ვიდეო: კრისტინა კალასი და არნოლდ სტეპანიანი განიხილავენ ეროვნული უმცირესობების პოლიტიკას ესტონეთსა და საქართველოში

11.07.2021 (Caucasian Journal). დღეს ჩვენი სტუმრები არიან ესტონეთისა და საქართველოს ეროვნული უმცირესობების საკითხების ცნობილი ექსპერტები: არნოლდ სტეპანიანი, საზოგადოებრივი მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე და კრისტინა კალასი, ტარტუს უნივერსიტეტის ნარვას კოლეჯის მკვლევარი და პოლიტიკური პარტიის ”Estonia 200”-ის ლიდერი, რომელიც შემოგვიერთდა ესტონეთიდან, ონლაინ რეჟიმში.

ჩვენი ორმაგი ინტერვიუს ნახვა ან წაკითხვა შესაძლებელია ორ ენაზე. კავკასიური ჟურნალი, ქვემოთ წარმოგიდგენთ ვიდეო ინტერვიუს.

▶ In English: ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.
▶ ქართულად: აქ

თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი.


კრისტინა კალასი და არნოლდ სტეპანიანი განიხილავენ ეროვნული უმცირესობების პოლიტიკას ესტონეთსა და საქართველოში

11.07.2021 (Caucasian Journal). დღეს ჩვენი სტუმრები არიან ესტონეთისა და საქართველოს ეროვნული უმცირესობების საკითხების ცნობილი ექსპერტები: არნოლდ სტეპანიანი, საზოგადოებრივი მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე და კრისტინა კალასი, ტარტუს უნივერსიტეტის ნარვას კოლეჯის მკვლევარი და პოლიტიკური პარტიის ”Estonia 200”-ის ლიდერი, რომელიც შემოგვიერთდა ესტონეთიდან, ონლაინ რეჟიმში.

▶ In English: 
ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.
▶ ინტერვიუს ვიდეო ვერსიის სანახავად, დააჭირეთ აქ.

ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით კავკასიური ჟურნალის ვიდეო ინტერვიუებზე! ძვირფასო არნოლდ, მართალია თუ არა, რომ „მრავალეროვანი საქართველო“, ერთ-ერთი უპირველესი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში?

არნოლდ სტეპანიანი: პირველ რიგში, მოგესალმებით. დიახ, ჩვენ ნამდვილად გახლავართ ერთ-ერთი უძველესი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1999 წელს. თუ სწორად მახსოვს, ამ პერიოდში დაახლოებით 20-25 არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობდა.

ენ ლიდგარდი: „ჩვენ დაინტერესებული ვართ ტალანტების მოზიდვით და შეგვიძლია შემოგთავაზოთ ძალიან ნათელი სტარტაპ-სისტემა“

30.06.2021 (Caucasian Journal). დღეს კავკასიური ჟურნალის სტუმარია, შვედეთის ინოვაციური სააგენტოს Vinnova – ს ინოვაციური კომპანიების ეკოსისტემების დირექტორი, ენ ლიდგარდი.

In English: ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.

ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით კავკასიურ ჟურნალში! პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიზანია მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე რეფორმების გამოცდილების გავრცელება და საუკეთესო პრაქტიკის შემოტანა ჩვენს რეგიონში. რადგან შვედეთს ხშირად უწოდებენ ევროპის „სილიკონ ველის“, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ დავინტერესდით თქვენი ქვეყნის მიღწევებით სტარტაპებისა და სხვადასხვა ინოვაციების სფეროში. მართალია, რომ ყველაფერი დაიწყო სტოკჰოლმის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1980-იან წლებში ხალხისთვის სახლის კომპიუტერების სუბსიდირებით? საკმაოდ შორსმჭვრეტელი და განსაკუთრებული გადაწყვეტილებაა, არა?

ენ ლიდგარდი: დიახ, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი, მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მობილური ტელეფონი ძალიან ადრე მივიღეთ Ericsson – ის წყალობით, რომელიც ამ სფეროში მსოფლიო ლიდერი იყო და აღსანიშნავია, მისი თანამშრომლობა „Telia“– სთან. ასევე, დიდი როლი შეასრულა ადრეულმა და ფართო მასშტაბის ქსელის დანერგვამ, რომელიც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ინგლისური ენის ცოდნის წყალობით, ადამიანებმა დაიწყეს ინტერაქცია ინტერნეტში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის მოთამაშეებმა, რომლებიც მოგვიანებით ინოვატორები გახდნენ. 

ელჩი ელენ სენდ ანდრესენი: „ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია”

18.06.2021 (Caucasian Journal). დღეს კავკასიური ჟურნალის რესპოდენტია ნორვეგიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და ნორვეგიის დანიშნული ელჩი სომხეთში -მისი აღმატებულება, ელენ სენდ ანდრესენი.

▶ In English: 
ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.

ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ნება მომეცით დავიწყო ერთ-ერთი მთავარი საკითხით. თქვენ ხართ ნორვეგიის სამეფოს საელჩოს პირველი ხელმძღვანელი თბილისში. სანამ ჩამობრძანდებოდით, ნორვეგიას არ ჰქონდა საელჩო ამ ქვეყანაში. როგორ იგრძენით თავი ასეთ სიტუაციაში, როდესაც თქვენ საელჩოს შენობაც არ ჰქონდა და ფაქტობრივად, ყველაფერი ნულიდან უნდა დაგეწყოთ?

ელენ სენდ ანდრესენი: ასეთ სიტუაციაში ყოფნა საინტერესო გამოწვევაა და ცოტა საშიშიც. ახალი საელჩოს შექმნა იშვიათი შესაძლებლობაა, ამიტომ საპატიოა ასეთი დავალების შესრულება. სრულიად ახალი გუნდის შექმნა კი - დიდი პრივილეგია. ახალი მისიის შექმნისთვის საჭიროა ხედვა, მამოძრავებელი ძალა, თანაც მოქნილობა და მოთმინება. ეს შესანიშნავი სასწავლო პროცესია. ალბათ, ყველაზე რთული რამ არის ერთის მხრივ -  პრაქტიკულ ამოცანებსა და ადმინისტრაციულ საკითხებს შორის სწორი ბალანსის დაცვა და, მეორეს მხრივ - ჩვენი ქსელის შექმნა. მაცდურია, რაც შეიძლება მეტ ადამიანთან შეხვედრა და სწორი კონტაქტების დამყარება, მაგრამ ზოგჯერ ადმინისტრაციასა და ლოჯისტიკას უნდა მიენიჭოს უპირატესობა. და რა თქმა უნდა, ამ გზაზე ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვქონდა ოსლოდან, ისევე როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რისთვისაც მადლობელი ვარ.

კავკასიური ჟურნალის პირველი საჯარო დისკუსია საგზაო უსაფრთხოების საკითხზე

08.06.2021 (
Caucasian Journal).  აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პირველი საჯარო დისკუსიის სრული ჩანაწერი საგზაო უსაფრთხოების შესახებ, ქართულ ენაზე, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს უახლეს სტატიაზე.
თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.


ვიდეო: აფტონ ჰალორანი, ელენე შატბერაშვილი, დიმიტრი კოსტაროვი განიხილავენ მდგრადი კვების სისტემების გარდამავლობის საკითხს

27.05.2021 (
Caucasian Journal).  დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მდგრადი კვების სისტემებზე. ჩვენი სტუმრები არიან დოქტორი აფტონ ჰალორანი, დანიელი ექსპერტი მდგრადი კვების სისტემების გარდამავლობის საკითხში, ელენე შატბერაშვილი, ელკანას ბიოლოგიური მეურნეობის ასოციაციიდან და დოქტორი დიმიტრი კოსტაროვი, სოფლის მეურნეობის სატელევიზიო არხის -საფერავი TV-ის ხელმძღვანელი და დამოუკიდებელი მეღვინე. ჩვენი ინტერვიუს ნახვა ან წაკითხვა შესაძლებელია ორ ენაზე. კავკასიური ჟურნალი, ქვემოთ წარმოგიდგენთ ვიდეო ინტერვიუს.

▶ In English: ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.

თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი.


აფტონ ჰალორანი, ელენე შატბერაშვილი, დიმიტრი კოსტაროვი განიხილავენ მდგრადი კვების სისტემების გარდამავლობის საკითხს

27.05.2021 (კავკასიური ჟურნალი). დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მდგრადი კვების სისტემებზე. ჩვენი სტუმრები არიან დოქტორი აფტონ ჰალორანი, დანიელი ექსპერტი მდგრადი კვების სისტემების გარდამავლობის საკითხში, ელენე შატბერაშვილი, ელკანას ბიოლოგიური მეურნეობის ასოციაციიდან და დოქტორი დიმიტრი კოსტაროვი, სოფლის მეურნეობის სატელევიზიო არხის -საფერავი TV-ის ხელმძღვანელი და დამოუკიდებელი მეღვინე.

In English: ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.
▶ ინტერვიუს ვიდეო ვერსიის სანახავად, დააჭირეთ აქ.

ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მადლობა მინდა გადავუხადო აფტონ ჰალორანს ამ ინტერვიუსთვის და ჩემი პირველი კითხვა არის შემდეგი: ჩვენ ვიცით, რომ სკანდინავიის ქვეყნები ლიდერებს შორის არიან მდგრადი კვების სისტემების გარდამავლობის პროცესში. საინტერესოა, რატომ არის ასე და თუ შეგიძლიათ, რომ თქვენი ცოდნა და მიდგომები გაგვიზიაროთ ამ პრობლემასთან მიმართებით.

აფტონ ჰალორანი: გამარჯობა, მე ვარ აფტონ ჰალორანი და ვარ დამოუკიდებელი კონსულტანტი მდგრადი კვების სისტემების მობილობის საკითხებში. ვთანამშრომლობ სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სააგენტოსთან იმის გასაგებად, თუ როგორ შეუძლიათ მათ კვების სისტემის გარდაქმნა. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ კვების სისტემაზე, საჭიროა ვისაუბროთ კვების სისტემის სხვადასხვა ასპექტებზე. მაგალითად, ადამიანური ასპექტი, საზოგადოებრივი ასპექტი, მაგრამ ასევე ეკონომიკური ასპექტი, ეკოლოგიური ან გარემოს ასპექტი და თუნდაც პოლიტიკური ასპექტი. როდესაც განვიხილავთ ყველა ამ განზომილებას, როგორც ერთ მთლიანობას და იმას, თუ როგორ მოქმედებენ ისინი კვებაზე, რას ვაწარმოებთ და რას ვიღებთ, ამ ყველაფერს, ჩვენ ვხედავთ, როგორც ერთ მთლიან სისტემას.

ელჩი რიინა კალიურანდი (ვიდეო): "ესტონელებს სურთ შედეგის დანახვა, ამიტომ ამის შესაბამისად ვმოქმედებთ"

08.03.2021 (
Caucasian Journal).  დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, გავესაუბროთ ესტონეთის ელჩს საქართველოსა და სომხეთში - მის აღმატებულებას, რიინა კალიურანდს.  ჩვენი ინტერვიუს ნახვა ან წაკითხვა შესაძლებელია ორ ენაზე.  კავკასიური ჟურნალი, ქვემოთ წარმოგიდგენთ ვიდეო-ინტერვიუს, ქართული სუბტიტრებით

▶ In English: ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.

თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი.