ მიღებული ადგილობრივი გამოცდილება. ხომ არ გაგვიზიარებდით სამ შთაბეჭდილებას საქართველოში, რომელსაც არ ელოდით და გაგაოცათ?

ელჩი იშიძუკა ჰიდეკი: ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო ხედი თვითმფრინავიდან, სანამ თბილისში ჩამოვიდოდი. თოვლით მოფენილმა მბზინვარე კავკასიონის ქედმა და ლამაზმა ტყეებმა გამაოცა.  თუმცა, ჩემზე კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მთიან რეგიონებში ხეობის პირამდე მისულმა, კარგად გაშენებულმა ვენახებმა. ამან მაჩვენა ქართველი ხალხის გულმოდგინება და ვიგრძენი ერთგვარი სიმპათია, რადგან ძალიან ჰგავდა ბრინჯის ყანებს იაპონიაში.

მეორე შთაბეჭდილება იყო ქართული სტუმართმოყვარეობა, რომელიც მრავალ უცხოელს აოცებს. იაპონელი ხალხიც ძალიან ამაყობს თავიანთი სტუმართმოყვარეობით (ომოტენაში), რომელიც პირველ რიგში სტუმრისადმი პატივისცემით მოპყრობას ითვალისწინებს, თუმცა ქართული „სტუმარ-მასპინძლობა“ უფრო პროაქტიული და გულუხვია მეგობრული დამოკიდებულებით. ქართველი ხალხი ძალიან მეგობრულია და სტუმრებს ყოველთვის ღიმილით ეგებება. ხშირ შემთხვევაში აღმოვაჩინე, რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ თავაზიანები არიან (გარდა საცობებისა...) და მათ საუბრებში ხშირად მესმის „კი ბატონო!“. ამგვარი თავაზიანობა ძალიან ახლო და კომფორტულია იაპონელი ხალხისთვის, რადგან ჩვენ მსგავსი კულტურა გვაქვს.