ვიდეო: ქრისტინა მანდი და ქრისტინა რეინსალუ ელექტრონული მმართველობის აკადემიიდან განიხილავენ ელ-დემოკრატიას

16.02.2022 (Caucasian Journal). 
დღეს ჩვენი სტუმრები არიან ესტონეთის ელექტრონული მმართველობის უფროსი ექსპერტი,  ქრისტინა მანდი და პროგრამის დირექტორი, დოქტორი კრისტინა რეინსალუ. ჩვენი ინტერვიუს ნახვა ან წაკითხვა შესაძლებელია ორ ენაზე. კავკასიური ჟურნალი, ქვემოთ წარმოგიდგენთ ვიდეო ინტერვიუს.

თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი.


ვიდეო: უყურეთ პირველ „ნორდიკულ საუბარს" სუფთა ენერგიის განათლების შესახებ

09.02.2022 (Caucasian Journal). პირველი "ქართული" ნორდიკული საუბარი გაიმართა „კავკასიური ჟურნალის“ ორგანიზებით 2021 წლის ბოლოს. საუბრის დროს ყურადღება გამახვილებულ იქნა  სუფთა ენერგიასა და საშუალო სკოლის განათლებაზე, კერძოდ ნორვეგიასა და საქართველოს, ორ „ჰიდრო ენერგეტიკულ“ ერს შორის საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამაზე. 

მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ორდღიანი საერთაშორისო დისკუსიის ვიდეო მიმოხილვა.  

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.


რას არის ნორდიკული საუბარი? ეს წარმოადგენს სკანდინავიური საბჭოს მხარდაჭერით ორგანიზებულ პირდაპირი მოლაპარაკებებისა და პოდკასტების სერიას, რომელიც ეხმიანება ყველაზე დიდ გლობალურ გამოწვევებს, საერთაშორისო მასშტაბით. 

პირველი ქართული ნორდიკული საუბრის ფარგლებში მოვიწვიეთ მწვანე ენერგიით, ჰიდრო რესურებითა და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებული პირები. 

ჩვენი დისკუსია, რომელიც ფოკუსირებულ იყო სუფთა ენერგიის განათლებაზე, იყო სათაურით- „როგორ მივიღოთ მაქსიმუმი სკანდინავიური სუფთა ენერგიის განათლების საშუალებით“- ნორვეგიისა და საქართველოს ქეისი- ორი „ჰიდროენერგიული“ ერი .

დისკუსია ამჟამად უკვე ხელმისაწვდომია ქართული სუბტიტრებით. შეგიძლიათ უყუროთ ქვემოთ. თუ გსურთ პირველი გაეცნოთ ჩვენს ექსკლუზიურ ვიდეო ინტერვიუებს, გთხოვთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი აქ


NDI-ის კვლევა: მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებზე არავინ ზრუნავს

27.01.2022 (Press Release)   ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავენ.
ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა. მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით არ იცვლება, რაც პარტიებისთვის თანამშრომლობის სტიმული უნდა გახდეს. 
▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. ისინი არც პარლამენტისადმი არიან ოპტიმისტურად განწყობილნი და ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს (53 პროცენტი); 52 პროცენტს ასევე არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ პარლამენტს მოქალაქეებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს.

ელჩი გერტ ანტსუ: "ვერ მივცემთ თავს უფლებას ინტერესი დავკარგოთ აღმოსავლეთ მეზობლებისადმი”

19.01.2022 (Caucasian Journal). მიმდინარე თვის დასაწყისში ბრიუსელში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი სამიტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერები. აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს ერთობლივი პოლიტიკის ინიციატივას, რომელიც 2009 წელს დაიწყო ევროკავშირსა და მის ექვს აღმოსავლეთ  მეზობელს- სომხეთს, აზერბაიჯანს,  ბელორუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.    

ზემოთ ხსენებული მნიშვნელოვანი ღონისძიების შედეგების უკეთ გასაგებად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე და ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე კავკასიურმა ჟურნალმა სთხოვა კომენტარი ელჩ გერტ ანტსუს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში.  ეს არის გერტ ანტსუს სამხეთ კავკასიის ჟურნალისადმი მიცემული მეორე ინტერვიუ. პირველი ინტერვიუ შეგიძლიათ იხილო  აქ.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.


ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ევროპისა და ჩვენი რეგიონის მასშტაბით ბევრი ადამიანი მოუთმენლად ელოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის  სამიტს. ვიხილეთ ოფიციალური განცხადებები და ექსპერტთა მოსაზრებები, თუმცა საინტერესოა  კარგად ინფორმირებული, ნეიტრალური და პროფესიონალი „ინსაიდერის“ კომენტარი . გქონდათ რაიმე კონკრეტული სახის მოლოდინი აღმოსავლეთ პარტნიორობის    ბოლო სამიტიდან? იყო შედეგებში რაიმე მოულოდნელი თქვენთვის? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განსხვავდებოდა შედეგები მოლოდინისგან?

გერტ ანტსუ: ვიტყოდი, რომ მოლოდინები ზომიერად მაღალი იყო – ბოლოს და ბოლოს, ეს იყო პირველი სამიტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და სახელმწიფო მეთაურების დონეზე შეხვედრა უკვე პოზიტიური პოლიტიკური სიგნალია. ამასთანავე, იყო საკმარისი დრო იმისათვის, რომ მომხდარიყო სულ მცირე წევრ ქვეყნებს შორის გარკვეული სამომავლო გეგმების განხილვა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორობასთან დაკავშირებით რევოლუციური ცვლილება არ მომხდარა,  ევროკავშირთან პარტნიორი ქვეყნების ინტეგრაციის პროცესის სტაბილური გაგრძელება მნიშვნელოვანი მიზანია. იმედი მქონდა, რომ ერთობლივი დეკლარაციის ფორმულირების პროცესი არ შეაფერხებდა რეალური ინტეგრაციის პროცესს. მოლაპარაკებების პროცესი რთული იყო, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ასევე წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, თუმცა მოხარული ვარ, რომ მიუხედავად მაღალი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა, ეს ყოველივე კარგად დასრულდა და მიღწეულ იქნა შეთანხმება ერთობლივ დეკლარაციაზე და შედეგად 2022 წელს გვაქვს შესაძლებლობა დავიწყოთ ახალი მიმართულების პოლიტიკის დანერგვა. 

ქეროლაინ ფონ პოსტი: "რატომ ვაცმევთ ჩვილებს ქიმიკატების შემცველ ახალ ტანსაცმელს?"

 ფოტო: Rosie Alm
06.12.2021 (
Caucasian Journal). ეტიკეტი „100% ბამბა“ ყოველთვის ნიშნავს თუ არა, რომ ტანსაცმელი (ან თეთრეული, პირსახოცი და ა/შ) გამოსაყენებლად უსაფრთხოა? მეორადი ტანსაცმელი უკეთესია ბავშვისათვის? როგორ შეუძლია ბიზნესს ნარჩენების გამოყენება უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოებისა და მოგების მისაღებად? რატომ არის ამდაგვარი მიდგომა რელევანტური სასტუმროებისათვის? რა არის ეთიკური გადამუშავების პრაქტიკაში?  ეს არის კითხვები, რომელიც გვაქვს ჩვენი სტუმრის - ბიოლოგის, წრიული ეკონომიკის კონსულტანტისა და კომპანია Stormie Poodle-ის ხელმძღვანელის, ქეროლაინ ვონ პოსტის (შვედეთი) მიმართ. 

 In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი ძვირფასო ქეროლაინ, მოგესალმებით საქართველოდან, სამხრეთ კავკასიიდან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ ჟურნალში. ეს რეგიონი ცნობილია ბუნებრივი სილამაზით, მდიდარი ისტორიითა და სტუმართმოყვარეობით. აქედან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ ტურიზმი ერთ-ერთი ჩვენი მთავარი საყრდენია. თქვენთვის სავარაუდოდ მოსალოდნელია, რომ კითხვები მექნება სასტუმროებთან დაკავშირებით. სიმართლეს შეესაბამება თუ არა, რომ იცით „ჯადოსნური“ გზა სასტუმროს ბიზნესისათვის, რათა გახდნენ ეკოლოგიურად სუფთა, შეამცირონ  ნარჩენები და მიიღონ მოგება?

ქეროლაინ ვონ პოსტი: რა თქმა უნდა, შემიძლია მათ დახმარება გავუწიო! სასტუმროს მართვა საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს. ბრენდის პოზიციონირება, შესაბამისი პერსონალის დასაქმება, რომელსაც შეუძლია სასტუმროს პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩინება, კარგი საკვების მომზადება, ოთახების დეკორით უზრუნველყოფა და კიდევ უამრავი ფაქტორი, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული. კომპანია Stormie Poodle- ის დაფუძნებამდე ვეხმარებოდი სასტუმროებს, რათა გამხდარიყვნენ უფრო ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პროცესში, ამჟამად ჩემი ბიზნესი კონცენტრირებულია ქსოვილებზე, რომლებსაც იყენებენ სასტუმროები, რათა მოხდეს მათ მიერ გამოყენებული ქსოვილების „განახლება” ნარჩენების შემცირების, მოგების გაზრდისა და ეკო-მეგობრულად ოპერირების გზით. 

ელჩი კირსტი ნარინენი: "ფინეთი არის კონსტრუქციული და მოქნილი პარტნიორი, მშვიდობის ხელშემწყობი საერთაშორისო მოთამაშე"

25.11.2021 (Caucasian Journal). 
ქართველების უმრავლესობა ისწრაფვის სრულად შეუერთდეს ევროპული ერების ოჯახს, მაგრამ როგორ ხედავს ამ პროცესს ევროპა? ამ და სხვა საკითხებს განვიხილავთ მის აღმატებულება, კირსტი ნარინენთან, ფინეთის ახალ ელჩთან სამხრეთ კავკასიაში.

 In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი ძვირფასო კირსტი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიის რეგიონსა და კავკასიურ  ჟურნალში! მიუხედავად იმისა, რომ  რამდენიმე კვირის წინ გქონდათ შესაძლებლობა ოფიციალურად წარგედგინათ თქვენი რწმუნებათა სიგელი საქართველოში, სამხრეთ კავკასიის საკითხებში დიდი ხნის განმავლობაში ხართ ჩართული როგორც სპეციალურ დავალებათა ელჩი. ახლახანს დაბრუნდით რუსთავიდან, სადაც არჩევნებს აკვირდებოდით. ამრიგად, ჩვენ ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი. დავიწყოთ თქვენი პოზიციის განმარტებით ჩვენი მკითხველისთვის. რას ნიშნავს იყოთ სპეციალურ დავალებათა  ელჩი? 

კირსტი ნარინენი: მსურს გულთბილი მადლობა გადავუხადო კავკასიურ ჟურნალს და თქვენ, ალექსანდრე, ჟურნალის დღის წესრიგში სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების საკითხების აქტიური წარმოჩინებისათვის.  სკანდინავია-ბალტიის სახელმწიფოებს გააჩნიათ ძლიერი საზოგადოებები, კიდევ უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და იზიარებენ მრავალ საზოგადოებრივ პროცესს. აღნიშნული მიმართულებები შესაძლოა მიჩნეულ იქნეს როგორც წარმატებული მაგალითები როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე არა ევროკავშირის წევრი პატარა ევროპული ქვეყნების მიერ. პატივად მიმაჩნია თქვენთან ამ თემებზე საუბარი. 

ჰიდროენერგეტიკის განვითარების მეცნიერებათა მაგისტრის სტიპენდიის პროგრამა

ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სთავაზობს ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს, ოთხ სამაგისტრო სტიპენდიას, სწავლება წარიმართება ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU), რომელიც მდებარეობს ქალაქ ტრონჰეიმში/ნორვეგია. სტიპენდია მოიცავს ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დაფინანსებას 2022 წლიდან.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

საქართველო და ნორვეგია - ორი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანა

საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 80 პროცენტის დაკმაყოფილება ხორციელდება ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში დიდი ისტორიული ტრადიცია გააჩნია, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა უკანასკნელ წლებში. ამ ეტაპზე საქართველოში დაგეგმვის ან მშენებლობის ეტაპზე იმყოფება, როგორც დიდი რეზერვუარი, ასევე პატარა ზომის ჰიდროელექტროსადგურები.

პეტერ სვეტიჩინი: ”ქართველები ტრადიციულად ძლიერები არიან ხელოვნური ინტელექტის ძირითად საგნებში- მათემატიკისა და ფიზიკაში“


30.07.2021 (Caucasian Journal). ხელოვნური ინტელექტი (AI) არის IT– ის ერთ – ერთი ყველაზე მოწინავე დარგი, მრავალი ინოვაციის ბირთვი, რომელიც ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. შეიძლება თუ არა საქართველო იყოს მნიშვნელოვანი მოთამაშე მაღალტექნოლოგიებში? "დიახ, მას შეუძლია", - ამბობს ჩვენი დღევანდელი სტუმარი პეტერ სვეტიჩინი, ხელოვნური ინტელექტის კომპანია Neiron- ის აღმასრულებელი დირექტორი თბილისში. შვედური ბიზნესის აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც საქართველოში დიდი გამოცდილება აქვს, ჩვენს მკითხველებს უზიარებს რამდენიმე მნიშვნელოვან მოსაზრებას.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო პეტერ, მოგესალმებით კავკასიურ ჟურნალში! თქვენ ხართ ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი შვედი ბიზნესმენი, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია, რაც საქართველოში მუშაობს - 2000-იანი წლების დასაწყისიდან, თუ მართალი ვარ. ჩრდილოეთისა და ბალტიისპირეთის ექსპერტებთან ჩვენი ინტერვიუს სერიისთვის თქვენ ფასდაუდებელი მოსაუბრე ხართ, თქვენი ცხოვრებისა და მუშაობის დიდი გამოცდილებით სამხრეთ კავკასიაში - ისეთი ტრადიციული ინდუსტრიიდან, როგორიცაა ღვინის წარმოება, ისეთივე უახლესი საკითხით, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი. პირველ რიგში, როგორ აღმოჩნდა შვედი, პრესტიჟული ამერიკული კერძო სკოლის დიპლომით საქართველოში? 

პეტერ სვეტიჩინი: გმადლობთ. დიახ, ჩემი და თქვენი გზები დიდი ხანია გადაიკვეთა და როგორც ჩანს, ჩვენი ინტერესები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. ჩემი საქართველოში ყოფნა თავიდან იღბლისა და დამთხვევის ერთობლიობა იყო, მოგვიანებით კი ქვეყნისადმი დაფასება და სიყვარული, ისევე როგორც სხვადასხვა საშუალებებისა და შესაძლებლობებისადმი ინტერესი. პარიზის ESSEC უნივერსიტეტისა და ნიუ იორკის კორნელის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მე დავიწყე მუშაობა შვედი კერძო ინვესტორისთვის და მისი ერთ-ერთი გამოწვევა იყო შატო მუხრანის ვენახების აღორძინება და ამ სამეფო მემკვიდრეობის ძველი დიდების აღდგენა და  მისი ვიზიტორებისთვის აუცილებლად სანახავ ადგილად გადაქცევა. როდესაც დავიწყე, ეს ადგილი მხოლოდ ნანგრევები იყო, სადაც წელიწადში რამდენიმე ასეული ვიზიტორი ჩამოდიოდა. 2019 წელს შატო მუხრანმა მიიღო 60,000 სტუმარი. მას შემდეგ, რაც 2005 წლიდან გამგეობის წევრი ვიყავი, 2010 წლის ბოლოს სამუშაოდ აქ გადმოვედი. მოგვიანებით თელავის GWS– ის ვენახებმა და Marussia Georgia-მ შექმნეს ჯგუფი შატო მუხრანთან. რამდენიმე წლის წინ მე მთლიანად შევიცვალე მიმართულება, როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა, რომელიც საქართველოში მაცხოვრებელი კიდევ ერთი შვედია, მთხოვა ჩამებარებინა მისი ხელოვნური ინტელექტის კომპანია - Neiron. 2019 წლიდან ვმუშაობ AI– ს განვითარებაზე საქართველოში და საქართველოდან.