სიიმ სიკუტი: “უფრო მეტი ელ-ბინადარი გვიერთდება, ვიდრე ბავშვი იბადება ქვეყანაში’’ (წაიკითხეთ ან იხილეთ ვიდეო)

12.05.2022 (Caucasian Journal).  დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ სიიმ სიკუტი, ცნობილი ესტონური ელ-ბინადრობა (e-Residency) პროგრამის თანადამფუძნებელი და ესტონეთის მთავრობის ყოფილი მთავარი ინფორმაციის ოფიცერი. იგი მიიჩნევა „ელექტრონული-ესტონეთის“ ერთ-ერთ პიონერად- ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ციფრული ერისა. იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ქვემოთ, ან წაიკითხეთ სტატია

თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი 


იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ან წაიკითხეთ სტატია.  Read the English language version here

სიიმ სიკუტი:  “უფრო მეტი ელ-ბინადარი გვიერთდება, ვიდრე ბავშვი იბადება ქვეყანაში’’

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიური ჟურნალის ვიდეო ინტერვიუებში! დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ სიიმ სიკუტი, ცნობილი ესტონური ელ-ბინადრობა (e-Residency) პროგრამის თანადამფუძნებელი და ესტონეთის მთავრობის ყოფილი მთავარი ინფორმაციის ოფიცერი. იგი მიიჩნევა ელექტრონული-ესტონეთის ერთ-ერთ პიონერად- ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ციფრული ერისა.

სიიმ სიკუტი:  მოგესალმებით, მე გახლავართ სიიმ სიკუტი ესტონეთიდან. მოხარული ვარ კავკასიური ჟურნალის ამ ინტერვიუს გამო. 

თქვენს პროფესიულ მიღწევებთან დაკავშირებით ხშირად მოგიხსენიებენ ციფრული ერების პიონერად. ხედავთ სამყაროს ამ მიმართულებებით სვლას, რაც ოდესღაც იწინასწარმეტყველეთ?

ესტონეთი ბოლო 25 წლის განმავლობაში ციფრული ქვეყნის მოგზაურობაშია, აქედან გამომდინარე ადვილი სათქმელია, რომ ეს ასე იყო, თუმცა ეს რთული სამუშაოა. ბუნებრივია, მოხარულნი ვართ, რომ უფრო და უფრო მეტი მთავრობა მიდის ციფრული მიმართულებით, იქიდან გამომდინარე, რომ ესტონეთში ჩვენ ვნახეთ ის სარგებელი, რაც მას მოაქვს უკეთესი მომსახურებისათვის, ნაკლები კორუფციისათვის (ან კორუფციის არარსებობისათვის ესტონეთის შემთხვევაში), მთავრობის ეფექტურობისათვის, ასევე ეკონომიკური ზრდისათვის და რა თქმა უნდა ტექნოლოგიური ინდუსტრიისათვის.

ასე რომ, ამ სარგებლის მისაღებად მსოფლიო მასშტაბით ყველა მთავრობა უფრო მეტს უნდა აკეთებდეს ციფრული მიმართულებით; ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ გეგმები ან რიტორიკა, თუმცა მიწოდება არ ხდება საკმარისად და იმედია მეტად გაიზრდება.

ამრიგად, ქვეყნებს, განსაკუთრებით COVID-ის შემდგომ პერიოდში უფრო მეტად სურთ ციფრული წინსვლა, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათ უჭირთ შესაბამისად იმოქმედონ ამ მხრივ.


სწორია, რომ ელ-ბინადრობა წარმოადგენს ელექტრონული ესტონეთის ნაწილს? ესტონელებს შეუძლიათ ელექტრონულად მისცენ ხმა, გადაიხადონ გადასახადები, შეამოწმონ ჯანმრთელობის ჩანაწერები. ელ-ბინადრებს შეუძლიათ დისტანციურად დაარეგისტრირონ ევროკავშირის კომპანია და მართონ ბიზნესი ნებისმიერი ადგილიდან. შეგიძლიათ ცოტაოდენი რამ გვითხრათ ორივე კონცეფციის შესახებ და როგორ უკავშირდება ისინი ერთმანეთს?


ესტონეთს როგორც ქვეყანას, სარკასტულად უწოდებენ ელ-ესტონეთს, იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად გახდა ციფრული სერვისები ჩვენი, როგორც მოქალაქეების, მთავრობისა და მეწარმეების ცხოვრების ნაწილი.

ასე რომ, ელ-ესტონეთი ნამდვილად ჰგავს ბრენდს და ეს არის ზოგადი სახელი ჩვენს ქვეყანაში ციფრული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მთავრობის მიერ ხელშეწყობილი და შეთავაზებული ციფრული საჯარო სერვისების გამო.

ამ ყველაფერთან ერთად, დაახლოებით რვა წლის წინ დავიწყეთ ელ-ბინადრობა. თავდაპირველად ყველა სერვისი ციფრულად იყო ხელმისაწვდომი მოსახლეობის, ესტონეთის მაცხოვრებლებისა და კომპანიებისათვის, რომლებიც ფიზიკურად იყვნენ აქ. თუმცა შემდეგ ვიფი

ქრეთ, რატომ არ შეგვიძლია ისე გაკეთება რომ ციფრულად ხელმისაწვდომი ყოფილიყო უცხოეთიდან? რატომ არ შეგვიძლია მომსახურება შევთავაზოთ მსოფლიოს მასშტაბით, და ეს გახდა ელ-ბინადრობა.

ელ-ბინადრობა ნიშნავს, რომ მსოფლიოში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს ჩვენი ციფრული სერვისები, და ამ გზით დაიწყოს ესტონური ციფრული სერვისების გამოყენება, რომლებიც შეთავაზებულია მთავრობისა და ჩვენი კერძო სექტორის პარტნიორების მიერ.


უფრო მეტი ელ-ბინადარი გვიერთდება, ვიდრე ბავშვი იბადება ქვეყანაში და ჩვენს ეკონომიკაში ყოველი მესამე ახალი კომპანია რეგისტრირებულია ელ-ბინადრების მიერ.

ეს ნამდვილად ჩვენი ციფრული მთავრობის შემდეგი ეტაპია; ეს არის გაფართოება მსოფლიო მასშტაბით და მოხარულნი ვართ, რომ რვა წლის განმავლობაში მივიღეთ 90 000 ელექტრონული რეზიდენტი, ასე რომ, ყოველთვიურად ვირტუალურ სივრცეში უფრო მეტად ვიზრდებით, ვიდრე ფიზიკურად. მაგალითადუფრო მეტი ელ-ბინადარი გვიერთდება, ვიდრე ბავშვი იბადება ქვეყანაში და ჩვენს ეკონომიკაში ყოველი მესამე ახალი კომპანია რეგისტრირებულია ელ-ბინადრების მიერ.

ასე რომ, ჩვენ ნამდვილად ვნახეთ ამ ზრდის სარგებელი.


როგორ შეგიძლიათ შეაჯამოთ ესტონეთის მთავრობის მთავარ საინფორმაციო ოფიცრად თქვენი მუშაობის გამოცდილება?


ესტონეთის მთავრობის მთავარი საინფორმაციო ოფიცერი გახლდით 5 წლის განმავლობაში. 2022 წლის იანვარში დავტოვე ეს თანამდებობა.

ამ სამსახურში მეოთხე ან მეხუთე თაობის წარმომადგენელი ვიყავი ციფრული მთავრობის მიმართულებით, ამრიგად, ჩემი გამოწვევა პირველ რიგში იყო, დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ის რაც აშენდა გაგრძელდება, გაძლიერდება და განახლდება, და ახალი საქმეები გაკეთდებოდა.

ვფიქრობ, ორივე სფეროში გაუმჯობესებას მოვახერხებთ, იმის მიუხედავად რომ უფრო მეტი რამ არის გასაკეთებელი და რამდენიმე გამოწვევა კვლავ რჩება გამოწვევად.

ეს გახლდათ მნიშვნელოვანი გამოცდილება, რადგან ეს იყო შანსი, მემსახურა ჩემი ქვეყნისათვის, რაც ყოველთვის ამაღელვებელი იყო ჩემთვის, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში მთავრობას შევუერთდი. შანსი, რომელიც ჩემამდე მრავალ ადამიანსქონდა, რომლებმაც ნამდვილად შექმნეს ციფრული მთავრობა, კიდევ უფრო ამაღელვებელია, რადგან უნდა გააგრძელოთ ის, რაც მათ ააშენეს და შეინარჩუნო მათ მიერ შექმნილი.

როდესაც ოფისი დავტოვე, ვთქვი: დიახ, მოვახერხეთ სიახლეების მიღება, მაგალითად ხელოვნური ინტელექტის შემოტანა ჩვენს მთავრობაში, სერვისების გარდაქმნა, მომსახურების ხილვადობის გაზრდა და .. და კიდევ უფრო მეტი რამ არის გასაკეთებელი.


მთავრობის მთავარ საინფორმაციო ოფიცრად მუშაობის პერიოდში, გქონდათ შესაძლებლობა გეთანამშრომლათ სხვა მთავრობებთან, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონიდან?


ესტონეთს ყოველთვის სურდა და მოხარული იყო ჩვენი გამოცდილებისა და გაკვეთილების გაზიარებისათვის, განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესში ბევრი რამ ვისწავლეთ სხვებისგან- მაგალითად, ჩვენი ციფრული იდენტობის კონცეფცია სათავეს იღებს ფინეთიდან. ჩვენ ის ავიღეთ, ავამუშავეთ და უფრო დიდი გავხადეთ. ასე რომ, ვნახეთ გაზიარებისა და სწავლების სარგებელი, და ამას ვაკეთებდით ყოველთვის ჩვენს მეგობრებთან ერთად-საქართველოდან და სხვაგანაც. მსგავსი ქსელები ნამდვილად არის გლობალური და ესტონეთი არის რამდენიმე ციფრული მთავრობის გაზიარების ქსელის წევრი.

მაგრამ, რაც მთავარია, ესტონეთის მთავრობის შექმნის გამოცდილების საფუძველზე, ჩვენი ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ამ გაკვეთილებს საზღვარგარეთ უზიარებენ- კონკრეტულ ნოუ-ჰაუებს და გადაწყვეტილებებს. ისინი მუშაობენ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში: კონსულტაცია, ტრენინგი, ახალი საშუალებების შექმნა, ეს ასევე მოიცავს კავკასიას.


გსურთ სხვა ქვეყნის მთავარი საინფორმაციო ოფიცრად მუშაობა?


როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს არის პატივი და ამაღელვებელი გამოცდილება, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას. ცხადია, არაფერი აღემატება ესტონეთის მთავრობისთვის მუშაობას. ამავე დროს, ჩემთვის პირადად, პროფესიული გამოწვევისათვის სხვა ქვეყანაში ციფრული ინოვაციების გადატანა ან მისი განვითარება მომხიბვლელი პერსპექტივაა, განსაკუთრებით იმ გამოცდილების გადატანა, რაც მივიღე ესტონეთში ამ პოზიციაზე მუშაობისას. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ ვიტყვი არას, მაგრამ ბუნებრივია არაფერი შეედრება ემსახურო საკუთარ სამშობლოს.


"ჩვენ შეგვიძლია თავი მოვუყაროთ ჩვენი ცხოვრებისათვის საჭირო მომსახურებებს მსოფლიოს საუკეთესო ადგილებიდან“.

მართალია, რომ თქვენ ასევე მონაწილეობდით ისეთ კონცეფციებში, როგორიცაა მონაცემთა საელჩო და ქვეყანა-როგორც-სერვისი, თუ ასეა, შეგიძლიათ მოკლედ გაგვაცნოთ?


ქვეყანა-როგორც-სერვისი ნამდვილად წარმოადგენს იდეას, რომელიც დაკავშირებულია ელ-ბინადრობა-სთან. მსურს დავაფუძნო ჩემი კომპანია ესტონეთში, მაგრამ ასევე მინდა ვიცხოვრო, მაგალითად საქართვლოში, ან შესაძლოა მინდოდეს ჯანდაცვა ლონდონიდან, ან შესაძლოა მსურდეს ჩემმა შვილებმა ციფრული განათლება მიიღონ სინგაპურის სკოლაში... რაც უფრო მეტი სერვისი ხდება ციფრული, უფრო მეტი არჩევანი გვაქვს. ჩვენ არ ვართ მიბმულნი ლოკაციაზე "ჩვენ შეგვიძლია თავი მოვუყაროთ ჩვენი ცხოვრებისათვის საჭირო მომსახურებებს მსოფლიოს საუკეთესო ადგილებიდან“.

მონაცემთა საელჩო არის ინიციატივა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ რაც არ უნდა მოხდეს ესტონეთში, ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ ფუნქციონირებას, როგორც მთავრობა. ამრიგად, ესტონეთში შევქმენით ციფრული მთავრობა, რომელიც სრულად ციფრულია- არ მოხდება უკან დაბრუნება ქაღალდისაკენ, არ არსებობს ანალოგიური პროცესი, სადაც დავბრუნდებით. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ბუნებრივი კატასტროფა, დიდი კიბერ-შეტევა ესტონური სისტემების წინააღმდეგ, თუ მაგალითად მიმდინარეობს ომი, შესაძლებელია დავკარგოთ ის საიტები ესტონეთში, სადაც ვინახავთ ჩვენს მონაცემებს და სისტემებს? ჩვენ დავკარგავთ მთავრობას და შესაძლებლობას ვიფუნქციონიროთ, როგორც ქვეყანამ. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გვქონდეს სარეზერვო ასლები საზღვარგარეთ, რომელსაც ვაკონტროლებთ-არ გვსურს მათი მოთავსება უბრალოდ ნებისმიერ სისტემაში.

ამან განაპირობა, რომ გვეფიქრა, როგორ შეგვიძლია ვიქონიოთ შესაძლებლობა, რომ საზღვარგარეთიდან ციფრულად ფუნქციონირება შევძლოთ?“ ჩვენ ასევე უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ლეგალური და ტექნიკური კონტროლი. ამან მიგვიყვანა საელჩოს კონცეფციამდე. საელჩოები საერთაშორისო სამართლით ჩვენია ტერიტორიაა საზღვარგარეთ. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ ესტონეთის საელჩოში თბილისში ან სხვაგან-ეს ჩვენი ტერიტორიაა.

იგივე შევიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მონაცემთა ცენტრის cloud სივრცეში, ლუქსემბურგში. ჩვენ გვაქვს მათი ეროვნული მონაცემთა ცენტრის ნაწილი, როგორც ესტონეთის მონაცემთა ცენტრი- ჩვენი მთავრობის cloud გაფართოება.

ამგვარად, ეს არსი მონაცემთა საელჩო- წარმოადგენს ჩვენს მონაცემთა კუთხეს, სადაც ვინახავთ ყველანაირ კრიტიკულ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურად მხარდაჭერილი.


ციფრული ესტონეთი დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, ასე რომ შეგიძლიათ ნათლად დაინახოთ მისი შედეგები. არის ისეთი რამ, რაც გსურდათ სხვაგვარად გაგეკეთებინათ?


არსებობს ორი ძირითადი რამ, რაც ვისწავლეთ ამ დროის განმავლობაში: პირველი, შეინარჩუნეთ სიმარტივე. თუ თქვენ შექმნით ძალიან დიდ სისტემებს, პროექტებსა და რეფორმებს, ის სირთულის გამო მიდრეკილი იქნება წარუმატებლებისაკენ. დაიწყეთ მცირე მასშტაბებით, განავითარეთ, მუშაობის პროცესში გაზარდეთ. ზუსტად ისე, როგორც იქმნება ყველა სტარტაპი, ელ-ბინადრობაც ასე შეიქმნა. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ვისწავლეთ, ის საუკეთესოდ მუშაობს ბევრი მიმართულებით, და არა როგორც დიდი აფეთქების პრინციპით.

და მეორე, რაც ვისწავლეთ, არის ის, რომ რაც შექმენით უნდა შეინარჩუნოთ კარგ მდგომარეობაში. ესგავს თქვენს სახლს, რომელსაც მუდმივად უნდა მიაქციოთ ყურადღება, ეს უნარჩუნებს მას ღირებულებას. იგივეა საინფორმაციო სისტემებისა და ციფრულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით. თუ მათზე მუდმივად არ მუშაობთ, შეცდომები გამოიკვეთება, შესაძლოა გაჩნდეს უსაფრთხოების ხვრელები. ასე რომ საჭიროა შეინარჩუნოთ ის, რაც ააშენეთ, ან ჩამორჩებით ტექნოლოგიურად. თუ რაღაც შექმენით 5 წლის წინ, ის ახლა არ იქნება ციფრულ Cloud-თან თავსებადი, აქედან გამომდინარე თქვენ მას დაკარგავთ.


სხვა ქვეყნები ცდილობენ, მიყვნენ ესტონურ მაგალითსკერძოდ, ჩვენი რეგიონის ქვეყნებმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა ელ-ბინადრობა დაიწყეს 2018 წელს. მაგრამ ეს არც ისე მარტივია, როგორც ჩანს. რა წარმოადგენს ფარულ დაბრკოლებებს?


ფუნდამენტური განსხვავება იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ვხედავთ არის ის, მიიღეს თუ არა შედეგი. არიან თუ არა ისინი საკმარისად თამამები და მონდომებულები, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები-არა მხოლოდ საუბრითა და დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვით- არამედ მიიღონ გადაწყვეტილებები და გამოსცადონ, ჩაატარონ ექსპერიმენტები.

და მეორე განმაპირობებელი არის თუ რამდენად რთულია ამ ყველაფრის კეთება მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მიღებულია. რა არის მმართველობის სტრუქტურა, ქმნიან თუ არა საკმარის შესაძლებლობებს, იდება თუ არა ფული იქ, სადაც საჭიროა- ეს არის ინვესტიცია ამ ყველაფერში.

ეს არის ის განსხვავება, თუ რატომ მიდის ზოგიერთი ქვეყანა უფრო ღრმად ციფრული მიმართულებით და ზოგიერთი უფრო ნაკლებად. ამავდროულად, ეს არის ყველა ის ფაქტორი, რომელიც კონტროლდება სახელმწიფოების მიერ- განაგრძობთ თუ არა საუბარს, ან გადაწყვეტთ და იმოქმედებთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. ეს არის ის, რაც ჩვენს ხელშია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენს შემთხვევაში კი ხელისუფლებასთან მიმართებით.

ასე რომ, გადაწყვეტილება და მიწოდების მართვის უნარი არის ის, რაც განსხვავებას ფუნდამენტურად განსაზღვრავს, თუ ვინ აღწევს უფრო მეტს ციფრულ ფრონტზე და ვინ ნაკლებს.


მეორეს მხრივ, მიუხედავად თქვენი პროგრამის უზარმაზარი წარმატებისა - ამ ეტაპზე თითქმის 100,000, ხოლო 2025 წლისთვის 10 მილიონი ელ-ბინადარი როგორც მიზანი საკმაოდ ამბიციურად გამოიყურება. რამ შეიძლება ხელი შეუშალოს პროგნოზირებულ ზრდას?


უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ არასოდეს ყოფილა ჩვენი მთავრობის მიზანი ან ოფიციალური გეგმა 10 მილიონი ელ-ბინადარი 2025 წლისთვის. ამას ვამბობდით იმ დროს, როცა ვფიქრობდით რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ მილიონობით ელ-ბინადარი შემოგვიერთდეს, და არა ათასობით? რა უნდა გავაკეთოთ განსხვავებულად, რომ სწრაფად გავიზარდოთ. რატომ ვიზრდებით ნელა? „

ესტონეთთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი დროის ფაქტორზეა დამოკიდებული, საქმე გვაქვს COVID კრიზისსა და ომთან, ამგვარად მთავრობის ყურადღება მიმართულია სხვაგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვერ შევძელით რამდენიმე არსებული ბარიერისგან თავის დაღწევა, მაგალითად, იმისათვის, რომ გახდეთ ესტონეთის მკვიდრი თქვენ ფიზიკურად უნდა მიბრძანდეთ საელჩოში. ამის ტექნოლოგიები, უსაფრთხო ვარიანტები, იმისათვის რომ ეს მოხდეს სრულად ციფრული სახით მსოფლიოში არ განვითარდა ისე სწრაფად, როგორც ველოდით.


რა განაპირობებს ესტონეთის ამგვარ ელ-მეგობრულობას? ეს ხდება იმიტომ, რომ მაღალია ციფრული წიგნიერება, ხალხის ნდობა მთავრობის მიმართ, თუ უბრალოდ იღბლიანი კომბინაციაა კომპეტენტური ლიდერების?


ესტონეთი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიდის ციფრულად. ჩვენ გვქონდა კომპეტენტური ხალხის მონაცემთა ბაზა ციფრულ და კომპიუტერულ მეცნიერებებში, საიდანაც მოვიდნენ ის სპეციალისტები და ხედვის მქონე ხალხი, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ციფრული მთავრობის დასაწყისს.

ზოგადი ნდობა მთავრობისადმი იყო, მაგრამ ფუნდამენტურად ეს მოხდა იმის გამო, რომ ესტონეთი მკაცრად წავიდა კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის დასამყარებლად. ასე რომ თქვენ არსებითად შეგიძლიათ ენდოთ მთავრობის გადაწყვეტილებებს და მოქმედებებს, და სწორედ ეს იყო ამის ქვაკუთხედი.

მესამე, ჩვენ ბევრი რამ გავიარეთ, მაგალითად ცვლილებებისა და უფრო დიდი რეფორმის ფრთხილად დაგეგმვა. გადასახადების ონლაინ გადახდა არ წარმოადგენს უბრალოდ ტექნოლოგიურ პროექტს- ეს ძირითადად ცვლილებების პროექტია, რომელიც მოიცავს კანონს და სხვა დანარჩენს. ჩვენ ნამდვილად მოვახერხეთ ამის უზრუნველყოფა.


ქვეყნებს შორის განსახვავებაა არის ის თუ რას ირჩევ- მიიღო გადაწყვეტილებები თუ ამ გადაწყვეტილებებზე იმოქმედოთ შესაბამისად.

გაგვიმართლა, რომ გვყავს ლიდერები, რომლებიც მზად იყვნენ რისკებისათვის და ახალი ინიციატივებისათვის.

ეს იყო კომბინაცია, მაგრამ ფუნდამენტური მაინც ისაა, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნექვეყნებს შორის განსახვავებაა არის ის თუ რას ირჩევ- მიიღო გადაწყვეტილებები თუ ამ გადაწყვეტილებებზე იმოქმედოთ შესაბამისად.

ესტონეთში არ ვართ სრულყოფილები, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის ის ადგილი, სადაც უფრო მეტის გაკეთება შევძელით, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანამ.


ციფრული ინსტრუმენტები ჩვენ ცხოვრებას უფრო მარტივს ხდის, მაგრამ რაც შეეხება უსაფრთოხებასა და დაცულობას, რა მოხდება თუ ყველა კვერცხს ერთ ციფრულ კალათაში მოვათავსებთ?


ესტონეთის ციფრულმა მთავრობამ და ქვეყნის ისტორიამ უნდა დაგარწმუნოთ, რომ ამ რისკების მართვა შეგიძლიათ. ჩვენ შეგვიძლია მათი მართვა შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოების შექმნით, მაგალითისათვის კონფიდენციალურობისა და მონაცემების დაცვის მიზნით; ადგილზე სათანადო პროცესირებისა და დაცულობის დანერგვა (მაგალითად, რა ხდება, როდესაც ვინმე ნახულობს ისეთ რამეს, რაც არ უნდა ნახოს, ხდება დაჯარიმება, არის ამგვარი დამცავი ფაქტორები); ან კიბერ უსაფრთხოებისათვის ისეთი პროცესის შემუშავება, სადაც არავის შეუძლია ქონდეს წვდომა ყველაფერზე.

ეს არის ტექნოლოგია, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ მოწინავე კრიპტოგრაფიას ჩვენი ვინაობისა და მონაცემთა ბაზების დასაცავად. კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად ჩვენ შევქმენით ისეთი ფუნქცია სისტემებში, რომლის საშუალებითაც ხედავთ რა ხდება მონაცემებთან დაკავშირებით.

ამგვარად, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია-სისტემების, პროცესების, სამართლებრივი ჩარჩოები ყოველდღიური დაცვისათვის, რათა სწრაფად ვიმოქმედოთ, თუ რაიმე მოხდება. ეს წარმოადგენს აუცილებელ ციფრულ ინვესტიციას.


ესტონეთში, ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ მომავალი არის ის, რასაც ჩვენ ვქმნით.

არ შემიძლია არ გთხოვოთ თქვენი მომავლის ხედვის გაზიარება.


უპირველეს ყოვლისა, ტექნოლოგიური პროგრესი მუდმივად გაგრძელდება და დაჩქარდება, არა? ეს ნიშნავს, რომ მთავრობებში უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, მაგალითად, სწორედ ამის გამო ესტონეთი ძლიერად მიდის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

ვხედავთ, რომ თუნდაც მარტივი ხელოვნური ინტელექტის პროგრამების საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია მთავრობა უფრო ეფექტური გავხადოთ.

ამგვარად, ტექნოლოგია აღებს შესაძლებლობების ფანჯრებს, და ამავდროულად მოაქვს ახალი რისკები, ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ მისი მართვა. აქედან გამომდინარე, ესტონური ციფრული სტრატეგიის ნაწილია კიბერ-უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეზე აყვანა, განსაკუთრებით კი შესაძლებლობა, რომ განვსაზღვროთ თუ სად მიდის ტექნოლოგიები და როგორ უნდა მოვემზადოთ შესაძლო რისკების მართვისათვის.

ყველაზე ფუნდამენტურადესტონური - და ჩემი საკუთარი- ხედვა ციფრული მომავლისათვის არის ის, რომ მთავრობისა და საჯარო სივრცეების ე.წ ბიუროკრატია იყოს შეუმჩნეველი.

თუ გადასახადების გადახდა, ან განაცხადის წარდგენა გარკვეული სარგებლისათვის ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი, არ ნიშნავს რომ ეს მოსახერხებელია. ციფრულად ჩვენ შეგვიძლია ეს შევცვალოთ. შეგვიძლია უფრო და უფრო ავტომატურად, შეუმჩნევლად გავაკეთოთ ყველაფერი.

თუ შვილი შემეძინა, მიმართვა აღარ მჭირდება ბავშვის სახელის დასარქმევად ან სხვა სარგებლის მისაღებად. ბიზნესის დასაწყებად ყველაფერი ხდება ერთ ინტერაქციაში, ამგვარად სერვისების გადაკეთება, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში მიმდინარე საკითხებს აგვარებს ამ ყველაფრის დიდი ნაწილია, რაც პროაქტიულად მიმდინარეობს, ამიტომ არ მჭირდება მივმართო ჩემს ხელისუფლებას.

სხვათა შორის, შემიძლია შევთავაზო სერვისი, რომელიც მომსახურებას უფრო მეტად ავტომატიზებულს გახდის. მაგალითად, რატომ უნდა წარვადგინო კომპანიის წლიური ანგარიში, თუ მთავრობას ექნება წვდომა ჩემს მონაცემებზე, ასე შეიძლება გაკეთდეს ანგარიშის ავტომატური წარდგენა.

სწორედ ამიტომ, შევიმუშავეთ ესტონეთის ციფრული სტრატეგიის მიზანი საუკეთესო გამოცდილება, რათა ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ ციფრული საჯარო სერვისების საუკეთესო გამოცდილება იქნეს შექმნილი მოქალაქეების სარგებლისათვის, ზუსტად ისე, როგორც ეს მათ სჭირდებათ.

მომავალში, და არც თუ ისე შორეულში, ჩვენ არ მივიღებთ სამთავრობო ინფორმაციას ვებ-გვერდებისა და აპლიკაციების საშუალებით. ეს იქნება ჩვენი ხმით: Siri ან Google ასისტენტის, ან სხვა რაიმე მოწყობილობის საშუალებით თქვენს მაცივარზე, ან სამთავრობო ბოტზე: ჰეი, რა ხდება დღეს? ან ახალი პასპორტის მისაღებად Siri მეკითხება: როგორც ჩანს, გსურთ აიღოთ ახალი პასპორტი, ამჟამინდელს გასდის ვადა.

მსგავსი ვირტუალური ასისტენტები გაგვიზიარებს ციფრული მთავრობის ყველა საუკეთესო გამოცდილებას, და გამოსაყენებლად უფრო პროაქტიულს და მარტივს გახდის.

ასე რომ, უხილავი სერვისები, რომლებიც პროაქტიულად გამოიყენება ცოცხალი მოვლენების დროს, უფრო და უფრო ავტომატიზებულად, და ვირტუალური ასისტენტების საშუალებით დაგვეხმარება- ეს მართლაც არის მომავალი, რომელსაც ესტონეთი აშენებს. და ესტონეთში, ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ მომავალი არის ის, რასაც ჩვენ ვქმნით.


დიდი მადლობა.


დიდი მადლობა ამისათვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს ციფრულ ინიციატივებში. ესტონეთი ყოველთვის მოხარულია გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება.


Read the English language version here

კავკასიის ჟურნალი მადლობას უხდის მხარდაჭერისათვის ესტონეთის საელჩოს თბილისში ინტერვიუს მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისათვის. 


 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:
Google News  *  Twitter  *  Facebook  *  Medium  *  LinkedIn  *  YouTube  *  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: