პიტერ ვიბლერი, USAID/საქართველოს მისიის დირექტორი: “ქართულ ორგანიზაციებს უნარი აქვთ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს”

ინტერვიუ
05.04.2019 (Caucasian Journal). დღეს ‘კავკასიის ჟურნალს“ განსაკუთრებული სტუმარი ჰყავს, ბატონი პიტერ ვიბლერი, USAID/საქართველოს მისიის დირექტორი, რომელიც სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე. Read the original interview in English here.

ალექსანდრე კაფკა, ‘კავკასიის ჟურნალისუფროსი რედაქტორი:  ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი ჟურნალის მკითხველისადმი იჩენთ ინტერესს. კავკასიის ჟურნალი ახალი მნიშვნელოვანი პროექტიარომელიც  რეგიონალური პოლიტიკური განვითარებისსაქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების და მეზობელ სომხეთში მმართველობის ცვლილებების  შედეგად შეიქმნაგავეცანით რა თქვენს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროექტების აღწერას, სასიამოვნო აღმოჩენა იყო, რომ თქვენი ხედვა ჩვენი ინტერესის სფეროს ემთხვევა. საერთო ხედვისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, ჩავთვალეთ, რომ  საზოგადოებისთვის უნდა მიგვეწოდებინა ინფორმაცია თქვენი ახალი პროექტის შესახებ. ნება მომეცით გკითხოთ.  USAID  პირდაპირი გრანტების სახით, 4-5 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის, რაც მნიშვნელოვანი და  ძალიან საინტერესო ინფორმაციაა, მაგრამ მედია პასიურად ეპყრობა ამ საკითხს. იმიტომ ხომ არა, რომ რეგულაციების გათვალისწინებით USAID- არ აქვს ინტერესი ფართოდ გაავრცელოს ეს ინფორმაცია?

პიტერ ვიბლერიპირველ რიგში, გილოცავთ ამ ახალი პროექტის დაწყებასგისურვებთ წარმატებას. ჩემთვის სასიამოვნოა თქვენი ჟურნალისთვის ინტერვიუს მიცემა.

რაც შეეხება საქართელოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის USAID-ის მიერ  4-5 მილიონი დოლარის  გრანტის სახით გამოყოფას- ამ საგრანტო განაცხადების მიღებაზე გამოცხადებული კონკურსით  ვაგრძელებთ პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მხარდაჭერას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 1995 წლიდან ახორციელებს.

ჩვენი სურვილია, რომ დაფინანსების ეს შესაძლებლობა მოიცავდეს რაც შეიძლება მეტ  ადგილობრივ პარტნიორს. USAID-ის პოლიტიკა  გრანტების კონკურსის შედეგად გაცემას გულისხმობსრადგან გრანტები ჩვენი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების ახალი პროგრამის ნაწილია, არ გვინდოდა ისეთი ინფორმაციის გავრცელება, თითქოსდა ეს პროგრამა  ახალი ინიციატივაა

სიახლე  ამ პროექტში მხოლოდ ისაა, რომ ის უფრო ფართო მხარდაჭერას მოიცავსამ პროგრამის ახალ იტერაციაში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა და წილი საკმაოდ დიდია, ფაქტიურად გაორმაგებულია. მთელს მსოფლიოში USAID მხარს უჭერს პარტნიორი ქვეყნების დემოკრატიულ და ეკონომიკურ გაძლიერებასგვსურს დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს თავად შეძლონ განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეების გადაჭრაეს კი გულისხმობს ადგილობრივი სუბიექტების მხარდაჭერას, მათი, ვინც შექმნის ქვეყნის განვითარებისათვის საჭირო მექანიზმებს. ამ საგრანტო განაცხადით, გამოვხატეთ ჩვენი რწმენა საქართველოს ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც შეძლებენ პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების სექტორში ადგილობრივი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.  

ალექსანდრე კაფკა: გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უკვე ყოფილმა პრეზიდენტმაც კი გამოხატა შეშფოთება არჩევნების მეორე ტურის დროს „დემოკრატიული სტანდარტების მკვეთრ ვარდნასთან“ დაკავშირებით. არჩევნების შემდეგ  USAID-მა  ეუთოს ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ერთ-ერთმა მხარემ განსაკუთრებული უპირატესობა მოიპოვა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შედეგად. ეს სამოქალაქო საზოგადოებისათვის  სერიოზული გამოწვევაა. როგორ ფიქრობთ, შეუძლიათ ქართულ ორგანიზაციებს გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას თუნდაც USAID-ის მხარდაჭერით?

პიტერ ვიბლერი:  დიახ, მიგვაჩნია, რომ ქართულ ორგანიზაციებს უნარი აქვთ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული განვითარების ინსტრუმენტებს განიხილავდნენ  საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს მთავრობა და  საზოგადოება.   მისასალმებელია, რომ საქართველოში ასეთი პროცესი არსებობს, რადგან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მსგავსი საჯარო დიალოგი წარმოუდგენელია.

ჯანსაღი დემოკრატიის ფორმირებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პოლიტიკური პლურალიზმი და შესაბამისი პლატფორმის არსებობა.  ხშირად აღვნიშნავთ, რომ პარლამენტმა და საქართველოს მთავრობამ,  სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით პასუხი უნდა  გასცეს არსებულ კითხვებს და შეიქმნას შესაბამისი პირობები კონკურენტული პოლიტიკური პროცესებისათვის.  მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და არამარტო მათ, განახორციელონ ეუთოს, ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების და სხვათა  მიერ რეკომენდირებული საარჩევნო რეფორმა.  დაიცვან და იზრუნონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და რეპუტაციაზე, რაც საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია.

ალექსანდრე კაფკა:  ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ სამოქალაქო  საზოგადოების შექმნა გრძელი და რთული პროცესია. თქვენ უკვე კარგად დაფუძნებულ ორგანიზაციებს უჭერთ მხარს, თუ ახალი ინიციატივებისთვისაც გაქვთ კარი ღია?

პიტერ ვიბლერი: ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. USAID აპირებს ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებას,  რათა ითანამშრომლოს არა მხოლოდ ე.წ. ტრადიციულ პარტნიორებთან, არამედ სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის ქსელებთანაც.   USAID-ს აქვს პროგრამა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების  გაძლიერებას ემსახურება. კერძოდ, მხარს უჭერს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ რეგიონებში თემის მობილიზაციაზე, მათი პრობლემების მოგვარებასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან დისკუსიებში ჩართულობაზე. ეს პროგრამა გულისხმობს „ახალი თაობის“ არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას.

საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების  რამდენიმე ქართულმა სადამკვირვებლო  ორგანიზაციამ დაამტკიცა, რომ მაღალ პროფესიულ დონეზე მუშაობის უნარი აქვთ. USAID-მა სხვა დონორებთან ერთად ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს ამ დამოუკიდებელ ინსტიტუციებს და ამით ხაზი გაუსვეს მათ მნიშვნელობას. ქართული ორგანიზაციების ძალისხმევა გადამწყვეტია ქვეყნის  საარჩევნო და პოლიტიკური საქმიანობის  გამჭირვალობის და საიმედოობისათვის.  

USAID აცნობიერებს ახალი ძალის გამოჩენის მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ გააძლიერებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. იმედი გვაქვს გამოჩნდება ახალი აქტიური ორგანიზაციები საინტერესო იდეებით და  შემართებით.  შესაბამისად, USAID სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებით რესურსებს გამოყოფს, რათა ხელი შევუწყოთ ამ ორგანიზაციების  განვითარებას თვით-უზრუნველყოფის გზაზე მყოფ ქვეყანაში.

ალექსანდრე კაფკა: მოდით დავუბრუნდეთ თქვენს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროექტს, რომლის განხორციელებაც იგეგმება 2019-2023 წლებშითუ შეიძლება, რომ გაგვაცნოთ პროექტის კონკრეტული დეტალები.

პიტერ ვიბლერი:    მრავალი ანალიზისა და ამ სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან   კონსულტაციების შედეგად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ქართული პოლიტიკა უფრო მეტად უნდა აკმაყოფილებდეს მოსახლეობის რიგითი წარმომადგენლების ინტერესებს.  საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის ბენეფიციარები  წლების განმავლობაში იყვნენ პოლიტიკური პარტიები და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. 

ახალ პროექტში კი მთავარი ბენეფიციარები რიგითი  მოქალაქეები იქნებიან, რომლებიც ხელს შეუწყობენ პოლიტიკურ პარტიებს იყვნენ ამომრჩეველზე ორიენტირებულნი. რაც გულისხმობს მოქალაქეების, თემის  და საკითხზე მომუშავე ჯგუფების უზრუნველყოფას ინფორმაციით და ცოდნით, რათა მათ უფრო ეფექტიანად ითანამშრომლონ პოლიტიკურ პარტიებთან და  მათგან  მეტი ჩართულობა მოითხოვონ.  პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს რეფორმას და იმ ძალისხმევას, რომელიც აუცილებელია სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალად და სამართლიანად, იმ პოლიტიკური ფასეულობების გათვალისწინებით, რაც ასახავს საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნებს და  სურვილს. ვფიქრობთ ჩავრთოთ ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ამჟამად, მათ შორის ქალები, ახალგაზრდები, უმცირესობები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირები.

ალექსანდრე კაფკა: ანუ, ეს პროექტი მოიცავს „საქართველოს საზოგადოებაში პოლიტიკური პლურალიზმის ნაკლებობის და არაადექვატური პირობების აღმოფხვრას;    საქართველოს სუსტ პოლიტიკური პარტიების, პასიური ელექტორატის,  არათანაბარი საარჩენო გარემოს, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, ქალების, ახალგაზრდების, უმცირესობების ჩართულობას“ - ძალიან  ვრცელი სიაა. შეძლებთ  განხორციელებას? როგორ შეარჩევთ პრიორიტეტს ამდენ მნიშვნელოვან საკითხში?

პიტერ ვიბლერი:  საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დიზაინის შემუშავებისას, USAID-მა დიდი სამუშაო ჩაატარა.  შევისწავლეთ საერთაშორისო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი ექსპერტების  ანგარიშები და კვლევები.  შედეგად გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ და ჩვენმა ქართველმა პარტნიორებმაც აღნიშნეს.
გვესმის, რომ ამ პრობლემების მოგვარება არც ისე მარტივია.  თუმცა გვჯერა, რომ ამ   პოლიტიკური პროცესების ძირითადი ბარიერების აღმოფხვრა კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს დემოკრატიას. როგორც საქართველოს მოკავშირე და პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს  მის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვაში.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებისათვის გამოყოფილი გრანტები USAID-ის ახალი პროექტის მხოლოდ ერთი კომპონენტიაამ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები იმუშავებენ USAID-ის საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES), საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან(IRI) და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI).  არსებული გამოწვევების გადაჭრას დრო დასჭირდება.  შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ ქართული ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას, რათა მომავალში თავად განსაზღვრონ და გადაჭრან არსებული გამოწვევები.  

ალექსანდრე კაფკა: ალბათ  ბევრ განაცხადს იღებთ უკმაყოფილო ორგანიზაციებისგან. თქვენი  პროგრამა მცირე გრანტების სახით 4-5 მილიონი დოლარის გაცემას გეგმავს.  გამოდის, რომ  გრანტის თითოეულ მიმღებს  საკმაოდ დიდი ბიუჯეტი ექნება.  მთლიანობაში როგორ შეაფასებდით შემოსული განაცხადების ხარისხს?

პიტერ ვიბლერი:   განცხადება დაფინანსების შესახებ ანალიზის და კვლევების საფუძველზე შეიქმნა. ტექსტ აღვნიშნავთ  მნიშვნელოვან პროგრესს აქართველოში,  მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციაშიც.

შერჩევის პროცესი სამართლიან კონკურენციას ეფუძნება და მკაცრი წესების დაცვით ხორციელდება. გრანტები წინასწარ განსაზღვრული, ობიექტური  და  ხარისხზე დაფუძნებული კრიტერიუმების გათვალისწინებით გაიცემა.  მიღებული განახცადები განიხილება კონკრეტული ჯგუფის მიერ. ამიტომ ვერ ვისაუბრებ აპლიკაციების ხარისხზე.   წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორც უკვე მოგახსენეთ, ვფიქრობთ, რომ ბევრი ქართული ორგანიზაცია დაინტერესდება ამ მრავლისმომცველი პროგრამით  და  ხარისხიან შემოთავაზებებს მივიღებთ.

ალექსანდრე კაფკა: ხომ არ გსურთ რამე უთხრათ USAID-ის გრანტებზე ამჟამინდელ და მომავალ აპლიკანტებს?

პიტერ ვიბლერი:  USAID მუდმივად განვითარებადი ორგანიზაციააიმედი გვაქვს ჩვენი აპლიკანტები შემოქმედებით გადაწყვეტილებებს შემოგვთავაზებენ იმ სირთულეების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც  დღეს დგას საქართველო. ვეძებთ ახალ, ინოვაციურ პროგრამებს, რომელსაც შეუძლია თვით­-უზრუნველყოფის შექმნა. მოვუწოდებთ ჩვენს აპლიკანტებს  გაიაზრონ, გარისკონ და სცადონ ახალი მიდგომები, კარი გაუღონ ახალ პარტნიორებს და  ითანამშრომლონ კერძო სექტორთან.   საინტერესოა, როგორ  შეაფასებენ წარმატებებს თუ წარუმატებლობებს და რა გამოცდილებას მიიღებენ.  მაგალითად, საქართველოში განხორციელებული ახალი იდეა, შეიძლება ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილება აღმოჩნდეს, რომ ხვალ  წარმატებით განახორციელდეს ზამბიაში.

ალექსანდრე კაფკა: როგორ აპირებთ სააგენტოს გრანტების ეფექტურობის მონიტორინგს და შეფასებას? აუცილებლად უნდა ვახსენო ე.წ. „გრანტიჭამიების“ ნეგატიური ეფექტი. გარდა პირდაპირი ზარალისა, მას შეუძლია  ცუდი გავლენა იქონიოს სამოქალაქო საზოგადოების  რეპუტაციაზე, განსაკუთრებით კი, დამწყებ ორგანიზაციაზე. როგორც გრანტის გამცემი ორგანიზაციის წარმომადგენელი, როგორ ფიქრობთ რა გზები არსებობს ამის თავიდან ასაცილებლად? თუ შეიძლება გაგვიზიარეთ  თქვენი გამოცდილება სხვა ქვეყნების მაგალითზეც.  
  
პიტერ ვიბლერი:  USAID აქტიურადაა ჩართული თავის ყველა პროექტში. ჩვენ უბრალოდ არ გადავცემთ დაფინანსებას და  ბოლოს არ ვითხოვთ ანგარიშს. შესაბამისად,  ამ ორგანიზაციებს მოვიხსენიებთ, როგორც  პარტნიორებს და არა როგორც გრანტიორებს. როგორც აღვნიშნე, სერიოზულად ვუდგებით პროექტის მონიტორინგს და შეფასებას. გვსურს ახალი მიდგომების გაცნობა, რათა პროგრამა წარმატებული აღმოჩნდეს.

თითოეულ პროექტზე და პროგრამაზე მუშაობს USAID-ის სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავენ, ახორციელებენ და მონიტორინგს უწევენ  ჩვენს მიერ მხარდაჭერილ ყველა აქტიობას.  ჩვენი სისტემები მოითხოვს პროგრამის განხორციელების პროცესის და  ფინანსების მკაცრ კონტროლს, დამოუკიდებელი შეფასების მექანიზმებსა და აუდიტს.  ჩვენი ჩართულობის მთავარი მიზანია არამარტო  განვითარების სფეროში ამერიკელი გადასახადების გადამხდელების მიერ ჩადებული ინვესტიციების დაცვა, არამედ მიზანი  რომ პროგრამები გონივრულად და ეფექტურად შესრულდეს და კარგი შედეგი მივიღოთ.

ალექნსადრე კაფკა: ფიქრობთ თუ არა, რომ ახლად შექმნილი ორგანიზაციების ჩამოყალიბება და მათი ყოველდღიური საქმიანობა მეტ მხარდაჭერას იმსახურებს?  ვგულისხმობ ისეთ ხელშემწყობ პირობებსა და საკანონმდებლო გარემოს შექმნას, რომელიც ფონდების მარტივად მოძიებაში დაეხმარება,  მაგალითად ფინანსურ შეღავათებს საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხების გამოყოფის შემთხვევაში.

პიტერ ვიბლერი:  ყოველწლიურად USAID  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინდექსს აქვეყნებს. ამ კოეფიციენტის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის საკითხთან დაკავშირებულ ბევრ კატეგორიაში საქართველოს დადებითი შეფასება აქვს. მეტიც,   თვით-უზრუნველყოფის გზაზე მდგარი ქვეყნების გზამკვლევში,  ინდიკატორების მიხედვით, საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიის ეფექტურობა მაღალია, რომელსაც 0-1 ნიშნულიან შკალაზე 0. 91 ქულით აფასებენ. ეს ძალიან მაღალი შეფასებაა. მიუხედავად ამისა, შეშფოთებას იწვევს  ბოლო დროს მთავრობის მიერ  სამოქალაქო საზოგადოებაზე და მათ ლიდერებზე განხორციელებული სიტყვიერი შეტევა. ამ მოვლენას ვაკვირდებით.  მთლიანობაში, საქართველოში უკვე არსებობს საქველმოქმედო მიზნით თანხების გამოყოფისათვის საჭირო ხელშემწყობი გარემო.  თუმცა ჯერ კიდევ დაბალია საზოგადოების ცნობიერება და სამოქალაქო საზოგადოებისადმი არსებული ნდობის ფაქტორი.


"საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიის ეფექტურობა მაღალია, რომელსაც 0-1 ნიშნულიან შკალაზე 0. 91 ქულით აფასებენ"

სასურველია საქართველოში ფილანტროპიის მეტად განვითარება, რეგიონებში კი მეტი ძლიერი ორგანიზაციის და აქტივისტის გამოჩენა.

ალექსანდრე კაფკა: ვსაუბრობთ რა სამოქალაქო საზოგადოების ხელშემწყობ პირობებზე, მინდა მასმედიის როლს შევეხო.  მასმედიისთვის თუ მოიძებნება ადგილი საარჩვენო და პოლიტიკური პროცესების პროექტში?  და თუ მოიძებნება,  მაშინ ჩვენც გვსურს წვლილი შევიტანოთ თქვენს პროექტში, რადგან ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ პროექტის მისიას და ფასეულობებს.  

პიტერ ვიბლერი:  დემოკრატიული განვითარება მუდმივი და ცვალებადი პროცესია. საქართველოში, ისევე როგორც სხვაგან, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.  საქართველოში მთავარი დემოკრატიული პრიორიტეტება: კანონის უზენაესობის გაძლიერება და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა; საარჩევნო რეფორმის გაღრმავება და პოლიტიკური პლურალიზმი,  მედიის და სიტყვის თავისუფლება.   დემოკრატიულ საზოგადობაში აუცილებელია განსხვავებული  შეხედულებების მოსმენა, ზოგჯერ კრიტიკულისაც კი, განსაკუთრებით 2020 წლის არჩენების წინ. თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით ყოველთვის  გამოვთქვავდით აზრს, როგორც მეგობარი, რომელსაც სურს დაინახოს ძლიერი, დემოკრატიული საქართველო  ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაში. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, აგრძელებს რა დემოკრატიული ინსტიტუციების  და მათ შორის მედიის გაძლიერებას.

უფრო კონკრეტულად რომ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას, USAID მხარს უჭერს ე.წ. "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (MTAG) ინიციატივას, რომელიც მედია სექტორის განვითარებაზე მუშაობს.  MTAG თანამშრომლობს USAID-ის საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროექტთან, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივასთან (GGI), რათა ხელი შეუწყოს ანგარიშვალდებული მმართველობის და საქართველოში დემოკრატიული კონტროლის და ბალანსის გაძლიერებას.  

ალექსანდრე კაფკა: როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, თქვენ ხელმძღვანელობდით დემოკრატიისა და მმართველობის სფეროს ყველაზე რთულ ქვეყნებში, მათ შორის ავღანეთში, დასავლეთ სანაპიროს/ღაზას სექტორში, სერბეთსა და უკრაინაში. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ წარმატების ისტორიები? აღმოჩენილხართ  რთული მდგომარეობაში?

პიტერ ვიბლერი:  ძალიან ბევრია ჩამოსათვლელად. გამიმართლა, რომ საინტერესო პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვან ადგილებში ვიმუშავე. მაგალითად: როცა პრეზიდენტი კარტერი ხელმძღვანელობდა საარჩევნო დელეგაციას სხვადასხვა პალესტინურ არჩევნებზე დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში,  პატივი მქონდა ორჯერ მემუშვა ყოფილი პრეზიდენტის ვიზიტზე.  ავღანეთში „სამოქალაქო ამბოხების“ პერიოდში, როცა მხარს ვუჭერდით ავღანეთის ახალგაზრდა დემოკრატიულ ინსტიტუციებს. ძალიან რთული იყო და დღემდე ასეა, დემოკრატიული განვითარება ხომ მუდმივი პროცესია და  არასდროს არ სრულდება.

ალექსანდრე კაფკა: მსოფლიოში მილიონობით ადამიანი  იღებს USAID-ის მხარდაჭერას. მათ შორისაა საქართველო და სამხრეთ კავკასიაც. ჩვენს მკითხველებსაც სურთ ქვეყანაში არსებულ ცვლილებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში მონაწილეობა. რას ეტყოდით მათ.

პიტერ ვიბლერი :  მოსახლეობა ირჩევს ლიდერებს, განსაზღვრავს პრიორიტეტებს და პოლიტიკურ წესრიგს. დემოკრატიაში სახელმწიფო ისეთია როგორსაც თავად ქმნი და ისე როგორც ცხოვრებაში,  რასაც დასთეს იმას მიიღებ.
ხალხი მეტად უნდა ჩაერთოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, მონაწილეობა მიიღონ  არჩევნებში, ჩაერთონ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, გაერთიანდნენ სოციალურ მოძრაობებში, დაესწრონ მუნიციპალური საბჭოს სხდომებს, მისწერონ წერილები მათ წარმომადგენლებს და გამოთქვან თავიანთი აზრი პრესაში,  დარეკონ რადიო გადაცემებში  და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ დისკუსიებში. სწორედ ასე შეუძლიათ მიაღწიონ დადებით ცვლილებებს საკუთარ ქვეყანაში.

ალექსანდრე კაფკა: დიდი მადლობა.

Read the original interview in English here.