18.05.2021 (კავკასიური ჟურნალი). დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, გავესაუბროთ ესტონეთის ელჩს საქართველოსა და სომხეთში - მის აღმატებულებას, რიინა კალიურანდს. ჩვენი ინტერვიუს ნახვა ან წაკითხვა შესაძლებელია ორ ენაზე. კავკასიური ჟურნალი, ქვემოთ წარმოგიდგენთ ინტერვიუს სრულ ქართულ ტექსტს.
ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით კავკასიური ჟურნალის ვიდეო-ინტერვიუებზე. თქვენ თბილისში, საელჩოს შედარებით ახალი უფროსი ხართ. როგორ შეაჯამებდით, თქვენს შთაბეჭდილებებს?
რიინა კალიურანდი: დიდი მადლობა ამ ინტერვიუზე მოწვევისთვის. მართლაც, მე შედარებით ახალი ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ცოტა ხნის წინ ჩამოვედი - ეს ცხრა თვის წინ იყო და საკმაოდ რთულ - პანდემიის შუა პერიოდში მომიწია ჩამოსვლა. ასე რომ, ნორმალური სოციალური ცხოვრება, სხვა დიპლომატებთან კომუნიკაცია და ქვეყნის შიგნით მოგზაურობა საკმაოდ ლიმიტირებული და შეზღუდული იყო. შესაბამისად, შეიძლება, ამ დროისთვის, არ გამიკეთებია იმდენი, რამდენის გაკეთებაც მსურდა და არ მიმოგზაურია ქვეყანაში იმდენი, რამდენიც მსურდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე ქვეყანა გაიხსნება და ამ ყველაფერს გამოვასწორებ, ცოტა მოგვიანებით.









