ფოტო: Rosie Alm |
ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო ქეროლაინ, მოგესალმებით საქართველოდან, სამხრეთ კავკასიიდან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ ჟურნალში. ეს რეგიონი ცნობილია ბუნებრივი სილამაზით, მდიდარი ისტორიითა და სტუმართმოყვარეობით. აქედან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ ტურიზმი ერთ-ერთი ჩვენი მთავარი საყრდენია. თქვენთვის სავარაუდოდ მოსალოდნელია, რომ კითხვები მექნება სასტუმროებთან დაკავშირებით. სიმართლეს შეესაბამება თუ არა, რომ იცით „ჯადოსნური“ გზა სასტუმროს ბიზნესისათვის, რათა გახდნენ ეკოლოგიურად სუფთა, შეამცირონ ნარჩენები და მიიღონ მოგება?
ქეროლაინ ვონ პოსტი: რა თქმა უნდა, შემიძლია მათ დახმარება გავუწიო! სასტუმროს მართვა საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს. ბრენდის პოზიციონირება, შესაბამისი პერსონალის დასაქმება, რომელსაც შეუძლია სასტუმროს პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩინება, კარგი საკვების მომზადება, ოთახების დეკორით უზრუნველყოფა და კიდევ უამრავი ფაქტორი, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული. კომპანია Stormie Poodle- ის დაფუძნებამდე ვეხმარებოდი სასტუმროებს, რათა გამხდარიყვნენ უფრო ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პროცესში, ამჟამად ჩემი ბიზნესი კონცენტრირებულია ქსოვილებზე, რომლებსაც იყენებენ სასტუმროები, რათა მოხდეს მათ მიერ გამოყენებული ქსოვილების „განახლება” ნარჩენების შემცირების, მოგების გაზრდისა და ეკო-მეგობრულად ოპერირების გზით.
თქვენი ქვეყანა ულამაზესია თავისი ბიომრავალფეროვნებითა და საოცარი მთებით. იმედი მაქვს, მექნება შესაძლებლობა ერთ დღეს მოვინახულო.
აკ: პროფესიით ბიოლოგი ბრძანდებით, ამგვარად, ცხადია, თქვენს ბიზნეს მოდელს აქვს სამეცნიერო კომპონენტი. იგი მიზნად ისახავს არა მხოლოდ ნარჩენების გადამუშავებას, არამედ ტანსაცმლის წარმოებას, რომელიც გამოსაყენებლად მეტად უსაფრთხოა. ბიოლოგიის კუთხით, რა წარმოადგენს ჩვეულებრივი ქსოვილების ნაკლოვანებას? მართალია, ისინი შესაძლოა შეიცავდეს ფტალატებს - ქიმიკატებს, რომლებიც განსაკუთრებით საზიანოა ბავშვებისთვის?
ქვპ: ქსოვილების წარმოებაში ათასობით ქიმიური ნივთიერება არის გამოყენებული- დაწყებული ბამბის პლანტაციებიდან, სადაც ხდება სასუქებისა და პესტიციდების გამოყენება ღებვისა და შეწამვლის პროცესში ქსოვილების კარგი იერსახის უზრუნველსაყოფად. ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად ვიმყოფებით კონტაქტში სხვადასხვა სახის ქსოვილებთან- ტანსაცმელი, თეთრეული, ავეჯი, პირსახოცი, მანქანის ინტერიერი- აქედან გამომდინარე, მსგავსი პროდუქტების უსაფრთხოებისადმი მაღალი ნდობა მნიშვნელოვანია. ისინი შესაძლოა დამზადებულ იქნეს ბუნებრივი ან სინთეტიკური ბოჭკოების საშუალებით, თუმცა ნებისმიერი ალერგიული რეაქცია ძირითადად განპირობებულია არა თავად ტექსტილის, არამედ სხვადასხვა ბოჭკოვანი დანამატებისგან, როგორიცაა საღებავი და სხვა ქიმიური ფაქტორები.
ტექსტილის უკეთესი იერსახის, ფუნქციონალურობისა და ჩასაცმელად ვარგისობის მისაღებად, მისი დამუშავება ხდება სხვადასხვა სახის ქიმიკატით. მათ შორის, სამწუხაროდ მრავლადაა კანცეროგენი და ჰორმონალური გამღიზიანებლები, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული რეაქცია- იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს კანს შეუძლია აღიქვას და შეიწოვოს ქიმიკატები კანის საშუალებით. ხშირ შემთხვევაში ჩვილები და მომავალი დედები წარმოადგენენ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს აღნიშნულ ქიმიკატებთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის ქიმიკატებთან შემხებლობის შეზღუდვა.
2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ევროკავშირის მიერ ეგრეთ წოდებული CMR ნივთიერებების (კანცეროგენი, მუტაგენური ან ტოქსიკური) გამოყენება განისაზღვრა 33 ნივთიერებით. შეზღუდვა მოიცავს როგორც ევროკავშირის ქვეყნებში დამზადებულ, ასევე იმპორტირებულ თეთრეულს, ავეჯის ქსოვილებს, ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს.
აკ: ნორდიკული სტანდარტი და ეტიკეტი, რომელიც მიგვაჩნია ყველაზე მკაცრ მოთხოვნილებად, არ არის საკმარისი ქსოვილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?
ქვპ: არსებობს ეტიკეტები და სტანდარტები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მომხმარებლის დაცვა, თუმცა ასევე არსებობს განუსაზღვრელი რაოდენობის ქიმიკატები, რომელთა თვალყურის მიდევნება დიდ სირთულეს წარმოადგენს. ისეთი სერთიფიკატები, როგორებიცაა, Oeko Tex, Nordic Swan Ecolabel და გლობალური ორგანული ტექსტილის სტანდარტი (Global organic Textile Standard), რომლებიც ეხმარება კომპანიებსა და მომხმარებლებს ეკოლოგიურად მეგობრული არჩევანის გაკეთებაში, განსხვავდება მათი კრიტერიუმებით; დაწყებული ქიმიური შემადგენლობის ლიმიტის დაცვით, დამთავრებული მოწოდების ჯაჭვის მოკვლევის მექანიზმის შეფასებით. ბუნებრივია, რომ მწარმოებლისათვის სირთულეს წარმოადგენს გრძელი გლობალური მიწოდების ჯაჭვის გათვალისწინებით, შესაბამისი დონის დაცულობის განსაზღვრა.
აკ: აქედან გამომდინარე, თქვენი კონცეფცია დაფუძნებულია 3 სვეტის პრინციპზე- სამეცნიერო (მავნე ქიმიკატების ელიმინაცია), გარემო (ნარჩენების შემცირება), და ბიზნესი (მოგების უზრუნველყოფა, მარკეტინგის გაუმჯობესება). სწორია ეს განსაზღვრება? შეგიძლიათ უფრო მეტი გვითხრათ თქვენი სამუშაოს შესახებ?
ქვპ: Stormie Poodle შეიქმნა როგორც საბავშვო ბრენდი, ქიმიკატებისაგან თითქმის თავისუფალი ტანსაცმელის წარმოების მიზნით. გვსურდა, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ხელს შეუწყობდა მომხმარებლის კეთილდღეობას. თავიდანვე გვქონდა სურვილი Stormie Poodle ყოფილიყო აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი აბაზანის ხალათის შესაძენად. ჩვენ ამჟამადაც ვქმნით „გაუმჯობესებულ“ აბაზანის ხალათებს, პონჩოებსა და ქუდებს მოზრდილთათვის, მომავალი ზაფხულიდან კი იგეგმება ასევე სვიტერების წარმოების დაწყება.
ამჟამად ვმუშაობთ ძირითადად ბიზნესებთან, ვახდენთ მათი ტექსტილის შემდგომ გადამუშავებას და ვუზრუნველყოფთ ეტიკეტის მიწოდებით, სადაც განმარტებულია მასალის წარმოშობა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია, რაც ეხმარება ბრენდს ჩამოყალიბებაში. უშუალოდ კომპანიის შიგნით კი ეს მიდგომა უზრუნველყოფს თანამშრომლების მაღალ ჩართულობასა და ბრენდის გაძლიერებას, კომპანია გამოირჩევა კონკურენტუნარიანობით, იზიდავს უკეთეს კადრებს და პოზიციონირებას აკეთებს ბაზარზე, როგორც გარემოსდამცველი ლიდერი.
Stormie Poodle რჩება ერთგული ისეთი ღირებულებების მიმართ, როგორიცაა გამოყენებისათვის გამოუსადეგარი ქსოვილის „შემდგომი გადამუშავება“, მუშაობა მცირე ზომის ადგილობრივ საწარმოებთან და უკეთესი ცხოვრების შექმნა მრავალი ადამიანისთვის.
აკ: თქვენი მიდგომა კარგად ესადაგება 21-ე საუკუნეს. რას იტყვით თქვენი პოტენციური კოლეგების-ბიზნეს პარტიორების შესახებ? რამდენი მათგანი ეხმაურება თქვენს შეთავაზებებს? ფიქრობთ, რომ ისინი ეთიკური კუთხით არიან მოტივირებულნი თუ „ცივი“ ბიზნესის გაანგარიშებით მოქმედებენ?
ქვპ: ვფიქრობ, რომ მომხმარებელი კარგად არის გათვითცნობიერებული და ასევე ბიზნესიც აანალიზებს რომ „მკვდარ პლანეტაზე ბიზნესი არ არსებობს“ , აქედან გამომდინარე, მათ უწევთ შეცვალონ მიდგომები. ბუნებრივია, ფინანსები კვლავ წარმოადგენს პრობლემას, თუმცა ბიზნესი სწავლობს სიახლეებს. უფრო და უფრო მეტი კომპანია მუშაობს გარემოს მიმართ ზიანის შემცირების კუთხით და მრავალმა კომპანიამ დაისახა მეცნიერებაზე დაფუძნებული ამბიციური მიზნები გამონაბოლქვის შემცირების მიზნით.
აკ: თქვენი ბიზნეს პარტნიორები ძირითადად სკანდინავიიდან და ბალიტიისპირეთის ქვეყნებიდან არიან. არის რაიმე სახის კავშირი თქვენი რეგიონის მენტალიტეტთან და ტრადიციებთან? ჩვენთვის ცნობილია „ლაგომის“ შესახებ (რაც ნიშნავს “ ზუსტი ოდენობა, არც მეტი, არც ნაკლები“) რომელიც ზოგადად ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაა. სხვა საკითხებთან ერთად ეს მიდგომაც უნდა ესადაგებოდეს როგორც მეორადი, ასევე გადამუშავებული ტანსაცმლის შესახებ?
ქვპ: სინამდვილეში ლაგომის მიდგომა ოდნავ განსხვავებულია, თუმცა სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ ლაგომის კონცეფცია გარკვეულწილად განსაზღვრავს შვედების მიდგომას რესურსების გონივრულად გამოყენების პროცესში. ჩემი კომპანიისათვის ავირჩიეთ ადგილობრივად ოპერირება მიწოდების ქსელში მაქსიმალური ჩართულობისათვის, საქონლის ტრანსპორტის არამდგრადობის გათვალისწინებით. ჩვენი პროდუქტი მზადდება შვედეთში, რაც შეიძლება ახლოს ბაზებთან. შემცირებული გამონაბოლქვისა და ეკოლოგიურად სუფთა წარმოებასთან ერთად ეს მიდგომა განაპირობებს სამუშაო შესაძლებლობებს ადგილობრივებისთვისაც.
აკ: ზემოთხსენებული მიჩენს უფრო ზოგად კითხვას „ლაგომის“ მიდგომის შესახებ, რომელიც დამახასიათებელია შვედი და სხვა ნორდიკული ერებისთვის. ვხედავთ მის გამოვლინებას სკანდინავიურ ავეჯში, დიზაინსა და მოდაში. რა კავშირია „ლაგომსა“ და მდგრად ცხოვრებაში, გადამუშავებასა და ა.შ? რაში გამოიხატება „ლაგომის“ როლი ზოგადად ნორდიკულ ცხოვრების წესში?
ქვპ: არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მიდგომა სრულად იზიარებს ლაგომის კონცეფციას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენზე ზემოქმედებას ახდენს მრავალი სხვა კულტურა, სადაც უფრო მეტად არის მიღებული ექსტრავაგანტული ან „ცოტა მეტი“ მიდგომა. გეთანხმებით, რომ შვედური ავეჯი, დიზაინი და მოდა, ძალიან ელეგანტურია მთელი მისი სიმარტივით. ამ მიდგომის აღსაწერად ვიყენებთ სიტყვა „avskalat“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „კანგაცლილს“, როგორც კანგაცლილი ფორთოხალი ან ბანანი, არაფერი ზედმეტი. ძირითადად, კარგად გააზრებული უბერებელი მინიმალისტური დიზაინით. შვედ დიზაინერებს შორის ნამდვილად არის მაღალი ცნობიერება მდგრადი დიზაინის მნიშვნელობისა და წარმოების შესახებ.
აკ: ჩემი შემდეგი კითხვა სწორედ ამ საკითხს ეხება. ჩვენ ხშირად ვხედავთ როგორც Stormie Poodle -ის ვებ საიტზე ეთიკურობის ხშირ აღნიშვნას, ასევე ბევრ ნორდიკულ დოკუმენტში, მათ შორის სამთავრობო და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში. ფიქრობთ, რომ „ეთიკური“ არგუმენტაციის მნიშვნელობა იზრდება თქვენს საზოგადოებაში?
ქვპ: უდავოდ. შეჩვეულები ვართ დღესდღეობით „სწრაფ მოდას“, რომელიც რეალურად არაფერი გვიჯდება, თუმცა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი კითხულობს როგორ ღირს ეს სამოსი 5€? ბანგლადეშში რანა პლაზას ინციდენტის შემდგომ [ტანსაცმლის ქარხნის დანგრევამ შეიწირა 1,134 ადამიანის სიცოცხლე 2013 წელს- CJ] ბევრმა გაანალიზა, რომ ჩვენს მიერ იაფად შეძენილი ტანისამოსი ნიშნავს, რომ სადღაც შორს, ვიღაც ამის საფასურს იხდის. ასევე, პანდემიამ გვაჩვენა, რომ ტრანსპორტირება, მაშინ როდესაც წარმოება ხდება მოშორებით, ზრდის ხარჯებს. აზიიდან ტვირთის კონტეინერით ტრანსპორტირება გაიზარდა 7-ჯერ 2018 წლის შემდგომ პერიოდში- ვინ გადაიხდის ამ საფასურს? შვედეთში უფრო და უფრო მეტი ბრენდი ეძებს ადგილობრივ წარმოებაზე გადასვლის გზებს.
ნამდვილად მჯერა, რომ წარმოება შესაძლოა იყოს ეთიკური, შესაბამისი ეტიკეტის გარეშე.
აკ: დავუბრუნდეთ პრაქტიკულ სამუშაოს, როგორ განსაზღვრავდით “ეთიკურ შემდგომ გადამუშავებას“?
ქვპ: არსებობს საერთაშორისოდ კარგად ცნობილი ეთიკური სერთიფიკატი „სამართლიანი ვაჭრობა“, რომელიც განსაზღვრავს მდგრადი რესურსებისა და წარმოების სტანდარტებს- ასე რომ, ეტიკეტის გარეშე ეთიკური ვერაფერი იქნება. ბუნებრივია, სასურველი იქნებოდა, რომ ყველა ეთიკური მწარმოებელი ყოფილიყო „სამართლიანი ვაჭრობის“ ეტიკეტით, მაგრამ ეს ასე არ არის. ნამდვილად მჯერა, რომ წარმოება შესაძლოა იყოს ეთიკური, შესაბამისი ეტიკეტის გარეშე.
ჩემთვის ეთიკური წარმოება ნიშნავს, რომ მუშები იღებენ არა მხოლოდ მინიმალურ ხელფასს, არამედ ცხოვრებისათვის საკმარის ანაზღაურებას, რაც მათ აძლევთ საშუალებას შვილები გაგზავნონ სკოლაში, შეიძინონ მედიკამენტები, ტანსაცმელი და საკვები, გადაიხადონ საცხოვრებლის ქირა და ა.შ. ეს ასევე ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ თვითორგანიზება და კავშირის წევრად ყოფნა ნებისმიერი სახით დასჯის გარეშე. Stormie Poodle ვთანამშრომლობთ ლატვიურ ორგანიზაცია Dzīvesprieks-სთან, რომელსაც არ აქვს „სამართლიანი ვაჭრობის“ ეტიკეტი, თუმცა ის დგას უამრავი კეთილი საქმის გვერდით, მათ შორის უზრუნველყოფს სტიპენდიით დაახლოებით 100 ხელმოკლე ახალგაზრდის საშუალო სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლას. ეთიკური წარმოება ჯდება უფრო ძვირი, ვიდრე ფიზიკური შრომა, რადგან ის ასახავს ნამდვილ ღირებულებებს, რომელსაც მომხმარებელი იძენს. ტექსტილის ნარჩენების შემდგომ გადამუშავება თავისთავად ძალიან შრომატევადი პროცესია.
ეთიკური წარმოება ჯდება უფრო ძვირი, ვიდრე ფიზიკური შრომა, რადგან ის ასახავს ნამდვილ ღირებულებებს, რომელსაც მომხმარებელი იძენს.
საიდან ვიცით, რომ მწარმოებელი სამართლიანად ეპყრობა მუშებს? ჩემთვის პირადად მცირე ზომის ორგანიზიებთან მუშაობა ნიშნავდა გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებას თვითოეულ მათგანთან, დაწყებული მკერავებით, დამთავრებული მენეჯერებითა და მფლობელებით. ბუნებრივია, ეს პროცესი ბევრად უფრო რთულია დიდ ორგანიზაციებთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია ვიზიტი წარმოების ბაზაზე, სადაც მუშებთან გასაუბრების შედეგად შესაძლოა წარმოდგენა შეგექმნას არსებული სიტუაციის შესახებ. ერთი პერიოდი ქსოვილებს გვაწვდიდა ერთ-ერთი სამრეცხაო. ადგილზე ყოფნის დროს მუდმივად მიჩნდებოდა შეგრძნება, რომ მუშები ჩემი ადგილზე ყოფნით განიცდიდნენ გარკვეულ დისკომფორტს, ვერ ვხვდებოდი რატომ, თუმცა ჩაძიების შემდგომ აღმოვაჩინე, რომ აღნიშნულ მომწოდებელს ქონდა ხანგრძლივი ისტორია მუშებთან არასათანადრო მოპყრობისა, რა თქმა უნდა, ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვიტეთ მათთან თანამშრომლობა.
აკ: შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ნათელი მაგალითი ან წარმატებული ისტორია ბიზნესის სამყაროდან, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება?
ქვპ: ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ პროექტით, რომელიც განვახორციელეთ სამრეცხაო კომპანიასა და მათ კლიენტ საავადმყოფოსთან ერთად. იმ ეტაპზე, ვმუშაობდით არა პირსახოცებზე, არამედ სამუშაო ტანსაცმელზე, რომელიც უნდა განადგურებულიყო, თუმცა მათ ქსოვილებში ჯერ კიდევ იგრძნობოდა “სიცოცხლე“. შევძელით გადაგვერჩინა ქსოვილები განადგურებისგან და შეგვექმნა ახალი პროდუქცია, მათ შორის ჟილეტები პერსონალისთვის. ამჟამად აღნიშნული ჟილეტი კვლავ ცირკულირებს სამრეცხაოსა და საავადმყოფოს შორის, ამგვარად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სამრეცხაო კვლავ იღებს შემოსავალს ნარჩენებისგან.
ასევე, ერთ-ერთმა საცალო მოვაჭრემ, რომელიც საზაფხულო კურორტზე ჩვენი აბაზანის ხალათებსა და პონჩოებს ყიდდა, შემდგომში დაიწყო მათი გაქირავება დამსვენებლებზე. ეს არის სწორედ ის, რისი გაკეთებაც აუცილებელია რესურსების დაზოგვის მიზნით. ყველას არ ესაჭიროება აბაზანის ხალათი მთელი წლის განმავლობაში, თუმცა როდესაც სტუმრობ ზღვის განაპირა საზაფხულო სოფელს, სადაც აბაზანის ხალათები ჩაცმის კულტურის ნაწილია, სასიამოვნოა მისი დაქირავების შესაძლებლობის არსებობა.
აკ: შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ინფორმაცია თქვენი კომპანიის Stormie Poodle- ის შესახებ? რა მიგაჩნიათ თქვენს მნიშვნელოვან მიღწევად და როგორი ჩანს თქვენი სამომავლო პერსპექტივები? და რა თქმა უნდა, რა ნიშნავს კომპანიის დასახელება?
ქვპ: დაახლოებით 13 წელია რაც კომპანია შევქმენი. მაშინ ვერავინ ხვდებოდა რისი გაკეთება მსურდა. საბედნიეროდ, დრო შეიცვალა, 2015 წელს, გაეროს ყველა წევრმა სახელმწიფომ შეიმუშავა მდგრადი განვითარების დღის წესრიგი. მოქალაქეებმა, კომპანიებმა და ასევე სახელმწიფოებმა ნათლად დაინახეს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ვდგავართ და გაიაზრეს მოქმედების რადიკალური ცვლილების საჭიროების მნიშვნელობა.
თავდაპირველად Stormie Poodle-მა წარმოება დაიწყო ჩვილებისთვის განკუთვნილი პროდუქციის, 2017 წლიდან კი გავაგრძელეთ აბაზანის ხალათების წარმოებას მოზრდილთათვის, რაც დიდი წარმატება იყო. იმავე წელს ჩავუყარეთ საფუძველი სასტუმროების ქსელთან თანამშრომლობას, რომლისთვისაც ვქმნიდით ახალ პროდუქტს გამოყენებისათვის გამოუსადეგარი ქსოვილებისგან.
ჩვენ შევქმენით პრემიუმ ხარისხის პროდუქცია ტექსტილის ნარჩენებისგან.
მოხარული ვარ, რომ მკითხეთ კომპანიის სახელის თაობაზე! გაქვთ ნანახი კომპანიის ლოგო? თუ იცით როგორია თქვენი ძაღლი, მიხვდებით რომ ლოგოზე არ არის გამოსახული პუდელი. სინამდვილეში Stormie წარმოადგენს ქალის სახელს, ხოლო Poodle კი მის გვარს. გვსურს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მიდგომა, რომლითაც ვუყურებთ სხვადასხვა საკითხს, ნუ განსჯი წიგნს ყდით, ყველა იმსახურებს მეორე შანსს. ადამიანების უმეტესობას არ სურს ოდესმე შეეხოს ტექსტილის ნარჩენებს, თუმცა ჩვენ შევქმენით პრემიუმ ხარისხის პროდუქცია ტექსტილის ნარჩენებისგან. რომ არ გქონდეთ ამის შესახებ ინფორმაცია, იფიქრებდით, რომ ჩვენი პროდუქცია შექმნილია სრულიად ახალი ნედლეულით.
აკ: შეგიძლიათ გვიამბოთ მეტი თქვენს შესახებ, როგორ გახდით ბიზნესის მფლობელი სამეცნიერო განათლებით?
ქვპ: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აღზრდის პარალელურად ვხედავდი უამრავ სირთულეს და უთანასწორობას მსოფლიოში, რაც დამეხმარა გააზრებაში თუ როგორი იღბლიანი ვიყავი და რამდენად გამიმართლა ცხოვრებაში. ძალიან მაძლიერებს იმის შეგრძნება, რომ მაქვს საშუალება შევცვალო ან მინიმუმ ცდა მიმაჩნია მორალურ ვალდებულებად.
რატომ ვაცმევთ ჩვილებს ახალი ტანსაცმელს, რომელიც სავსეა ქიმიკატებით? დავიწყე ბავშვთა ტანსაცმლის კვლევა, ახალი და გამოყენებული ტანისამოსის შედარება და მივედი იმ დასკვნამდე, რომ გამოყებულ ტანსაცმელს უპირატესობა გააჩნია.
ასევე, განსაკუთრებით მიზიდავს თეორიის პრაქტიკაში განხორციელება. დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი ორგანიზაციაში, სადაც ვაწვდიდით ინფორმაციას პლანეტის მდგომარეობის შესახებ ფართო საზოგადოებას, ხელისუფლებასა და ბიზნესს, მაშ შორის ლექციების, რეპორტებისა და გამოფენების საშუალებით. თუმცა, ხშირად ვფიქრობდი, რომ ეს ინფორმაცია არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ცვლილება მოგვეხდინა შიგნიდან; სანამ ხალხი მოქმედებას დაიწყებდა, მოქალაქეებს ესაჭიროებოდათ კონკრეტული საშუალებები სწორი ნაბიჯების გადასადგმელად. მოკლედ რომ ვთქვა, იმედგაცრუებული ვიყავი თუ რამდენად ნელა მიმდინარეობდა ცვლილებები ჩემს გარშემო. როდესაც 2008 წელს აღმოვჩნდი სახლში მარტო ჩვილთან ერთად, გამიჩნდა იდეა, რომელიც უბრალოდ ვერ გავუშვი: რატომ ვაცმევთ ჩვილებს ახალი ტანსაცმელს, რომელიც სავსეა ქიმიკატებით? დავიწყე ბავშვთა ტანსაცმლის კვლევა, ახალი და გამოყენებული ტანისამოსის შედარება და მივედი იმ დასკვნამდე, რომ გამოყებულ ტანსაცმელს უპირატესობა გააჩნია; მას ჰქონდა სხვადასხვა სახის უპირატესობა, მაშ შორის: ის იყო რბილი, როგორც შიგნით ისე გარეთ, ეტიკეტი იყო მოხსნილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხშირი რეცხვის შედეგად ქიმიკატების ძირითადი ნაწილი ქსოვილებში აღარ იყო დარჩენილი.
გავაანალიზე, რომ თუ შევძლებდი მრავალჯერ გარეცხილი მაღალი ხარისხის ქსოვილის მოძიებას, შესაძლებელი იქნებოდა ბავშვებისთვის ახალი ტანისამოსის შექმნა, რაც ჩემი თვალთახედვით იქნებოდა უფრო ჯანსაღი ვარიანტი. ქსოვილების მასალა საკმაოდ მალე მოვიძიე- სასტუმროს თეთრეული, შევქმენი ნახაზები და მოვიძიე მწარმოებელი, რომელიც იზიარებდა ჩემს ღირებულებებს. დანარჩენი ისტორიაა!
აკ: არის რამე, რისი დამატებაც გსურთ?
ქვპ: მსურს გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომ ამჟამად ვმუშაობ ახალი ბიზნესის ჩამოყალიბებაზე ჩემს გადამუშავების დიზაინერ, სიუზან ბესკოვთან ერთად. ამ შემთხვევაში ჩვენი არეალია სასტუმროების მიერ გამოყენებული სხვა სახის ქსოვილი: სამუშაო ტანსაცმელი. ამ კონკრეტულ საკითხზე ამ ეტაპზე უფრო მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, თუმცა აუცილებლად გაცნობებთ როდესაც დავიწყებთ ოპერირებას. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის ალექსანდრე, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.
კავკასიის ჟურნალი მადლობას უხდის მხარდაჭერისათვის ესტონეთის საელჩოს თბილისში ინტერვიუს მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისათვის.
Photo credits: Johan Larsson
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე: