10.10.2022 (Caucasian Journal) რა არის კიბერუსაფრთხოება და როგორ შეუძლია მას გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებასა და საქმიანობაზე? ბევრმა იცის კიბერუსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, მაგრამ ბევრს არ აღელვებს ეს საკითხი სანამ სერიოზული პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდებიან. რა მდგომარეობაა საქართველოში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და ინტერნეტის მმართველობის სფეროში? რამდენად კარგად ვართ დაცულები, როგორც ინდივიდები? რა საფრთხეს უქმნის დაუცველობა ბიზნესს და არსებობს თუ არა კავშირი სამხედრო უსაფრთხოებასთან?
ოქტომბერი ევროპის კიბერუსაფრთხოების თვეა, ამიტომ მივიჩნიეთ, რომ ეს კარგი მომენტია ამ თემის პროფესიონალთან განსახილველად, ამიტომ მადლობას მოვახსენებთ ვლადიმერ სვანაძეს ინტერვიუსთვის.
ვლადიმერ სვანაძე ინტერნეტის განვითარების ინიციატივის (IDI) საბჭოს თავმჯდომარეა. როგორც წამყვანი ექსპერტი ის გახლავთ კიბერუსაფრთხოების აკადემიის (CSA) და საქართველოს საინფორმაციო უსაფრთხოების ასოციაციის (GISA) მმართველი პარტნიორი. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი მრჩეველი კიბერუსაფრთხოების საკითხებში, მონაწილეობდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაში. ის არის ICC Georgia-ს „ციფრული ტრანსფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების კომიტეტის“ თავმჯდომარე.
ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო ლადო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიის ჟურნალში. რამდენად რთულად დასაჯერებელიც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, იცით, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ კიბერუსაფრთხოება. რატომ არ ვიწყებთ რამდენიმე სიტყვით ასეთ ადამიანებს? შეგიძლიათ ამის შემდეგ მყისიერად გააფრთხილოთ და იცოდეთ? შესაძლოა, არის მაგალითები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ილუსტრაციები ჩვენი მკითხველებისთვის, რომელთა უმეტესობა მარტივი მომხმარებელია და არა IT-ის ექსპერტები. გონივრული იქნება თუ სტატიას ამ ადამიანებისთვის ორიოდე სიტყვის თქმით დავიწყებთ. შეგიძლიათ გააცნობიეროთ ისინი? შესაძლოა, არსებობს მაგალითები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ილუსტრაცია ჩვენი მკითხველისთვის, რომელთა უმეტესობა არა IT ექსპერტი, არამედ უბრალოდ ინტერნეტ მომხმარებელია.
ვლადიმერ სვანაძე: დიდი მადლობა მოწვევისთვის. ის ფაქტი, რომ ბევრს არ ესმის კიბერუსაფრთხოება და მისი მნიშვნელობა, ეს ბუნებრივია და კომპიუტერის უბრალო მომხმარებელს ე. წ. „ენდ იუზერს“ არც სჭირდება ესმოდეს ეს დარგი პროფესიულ დონეზე. მისთვის, როგორც ინტერნეტის სერვისების მომხმარებლისთვის საინტერესო და აუცილებელი არის იცოდეს და იცავდეს იმ უმნიშვნელო წესებს, თუნდაც მოთხოვნებს, რაც უკავშირდება კომპიუტერთან სწორ მუშაობას, ერთი სიტყვით რომ ვთაქვათ უნდა ჰქონდეს გათავისებული კიბერჰიგიენის ელემენტარული უნარები, რაც მას როგორც მომხმარებელს ყოფით დონეზე, ეხმარება იყოს მაქსიმალურად დაცული კიბერსივრცეში. ვიმეორებ მაქსიმალურად დაცული, და არა ასპროცენტიანად დაცული, ვინაიდან ასპროცენტიანი დაცულობა შეუძლეველია, და ამის გარანტიასაც არავინ არ იძლევა. კიბერჰიგიენა მოიცავს თუნდაც ისეთ მარტივ წესს, რაც უკავშირდება პაროლის საკითხს, კერძოდ, აუცილებელია პაროლი იყოს მინიმუმ რვა ნიშნიანი და შედგებოდეს ციფრებისგან, ასოებისგან და სიმბოლოებისგან, შეადგენდეს მათ ერთობლიობას, და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული მომხმარებლის ან მისი მეუღლის, შვილების, საყვარელი ადამიანების სახელები, სახელების პირველი ასოების კომბინაცია, დაბადების წლები ან სხვა ღირსშესანიშნავი თარიღები. პაროლი უნდა იცვლებოდეს სისტემატურად, დაახლოებით 2 – 3 თვეში ერთხელ მაინც და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაეცეს თუნდაც დროებითი მოხმარებისთვის მესამე პირს, და ასევე პაროლებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოწყობილობას თუ ანგარიშს ჰქონდეს ინდივიდუალურად მინიჭებული პაროლი ....... ამ ეტაპზე, აი ეს შემიძლია ასე მოკლედ, ერთი - ორი სიტყვით, ვუთხრა თქვენს მკითხველებს .....